ხელი წელზე
მერე თბილად დაგიკოცნო ყელი
შენ რომ თეთრი გამიშალო სუფრა
კეცის მჭადი და ახალი ყველი
ჩვენ რომ ვიყოთ ერთად ხის ძველ
აივანზე
ზამთრის უხმოდ მოხვეული სუსხი
მე მოგადე ლოყა და შენ
გაინაზე
მოსულ სტუმრებს ღვინო ჩამოვუსხი
შენ რომ ახლა ლექსებით და მარტოობით
მოწყენილი მიეფიცხო ბუხარს
შიშველ ფეხზე ჩვენი კატა მოგიწვება
შენი კანი, მას ჩემსავით უყვარს
მე რომ ახლა შემოგხვიო
წელზე ხელი
ძველი ლექსი რომ მოგიყვე
მთხოვ და...
სურნელი და შენი თბილი ყელი
ერთად ხის ძველ აივანზე _
თოვდა
raghac moisusteb am bolo dros poeziashi. muza aghar givarga??:)
ReplyDeleteეს თუ მოსუსტებაში ითვლება მნია, მნიაა )))) რავიციიი ^^
ReplyDeleteსაინტერესო მუზა გყავს, ლაშა'ვ.. აი სინქ !! ;)