რა სისასტიკეა არ ვიცი და უკეთესი ალეგორიის მოფიქრება რატომ გაუჭირდა "მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა"-ს შემქნელ ერს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება _ სადღაც ერის წიაღში მგავსი გამონათქვამი იშვა.
რა შუაშია ახლა ეს ყველაფერი და უცებ მომინდა დამეწერა პოსტი "ახალ წელზე" და გამახსენდა, გასულ წელს, აპრილში, ზემფირას საახალწლო სიმღერა რომ დავდე "კედელზე", კომენტარებმაც არ დააყოვნა "ეგ ჯერ ადრეაო".
აი ასე, ადამიანებს ყველაფერი თავის დროზე გვიყვარს - უდროო არააფერი ვარგა! (ჩემი სამტრედიელი მეზობლის ხმით _ მკვეთრად გამოთქმული თანხმოვნებითა და სკეპტიკური ჟღერადობით).
მოკლედ მომინდა და ვინ მიშლის _ აგერ ბლოგი და აგერ კომენტრი. უნდა დავწერო ჩემი ბანალური საახალწლო წინასწარმეტყველების შესახებ _ რა იქნება ახალ წელს?
- რაღა თქმა უნდა... იქნება უამრავი პოსტი და სტატუსი მათი ვინც ვერ იტანს ახალ წელს
- იქნება ბეეევრი პოსტერი, საყვარლობა კატები, კნუტები და კურდღლებით _ წარწერით 2013 წელი
- იმისათვის, რომ ჩემს რამდენიმე მეგობარს ყველაზე ბედნიერი ახალი წელი გაუთენდეს, ახალი წლის ღამეს, თორმეტს რომ დააკლდება ხუთი წუთი, პრემიერ მინისტრის სიტყვით მიმართვის დროს, მთელს საქართველოში ჩაქრება შუქი.
- რამდენიმე ტელეარხზე ერთდროულად (ხაზს ვუსვამ ერთდროულად) პირდაპირ ეთერში (ხაზს ვუსვამ აქაც) მიწვეულ სტუმრად იქნება ცაგარელი, რომელიც გვეტყვის რომ უნდა შევძვრეთ მაგიდის ქვეშ, მუცლით ვიხოხოთ იატაკზე (და იქვე განმარტავს რომ სასურველია იატაკი იყოს "ლამინირებული"), სუფრაზე დავდოთ ვაშლი ნიშნად სამოთხის ვაშლისა და შეძლებისდაგვარად გამოვიცვალოთ კანი - რადგან 2013 გველის წელია და გველს უყვარს კანის გამოცვლა (ვგიჟდები ჰოროსკოპებზე)
- და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის აღსასრულად 2012-ის ახალი წლის ღამე არ სახელდებოდა, იქნება უამრავი "ხუმრობიან-სმაილებიანი" მაგრამ გულის სიღრმეში "გადავრჩით მგონი ამის დედავატირე" შინაარსის მატარებელი სტატუსი.
- ჰეჰ.... ახლა გამახსენდა... ოცნების ქალაქის ნაცვლად, ააააააუცილებლად იქნება "სლიოგკიმ პარომ". ნუ პრინციპში ეგ ისედაც იყო. ანუ უბრალოდ "ოცნების ქალაქი" აღარ იქნება.
- რიყეზე შაკირას კონცერტისა და თავისუფლებაზე ნაძვისხედ ქცეულ წმინდა გიორგის ქვემოთ, ნასვამი "ფეისების" და მათი დრომოჭმული ხუმრობების ნაცვლად (თუ მართლა წარსულში გვაბრუნებს) იმღერებს ალა პუგაჩოვა... რაღა თქმა უნდა დუეტში ბერასთან ერთად.
დასასრულს კი მაინც ჩემს რამდენიმე მეგობარზე მეფიქრება და მათი გულის მოსაგებად ერთსაც ვიტყვი - აივნებიდან ფეერვერკების გარდა, ქურდები ("ბეეევრი ქურები" რადგან მთავრობა კონსტიტუციურად გაამარტივებს ქურდად კურთხევის პროცედურას და გარდა ახალი იუსტიციის სახლებისა, ID ბარათს და Online რეგისტრაციას გამოიყენებს) ისვრიან ავტომატებს და შეგვახსენებენ კარგად მონატრებული კალაშნიკოვის კაკანს. უბანში კი "ობშიაკში" აკრეფილი ფულით გაიშლება სუფრა, იქნება გრიალი და მოლხენა _ როგორც ადრე, ძველი და კეთილი სსრკს დროს.
ხო და რა შუაში იყო ახალი წელი? ეგრეა ძმაოო, ახლა უნდა დაწერო ამაზე თორე მერე გვიანი იქნება _ ძველი ქართული სიბრძნის არ იყოს "ავადმყოფი საწოლში უნდა მოი@ნას."
მთავარია, ახალი წელი იყოს ..
ReplyDeleteმე მიყვარს სლიოგკიმ პარომ :დ
ReplyDelete