Friday, March 30, 2012

ბავშვობაში მეგონა

კატიეს (კატიეა თუ კაწიე ეს გოგო ვერ დავადგინე, მარა ეგ არაფერი) საიტზე ვიპოვე პოსტი, რომელიც თურმე ალავერდს არის დვორსკისთან, მაგრამ საერთოდაც დოდკას წამოუწყია.

(იშშშ, რა ბლოგერული დასაწყისი იყო)

ხო და მეც მომეწონა... მეც რა, მასწ, რა...მეც რა...

  • ბავშვობაში მაინტერესებდა, ბაკურიანში რომ მივდიოდი, რატომ იყო ჯერ დიდი გვირაბი და მერე პატარა და უკან რო ვბრუნდებოდი - პირიქით!

  • ვინ იყო თემური. როგორ მოახერხა პირველყოფილი ხალხის დამორჩილება, რათა შეექმნა საკუთარი _ პირველყოფილური თემური წყობილება! (მართლა მაინტერესებდა).  ამასთან ვერ ვხვდებოდი, რატომ არ იყოს "თემურის წყობილება", რა ედო საფუძვლად არასწორ ფორმას.

  • რატომ არ გვაზიანებდა რადიოს და ტელევიზორის ტალღები, რომელიც წესით ჩვენს სხეულში გადიოდა

  • რა ფუნქცია ქონდა ანტენაზე მიმაგრებულ მომრგვალებულ კაბელს, რომელსაც მგონი "დირექტორს" ეძახდა მამაჩემი. (ანტენების გასწორება შეძახილით "მოჩანს? კაია!" - კლასიკაა)

  • სამტრედიაში თუ ვინმე ყოფილხართ, გემახსოვრებათ (ა ლა ეიფელ) რკინის დაჟანგური კოშკურა, რომლითაც ამჟამათ ტელემაუწყებლობა, ხოლო თავის დროზე მილიციის რადიოსიხშირეები ვრცელდებოდა. ბაბუაჩემმა კი ამიხსნა, რომ ანძაზე მიმაგრებული ცილინდრებიდან, ყველას აკვირდებიან ქალაქში. ხო და მეც კარგახანი მჯეროდა რომ კონტროლის ქვეშ ვყავდი, ქალაქის მილიციას.


ბავშვობაში მჯეროდა რომ აუცილებლად გავხდებოდი წარმატებული ბიზნესმენი.  პრინციპში ამის დღემდე მჯერა :)

6 comments:

  1. მთავარია, რომ ბოლო პუნქტის გჯერა. :)

    ReplyDelete
  2. vasasi
    დიდი ამბავი ახლა, ბოლო პუნქტის თუ მჯერა...აი ის დირექტორი რად უნდოდა ანტენას ეგ მაინც ვერ გავიგე :)

    ReplyDelete
  3. :)
    ეგ რა არის, ნახე, მე როგორ მიჭირდა ბავშვობაში.. :D

    http://www.vasassi.com/2009/08/blog-post_20.html

    ReplyDelete
  4. ისე, მე დღემდე მჯერა, რომ აპრილში მაინც, მე, შენ, ვასასი და ჩემი ორი მეგობარი დავჯდებით და ერთად დავლევთ ჩაის!.. :) (აი, ძალიან მჯერა და სანამ არჩევნები მოვიდა ნუ გამიცრუებთ იმედებს... :))) მერე ჯანდაბას.. :)))

    ReplyDelete
  5. @გიო Li: უი, ჩვენ დასალევი გვაქვს ეგ ჩაი.. რამდენი ხანი გავიდა/.. :ს

    ლაშას ამოვიტყუებთ, აგერ, ჩემი და დათიკოს მეზობლად გაუხსნია ოფისი.. :))

    ReplyDelete
  6. უი, უი.. რა მაგარია.. :)) დღეს პირველად გამიხარდა რაღაც.. :))

    ReplyDelete