Saturday, October 20, 2012

საბანში ბამბის

მე შენ სულს დაგითმობ.
გაჩუქებ სუნთქვას ზაფხულის მიწის.
თოვლისგან გაყინულ თხელ თითებს გაგითბობ
მიყვარხარ _ ამ მთებმა, ეს უკვე იცის

რა მშვიდი სუნთქვა გაქვს... საწოლზე მძინარე,
თბილად გახვეული ბამბიან საბანში.
ხის ძველი რიკული და ცივი მდინარე
თითქოს შენც იქ ზიხარ, ზაფხულის კაბაში

ყინვისგან გაყინულ თხელ თითებს გაგითბობ
გაჩუქებ ნაზ სურნელს, აპრილის მიწის
მიყვარხარ და მინდა ეს შენც რომ იცოდე
ამ მთებმა? ამ მთებმა, ეს უკვე იცის

4 comments:

  1. თბილი ლექსია.. ყოჩაღი ხარ, ყოჩაღი!.. :)

    ReplyDelete
  2. არადა, არაფრის დამთმობი და მჩუქებელი არა ხარ :)))

    ReplyDelete
    Replies
    1. რა გაძლევს ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს ზურაბი? :))

      Delete
  3. მმ, რა სასიამოვნოა ^_^


    "არადა, არაფრის დამთმობი და მჩხუქებელი არა ხარ" <<<
    ლაშა და ეგეთი?
    არა, ვერ დავიჯერებ !! :D

    ReplyDelete