Tuesday, January 26, 2010

Friday, January 22, 2010

შენ უნდა

არ გინდა რომ უეცრად
მოხვიდე და მაკოცო?
არ გინდა რომ ეჭვები
ყველას თვალწინ დახოცო
არ გინდა რომ გიყვარდე?
უსასრულოდ, უფულოდ
არ გინდა რომ მიმყავდე
ზღვასთან მზეს რომ ვუყუროთ?
არ გინდა რომ სილაში
შენი ნაზი სხეული
ისე მიმოვაფინო
როგორც თაფლი ქილაში
გამიხარდე როგორც დღე
ჩაგისუნთქო ჰაერად
წუთისოფლის ბოლომდე
ისე სამარადისოდ...

გულმა რა გიპასუხა
ნეტაი გულს რა ჰკითხე
სამუდამოდ დარჩე თუ
სამუდამოდ წახვიდე...

Thursday, January 21, 2010

შემიყვარდა

შემიყვარდა ერთი გოგო
პატარა და კოპწია
გამომაშრო, შემახვია,
მომიკიდა...მომწია...

შემიყვარდა ერთი გოგო
და მის ცხვირზე საყურე
არ გაცივდეს - ვიფიქრე და
ჩუმად კარი დავხურე

შემიყვარდა ერთი გოგო
პატარა და კოპწია
გამომაშრო, შემახვია,
მომიკიდა...მომწია...

Monday, January 18, 2010

თეფში

მე თეფში ვარ... ბავშვობის, ღრმა თეფში.
მახსოვს, ერთი სული გქონდა როდის დახვრეპდი ბორშს, რომ რაც შეიძლება მალე ჩემს ფსკერზე ფერადი ნახატები დაგენახა.

როგორ მახსოვს, შენი დაბადება, სახლში რომ მოგიყვანეს. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი. მახსოვს წყალს დამასხამდნენ და შიგნით შენს საწოვარას დებდნენ რომ გაცივებულიყო.

ახლა დავბერდი... ნახატებიც აღარ არის ისეთი კაშკაშა და მკვეთრი. ბევრ ადგილას ამოტეხილი ჭრილობაც მეტყობა და ფსკერიც დამეკაწრა.

აღარც შენ ხარ პატარა, რომ თვალებანთებული ფსკერზე იყო მოჩერებული და ვერ ითმენდე ნახატების გამოჩენას. ეხლა ხშიად სევდიანიც კი ჭამ საჭმელს და მეც მეკარგება განწყობა.

ნეტავ მაშინ გავმტყდარიყავი შემთხვევით ხელი, რომ გამკარი და მაგიდიდან გადმოვარდი. რა გაძლებს ამ ბნელ კარადაში შენს ჩამოსვლამდე? ნეტა როდის ჩამოხვალ.... მე აქ დაგელოდები...გაუნძრევლად...გპირდები...

Wednesday, January 13, 2010

გამიბანძდა

[...ამასწინათ მეგობარმა მითხრა, "ისე ჩვენ ეს პიჯაკები
მაგრად გაგვიბანძდა, ახალი გვაქვს საყიდელიო"]


გამიბანძდა პიჯაკი და ხაკისფერი ზედა
მგონი ჯინსიც გამიბანძდა, თაროზე რო მედო
კბილის ჩოთქი, ტალავერი, სახლის უკან ეზო
განწყობაც კი ბამიბანძდა – უნდა დავიბედო

გამიბანძდა მოგონება და მოგონებებიც
მომავალიც გამიბანძდა, ოღონდ ჯერ ვერ ვხვდები
ლიხის ქედი, იალბუზი, შხარა, უშბა, ხანძთა
გამიბანძდა ჩემი ქვეყნით სიამაყის განცდა

გამიბანძდა კბილები და ჰიპოთალამუსი
გამიბანძდა წლევანდელი სოფლის ფელამუში
გამიბანძდა სიამაყე, ერექცია უფრო
ქალთან სექსიც გამიბანძდა – უნდა დავემუქრო!

გამიბანძდა, "პორშინები", "კარდანი" და "რული"
უკვე სულიც გამიბანძდა, ზეამორალური
თბილისური "პონ–წ–იკები" და თბილისის ანძა
პრეზიდენტი და მთავრობაც, მააააააააგრად გამიბანძდა

გამიბანძდა ჩემი თავი, ფსიქოლოგთან დამყავს
ცოლი არ გამბანძებია... იმიტომ რომ არ მყავს...

[youtube http://www.youtube.com/watch?v=FNbrt3XOYcU]

Tuesday, January 12, 2010

FAQ ანუ პირდაპირ და მარჯვნივ

-...?
- არამიშავს, ძველებურად
-...?
- არაფერი ახალი
-...?
- ისევ იქ ვარ სადაც მაშინ
-...?
- იცნობს ჩემი მზახალიიი?!

-...?
- ჩემებს, რავი არაუშავთ
-...?
- ერთი ეგ ვერ ვნახე
-...?
- გავყიდე ის პარაშუტი
-...?
- დაიჭიმა სახე

-...?
- მოყვანას ჯერ არ ვაპირებ
-...?
- არავინ მყავს ისეც
-...?
- სესხი თოთხმეთ პროცენტში მაქვს
-...?
- მაგას ვიზა მისცეს

-...?
- არა, არა, მე ვერ დავლევ
-...?
- იქვე არის გზასთან
-...?
- კათეტის შეფარდებაა
ჰიპოტენუზასთან

-...?
არამიშავს, ძველებურად
-...?
არაფერი ახალი
-...?
- ჩემი მულის ღვიძლი ცოლის
ქვისლის შვილის მზახალი

Monday, January 11, 2010

Орлуша, "Заебало"

Supper :)
[youtube http://www.youtube.com/watch?v=og_GMI4nOHQ&hl=en_US&fs=1&]

გაბუტული პატრიBotი

მეც მინდა რამე რაციონალური
ანუ რაციონში რაც იყო მაშინ
მეც მინდა დროშა ნაციონალური
ანუ სენდვიჩი და ქაში

მეც მინდა სექსი მქონდეს ბუჩქებში
ტარიც კი მაქვს და ლულაც
მეც მინდა პრეზიდენტის ვიყო მეკარე
და მან მომიგოს ქულა

მეც ვიცი ჩვენი ჰიმნი ზეპირად
სხვა სიმღერები კითხვით
მეც მაქვს წითელი ვარდებით მაიკა
ოცდამესამე რიცხვით

ჩემი სამშობლო

მწვანე მთებიდან დაიწყებს დილას
და გაუყვება ველებს ალაზნის
მრავალჟამიერს ისე მოჰყვება
მდინარესაც კი წასვლას არ აცლის

მერე დაწურავს ქორფა რქაწითელს
დაილოცება, შესვამს ფიალას
დალოცავ ღვთისგან კურთხეულ მიწას
დალოცავს თავის წყალს და იალაღს

მოეკიდება მერე ბახუსი
ახსენებს შოთას, ვაჟას, ილიას...
მერე მოსისხლე მტერსაც დალოცავს
იტყვის - "ისიც ხომ ღმერთის შვილია"

სუფრის მიწურულს დღეც დასრულდება
და ღამეც ზეცას შემოსავს შავად
ის მოიგონებს შვილებს დაკარგულს
ერთერთი ახლა გამხდარა ავად...

გაივლის თვე და დღე და ოცნებაც
მაგრამ ის მაინც სასმისს შეავსებს
წარსულითაც თუ ვერ გაოცდება
მტერს ღვინის სმაში მაინც შეარცხვენს

...

რახან დალევით ფანტავს კაეშანს
რა გაეწყობა ასე რაკია...
ჩემი სამშობლო ლოთი არ არის!
ჩემი სამშობლო ბასიაკია!!!

Saturday, January 9, 2010

ჩემი შეყვარებული

ჩემი შეყვარებული პორნო ვარსკვლავია
ანუ მას იღებენ პორნოში
ეხლაც კოლეგასთან გადანასკვულია
და ცდილობს რომ შევიდეს როლში

ჩემი შეყვარებული ჩემი ერთგულია
აზრადაც არ მოუვა ღალატი
სხვებთან აკავშირებს სხვადასხვა პოზა
და ჩემთან გრძნობა მარადი

ჩემს შყვარებულს თავის სამსახურში
კორპორატიულად აცვია
უფროსწორად ყოველთვის შიშველია
და მასთან უამრავი კაცია

ჩემს შეყვარებულს პოზები არუყვარს
სამსახურს მახსენებსო ამბობს
ბანანს ფორთოხალს ამჯობინებს და
ორალურ სექს კი ამბორს

ირაკლი ჩარკვიანი - როცა მე წავალ...

[youtube http://www.youtube.com/watch?v=O-oLlY51d5A&hl=en_US&fs=1&]

ზურა ყიფშიძე - მიდიოდა მატარებელი

[youtube http://www.youtube.com/watch?v=OVKDiafUlc8&hl=en_US&fs=1&]

ნივთები

უცებ მომინდა ბლოგს ახალი განწყოფილება დავამატო.
გიფიქრიათ იმაზე, რომ ზოგიერთი ნივთი მთელი ცხოვრება თქვენს გვერდით არის? ზოგჯერ ვერც კი ამჩნევთ. ან ერთ დღესაც შეხედავთ და სულ სხვა კუთხით დაინახავთ.

დაკვირვებიხართ როგორ ცვლის უბრალო ნივთები ჩვენს ცხოვრებას? თუნდაც ლამბაქი რომელზეც ბავშვობიდან სვამდით ჩაის, კოვზი რომლის ტარზეც დატანილი რელიეფი ისეთივე ბუნებრივი და ნაცნობია როგორც საკუთარი სახის ნაკვთები? კედელზე ჩამოკიდებული ძველთაძველი საათი. რამდენჯერ გაგიხედავთ მისკენ?

მე ვფიქრობ სიყვარული წვრილმანებისგან შედგება. წამებისგან, ფრაგმენტებისგან, ნაწყვეტებისგან. მაგრამ საიდუმლო ის არის, რომ თითეული ნაწილი უძვირფასესია, შეუცვლელია და განუმეორებელი. შეუძლებელია სადმე იყო და რაიმე დეტალმა შენთვის ძვირფასი ფრაგმენტი არ მოგაგონოს. ამიტომაც ხდება რომ ყველაფერი ირგვლივ გაგონებს მოზაიკას, რომელიც უამრავი წამისგან, ფრაგმენტისგან, ნაწყვეტისგან და მოგონებისგან შედგება და რომელსაც სიყვარული ქვია.

ის

მას უყვარდა შუადღემდე ძილი და ლეღვის მურაბა. გახუხულ პურზე გადაუსვამდა სქელ ფენას, ცხელ ლიმნიან ჩაის ფინჯანზე დაასხამდა, სამჯერ დინჯად შეუბერავდა სულს და მოსვამდა.

ნიკო გომელაური - ნაწილი მეორე

[youtube http://www.youtube.com/watch?v=q188hzNcIU8&hl=en_US&fs=1&]


http://lasharela.blogspot.com/2009/12/blog-post_2633.html

ვარდისფერი ავტობუსი

[youtube http://www.youtube.com/watch?v=OFw-8KMuEBA&hl=en_US&fs=1&]

პოეზია - პოზა







პოზა

არ მინდა ვიყო პოეტი პონტის
და კამერებთან მივიღო პოზა
ვიყო დამბაჩა სამუელ კოლტის
და სევდიანი პუტანა - პროზა

არ მინდა ვიყო თეატრალური
მოფიქრებული...დადგმული სცენა
არის ამაში რაღაც ქალური
შენი ბოქვენი და ჩემი ენა

არ მინდა ვიყო მოწონებული
აყოლებული კედელზე ვაზი
ან თავს უეცრად დაყენებული
არ მინდა ვიყო საზღვარი - ხაზი

არ მინდა ვიყო პოეტი პონტის
გადინჯებული წყლის ფსკერზე ღუზა
ვიყო დამბაჩა სამუელ კოლტის
მყავდეს ერთგული პუტანა - მუზა

http://lasharela.blogspot.com/2009/11/blog-post_01.html

Sunday, January 3, 2010

რომ

რომ, როგორ მჭირდები ეხლა...
როგორ მინდა უბრალოდ ჩემს გვერდით იყო... ალბათ ვერ გეტყოდი ვერაფერს... როგორ ვარ, რატომ, რისგან ვარ ცუდად....

მაგრამ თითებს თითებში ჩაგჭიდებდი...როგორც ეს შენ გიყვარდა... და თითქოს მთელი ჩემი ცუდი ენერგია მიგქონდა....

რომ, ერთხელ შეკითხვა დამისვი რომელზეც მოგატყუე.... ეხლა შენ ამ შეკითხვაზე პასუხიც იცი....და ალბათ არ მამტყუნებ რომ მოგატყუე... ხო გრძნობ რატომაც...

რომ, შენ ყველაფერი იცი რასაც ვგრძნობ.... უბრალოდ ეხლა აქ რო იყო ხელს მოგკიდებდი მეტი არაფერი....

შენ დროებით დაგშორდი და შენთან დაშორება ძალიან არ მტკენია... გგრძნობ თავიდან ბოლომდე... მერე რა რომ ვერ გეხები, ვერ გეფერები...მე შენ გელაპარაკები, გრძნობ და გისმენ კიდეც...


გკოცნი უამრავს.... ძალიან მიყვარხარ...

P.S. რომ...ეხლა არავინ არაა ჩემთან...მხოლოდ შენ ხარ... :*

Saturday, January 2, 2010

უფალო შემიწყალე

ისე მეშინია სახლში მისვლის
როგორც მარტოობის...როგორც ნისლის...
ო, ღმერთო, როგორ მეშინია
დღესაც რომ მექნება თავი ფიქრის...

უფალო შემიწყალე მე ცოდვილი
აღარც ვლოცულობ, თან შვებას ველი
ღმერთო გამამხნევე, რომ მივიღო
შენგან მოვლენილი განსაცდელი...

Friday, January 1, 2010

***

როგორ მინდოდა სიკვდილის წინ მაინც გენახე...

შემინდე გთხოვ უფალო

ღმერთო შემინდე შეცოდება ჩემი ყოველი
ღმერთო მიიღე ეს ცრემლები და ჩემი სევდა