Friday, March 16, 2012

3:0

უცნაურია და ცოტა ბავშვურია
ქაღალდის თვითმფრინავივით ჰაერში გაშვებული
თავიდან ფეხებამდე თითქოს გავიჟღინთე _
შენი სათვალე და თმები დაშვებული

სამი საყურე და ერთი მოგონება
ყავის შავ მარცვლებს და ღიმილს დაგიფქვავდი
შურით გამოგჭამეს მზერა გოგოებმა
მაგრამ მე შენს გარდა, ვერც ერთს აღვიქვამდი

თითქოს ცით ნაქსოვი ტანზე პულოვერი
შენი თბილი სუნთქვა, ყელთან გაყუჩული
ალბათ სულ შემთხვევით შეხსნილ საკინძედან
მოჩანს მკერდი ზღვაზე ურცხვად გარუჯული

უცნაურია და ცოტა ბავშვურია
ქაღალდის თვითმფრინავივით ჰაერში გაშვებული
თავიდან ფეხებამდე შენით გავიჟღინთე _
მრგვალი სათვალე და თმები დაშვებული

No comments:

Post a Comment