Wednesday, October 10, 2012

დილის მენიუ

ჩაი ლიმნით, ტირამისუ, ბლითები
თუ ყავა რძით?!
თბილი კოცნა?!.. გეფერები თითებით...
და ყავარჯნით
გავუყვებით ჩვენს ძველ ბილიკს
სოფლის ძველი სახლიდან
ტილოსაფენიას იქით
შეგიყვარებ ახლიდან...

ჩაი ლიმნით, ტირამისუ, ბლითები თუ
ყავა რძით?!

5 comments:

  1. ტილოსაფენია - რა კარგი ენა გვაქვს, რამდენი კარგი სიტყვის გამოძერწვა შეიძლება

    ReplyDelete
  2. თეონა ეგ სიტყვა გამოძერწილია დიდი ხნის წინ, იმერეთში - ადგილია თურმე ასეთი. ჩემთვის ოდნავ ზღაპრული და მისტიური.

    იმედია ოდესმე ვიხილავ :)

    ReplyDelete
  3. ანუ კონკრეტულ ადგილს ქვია. მე წარმომიდგა როგორც ზღურბლი. რა საინტერესოა, ასეთი ძნელია იქ მისვლა თუ სურვილი არ არის საკმარისად ძლიერი?

    ReplyDelete
    Replies
    1. სურვილი საკმარისზე მეტია :)

      Delete
    2. მაშ რა გიშლის ხელს?

      Delete