გავიყოთ
ვამპირებად და მაქციებად
ქალებად და კაცებად
და ვითამაშოთ ომობანა
მოვიმარჯვოთ ხის იარაღები
მოვხატოთ ფერადი პეპლებით სამხედრო შტაბები
და გავამაგროთ პოზიციები
გავიყოთ
სხეულებად და ანტისხეულებად
გეებად და ჰომოფობებად
ჩვეულებრივებად და განსხვავებულებად
გავიყოთ
ქრომოსომებად, უჯრედებად,
პრიზმაში დაშლილ ფერებად,
კეთილებად და ბოროტებად
გავიყოთ
აიფოუნებად და ანდროიდებად,
ჯავისტებად და სიშარპისტებად,
ვინდოუსისტებად და ლინუქსისტებად
ამოვიღოთ ხმა, ნუ შევეგუებით
როგორ ჭამენ ვამპირები მაქციებს
როგორ ჟიმავენ კაცები ქალებს
როგორ სვამენ ქალები კაცების სისხლს
როგორ შურთ ეფლის მულტიტაჩის
კლავიატურის ამარა დარჩენილებს
სანამ დიფუზია მოგვიცავს ყველას
სანამ ყველანი დავუბრუნდებით პირვანდელ სახეს და
სანამ მორიგი სენსაცია შეძრავს მსოფლიოს...
სულერთია ვინებად და ვინებად
ოღონდ გავიყოთ
"Twilight"-ი წაიკითხე? :)
ReplyDeletevasasi
ReplyDelete:)))))
არა :)))
ჩვეული იუმორით, ჩვეული განწყობით.. ისევ სახალისოდ, მაგრამ მაინც მეორედ ვკითხულობ.. :)))
ReplyDeleteაუჰ,რა სიმღერაა..
ReplyDeleteბავშვობა გამახსენდა..:))
უჰ რა "გაბრაზებულგულზე" დაწერილი ლექსია. :)
ReplyDeletemasin maqciebi secamen vampirebs , magram gakopa mainc aucilebelia ))) momcons es : x
ReplyDelete