Friday, January 22, 2010

შენ უნდა

არ გინდა რომ უეცრად
მოხვიდე და მაკოცო?
არ გინდა რომ ეჭვები
ყველას თვალწინ დახოცო
არ გინდა რომ გიყვარდე?
უსასრულოდ, უფულოდ
არ გინდა რომ მიმყავდე
ზღვასთან მზეს რომ ვუყუროთ?
არ გინდა რომ სილაში
შენი ნაზი სხეული
ისე მიმოვაფინო
როგორც თაფლი ქილაში
გამიხარდე როგორც დღე
ჩაგისუნთქო ჰაერად
წუთისოფლის ბოლომდე
ისე სამარადისოდ...

გულმა რა გიპასუხა
ნეტაი გულს რა ჰკითხე
სამუდამოდ დარჩე თუ
სამუდამოდ წახვიდე...

9 comments:

  1. სამუდამოდ ავორთქლდე...

    ReplyDelete
  2. I like it.

    1 cinadadeba momecona gansakutrebit, romelic davashare ukve :D

    ReplyDelete
  3. მმმმმ... ამის მერე როგორ უნდა წავიდეს?..

    ReplyDelete
  4. Lalena
    აი მეც ეგ არ მაინტერესებს? :)

    ReplyDelete
  5. ხოდა, ალბათ არც წავა :))) მომეწონა

    ReplyDelete
  6. dzalian momecona, gansakutrebit shedareba "rogorc tapli kilashi" :)

    ReplyDelete
  7. არ წავა, მაგრამ არც დარჩება :))))))))

    ReplyDelete
  8. კარგ ხასიათზე დამაყენა ამ ლექსმა... :) მომწონს, თან ძალიან:) თ.თ

    ReplyDelete
  9. ისეთ ხასიათზე ვარ აღარაფერი აღარ მომწონს:(
    დაიწყოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო

    ReplyDelete