Monday, March 26, 2012

კაცური ლოგიკა

- დეა, შენი მანქანა რამდენს წვავს?
- 100 ლარის ბენზინი თვეში, თავზე გადამდის



თქვენ არ იცით რა სიმშვედეა უფეისბუქოთ. ესეც არ ვიკმარე და ტელევიზორიც გავაგდე დაუნდობლად სახლიდან. სადღაც ყურმოკრული ექო თუ შემოაღწევს ხოლმე ჩემი თავის ოპერაციულ სისტემაში.



არ მინდა თემა დავტვირთო, მოვყვე რომ არსებობს თითიდან გამოწოვილი თემები, მოძრაობები ოზონის შრის და პანდების დასაცავად. ის, რომ ეს ბიზნესი და ცალკე ინდუსტრიაა, რომ უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე და ა.შ.

თუ გინდა რომ დედამიწაზე გაჩდნენ "ენტეროფობები", დაიწყე იმ ადამიანების დაცვა, რომლებიც კლავიატურაზე "ენტერ" ღილაკს ვერ ეგუებიან. მერე რა რომ არც ენტერომანები არსებობს და არც ენტეროფილები - თქვენ დაცვა დაიწყეთ და ისინიც მალე გამოჩნდებიან.




ყველა ქალი ბოზია, მაპატიე დედა. ყველა კაცი კი ბანჯგვლიანი და მატყუარა. სიტყვა "სტერეოტიპი" კი მოდური აქსესუარივით საჭირო და აუცილებელი. მიმოიხედეთ _ სავსეა თბილისი დაჩაგრული ქალებით.



Женская логика — это пиздец мужской психике!


პირადად მე სულ არ მაწუხებს ის ფაქტი, რომ არ შემიძლია ერთდროულად მოვამზადო საჭმელი, ვისაუბრო ტელეფონზე და ვუყურო ტელევიზორს. ჩემი მეგობარი გოგოების უმეტესობას კი ეს მშვენივრად გამოსდის. მე ვერც იმაში ვხედავ პრობლემას რომ ფიზიოლოგიურ-ფსიქოლოგიური სხვაობების გამო, ქალებს და მამაკაცებს აზროვნების განსხვავებული სისტემები (არ ვამბობ ცუდი ან კარგი - უბრალოდ განსხვავებული) გააჩნდეთ.

დღეს ძალიან მოვინდომე გამეგო ფემინისტების. წარმოვიდგინე რომ კაცები სუსტი და დაუცველი არსებები ვართ, ხშირ შემთხვევაში ცოლის ხელფასზე და ფინანსურ მდგომარეობაზე დამოკიდებული, რომლებსაც "კაცო, კოლგოტკი გამხადე" და "ბავშვი სკოლიდან გამოიყვანე" ფრაზები არ აკლია ნაწამებ ცხოვრების გზაზე (რაღა დაგიმალოთ და "დაჩაგრულ-დისკრიმინირებულ" ქალებს და გოგოებს არა თუ ვიცნობ, ყურმოკვრითაც კი არ მსმენია ვინმე კონკრეტული ჩემს ირგვლივ).



მერე წარმოვიდგინე, რომ "კაცი უნდა იყოს ქუხნაში" და "ოთხვთვიანი დეკრეტი" არ იკმარეს _ გააკეთეს სრულიად ამაზრზენი გადაცემა, სადაც ვიღაც სიმპატიური ბიჭები გამოყავთ, რომლთა IQ უსასრულოდ მიისწრაფვის ნულისაკენ. ნუ, პრაქტიკულად "კანტროლკა" გვესროლეს საწყალ კაცებს.

ყოველივე ამის შემდეგ, ნუთუ არ გამიჩნდებოდა პროტესტი. ნუთუ კიდევ ერთხელ არ ვიგრძნობდი თავს დაჩაგრულად. ნუთუ არ მომინდებოდა ხმამაღლა მეყვირა, რომ "ყველა კაცი ასეთი შტერი არაა"?



აი, რაღა დაგიმალოთ და მაგრად მეკიდებოდა. თუ ვინმემ გადაწყვიტა თავისი ინტელექტი თუ უინტელექტობა ფართო მასებს გააცნოს, მოცემულ ფაქტს საკუთარ სქესთან ვერანაირად გავუკეთებდი იდენტიფიცირებას.





გავიყოთ ვამპირებად და მაქციებად, ქალებად და კაცებად და ვითამაშოთ ომობანა
(ნაწყვეტი ლექსიდან, რომელიც ჯერ არ დამიწერია)




ამასთან, გულახდილად უნდა ვთქვა რომ ძალიან მომწონს ამ გადაცემის უკრაინული ვერსია (ქართული მართლა არ მინახავს, აკი გითხარით ტელევოზორი მივაბრძანე ოჯახიდანმეთქი). მომწონს, როგორ ხალისობენ მამაკაცები და ქალები. მომწონს, რომ უკრაინაში ამ გადაცემისგან ეროვნული ტრაგედია არ შექმნეს. მომწონს, რომ ზოგი ქალი ამაყობს იმით რომ არ იცის რას ნიშნავს "ეკვილიბრისტიკა" მაგრამ აქვს მაგარი ძუძუები, ისევე როგორც ბევრ მამაკაცს არ შეუძლია შვიდის ექვსზე გამრავლება, მაგრამ თავს გამოყვანილი და მკვრივი კუნთებით იწონებს (у всех есть чем гордится).



როდესაც რელიგიურ თანასწორობაზეა საუბარი, ლიბერალები მომარჯვებული ფრაზებით ხმალაობენ - "როგორ უნდა დაგაკარგინოს რელიგია, ერთმა მეჩეთმა ან რომელიმე კანონმაო". მაშინ აქვე ვიკითხავ - როგორ უნდა დაამკვიდროს რაიმე სტერეოტიპი ერთმა სულელურმა გადაცემამ?

და თუ მაინც და მაინც, სულელი კაცების მეტი რა არის - გავაკეთოთ ერთი გადაცემა "კაცების ლოგიკა" _ მაგრამ ვაგლახ რომ თანასწორობას მაინც ვერ აღვადგენთ და ამჯერად კაცები აღმოჩნდებიან "დისკრიმინირებულნი" (რა სიტყვა დავდე :) ) რადგან კაცები ერთმანეთში მხოლოდ კონკურენტებს ხედავენ, ბალანს კი უხეშად დაარღვევდა კდემამოსილადთავგამოდებული "ქალური სოლიდარობა".


P.S. და მაინც - ბნელა, ძალიან ბნელა საქართველოში. სანამ ქართველი კაცები, ქართველი ქალების "მო@#ვნას" არ გადავეჩვევით, არ-ა-ფე-რი ჩვენ არ გვეშველება!

14 comments:

  1. "დღეს ძალიან მოვინდომე გამეგო ფემინისტების. წარმოვიდგინე რომ კაცები სუსტი და დაუცველი არსებები ვართ, ხშირ შემთხვევაში ცოლის ხელფასზე და ფინანსურ მდგომარეობაზე დამოკიდებული, რომლებსაც “კაცო, კოლგოტკი გამხადე” და “ბავშვი სკოლიდან გამოიყვანე” ფრაზები არ აკლია ნაწამებ ცხოვრების გზაზე (რაღა დაგიმალოთ და “დაჩაგრულ-დისკრიმინირებულ” ქალებს და გოგოებს არა თუ ვიცნობ, ყურმოკვრითაც კი არ მსმენია ვინმე კონკრეტულზე ჩემს ირგვლივ).
    არასწორად გესმის ფემინიზმი ))) ქართული ვერსია ამ გადაცემის რომ არ გინახავს,აშკარად იგრძნობა პოსტიდან(რომ გენახა,არ "გეკიდებოდა მაგრად" :).ნუ ეხლა საკუთარი ნერვული სისტემის დაზოგვის მიზნით,რომ არ უყურებ ქართულ გადაცემებს ეგ კარგია. ბოლო წინადადებას რაც შეეხება,გაოცებულ გაკვირვებული ვარ.გახარებულიც რაკი შენ არ იცნობ და არ გსმენია"დაჩაგრულ-დისკრიმინირებული"ქალების შესახებ.მაგრამ მერწმუნე რომ ბევრი ქალბატონის უფლებები ირღვევა დღეს საქართველოში.მე მსმენია და ვიცნობ კიდევაც რამოდენიმეს.ეს გადაცემა კი არ ამკვიდრებს რაიმე სტერეოტიპს, ამყარებს, ა მ ყ ა რ ე ბ ს უკვე არსებულს!

    ReplyDelete
  2. Lana
    ჩემი მეზობელი თავის ქმარს უყვირის და რამდენჯერმე სახლშიც არ შეუშვა. ირღვევა მისი უფლებები? :)
    დავიცვათ კაცთა უფლებები! :))

    არა, ვერ დაგერწმუნები ასე სიტყვაზე. ეგაა სწორედ სტერეოტიპი რომ "დამერწმუნე ბევრის უფლებები ირღვევა"... კონკრეტული მაგალითები, სახელი და გვარი და რასი გამოიხატება მათი უფლებების დარღვევა - აი მაშინ მოვდივარ დროშით ხელში!

    (და არავინ არ თქვას, ვინმე სამსახურში დაიბლოკა იმის გამო რომ ქალი იყო - კარგი კადრი, კარგი კადრია და ის ყველას ჭირდება. ჩემი პირველი მენეჯერი ქალი იყო და ერთერთი ყველაზე კარგი მენეჯერი :) )

    ReplyDelete
  3. '' P.S. და მაინც – ბნელა, ძალიან ბნელა საქართველოში. სანამ ქართველი კაცები, ქართველი ქალების “მო@#ვნას” არ გადავეჩვევით, არ-ა-ფე-რი ჩვენ არ გვეშველება! ''

    :)))))))) lol მაინც და მაინც სკამი უნდა დამარტყა ფიქრობ რომ უფლებები შემილახო? თუნდაც ეხლა ქალთა უფლებები არ დაირღვა?
    ჯერ ერთი ''მო@#ვნა”- ო აღნიშნე და იმასაც უნდა გადაეჩვიოთო თურმე, გვა-მად-ლით :))) ( მეტის ღირსები ვართ, აი ევროპელი (უღიპო) ტიპები რომ გვთავაზობენ ურთიერთობას, ქართულ უარს რომ ვამბობთ და თავის ფასი არ ვიცით მაგის ბრალია :) ) PS სექსი მაინც გეთქვა ))

    რა გაქვთ საშველი ? :) ქართველი გოგოები გაგდებულები გყავთ , სულ უკმაყოფილოები ხართ, არ აფასებთ სულ სხვას ადარებთ (ამბობთ რომ აი უკრაინელს ან რუს ვინემს რა აზრი აქვს მაგარი ძუძუები აქვს , ტრაკი, ფეხი და აშ )
    ე ბიჭო , ეგ ჩევნც გვაქვს , სექსიც მოგვწონს, ვიცით მაგრამ 1-ით მეტი გვაქვს კიდევ რაღაც რაც მნიშვნელოვანია და ნუ გინდათ რომ დავემსგავსოთ მასას ( მსოფლიო ქალთა ცარიელ ბრბოს) , აი ესე

    PS რა კარგი იქნბეა ესეთი თვითშეფასება ქართველ გოგოებს ზოგადად, რომ ქონდეთ :)

    ReplyDelete
  4. PPSS სულ ვამბობდი ამ ''კაცური ლოგიკის'' არ მესმისო, და მართალია ვერაფერი გავიგე რისი თქმა გინდოდა, რა ''გაწუხებს'' , და რადგან მაინც განსხვავებულები ვართ რაც აზრად მომივიდა მეც ის დავწერე

    ReplyDelete
  5. lasharela
    არ ვამბობ რომ მხოლოდ ქალის უფლებები ირღვევა(პოსტი გადაცემა"ქალურ ლოგიკას" ეხება)ან ქალის უფლებებს მამაკაცები არღვევენ მხოლოდ,სამწუხაროდ თვითდისკრიმინაციით დაკავებული ბევრი ქალბატონი მინახავს.
    გეთანხმები ბევრი წარმატებული,პროფესიონალ ქალს მოუხდენია თავის რეალიზება სხვადასხვა სფეროში,მაგრამ ქალის დისკრიმინაციის შემთხვევები(ხშირად სქესის,ასაკის მიხედვით)უფრო ხშირია ჩვენს ქვეყანაში ვიდრე მამაკაცების.
    კი ბატონო მამაკაციც არის ხშირად ძალადობის მსხვერპლი,ისევე როგორც თქვენი მეზობელი(სიტყვაზე გენდე:) .) და მათი უფლებებიც უნდა იყოს დაცული.
    მაგალითები ძალიან ბევრია,საკუთარი ყურით მოსმენილ ნანახი.

    ReplyDelete
  6. ღიმილაკო
    მე მაწუხებს აზაბოჩენი ან არასრულფასოვნების კომპლექსის მქონე ქალები, რომლებიც თითიდან გამოწოვილ ყ@ეობაში - ფემინისტობაში სუბლიმირებენ.

    ბოლო მინაწერში რომ იუმორი ვერ დაინახე და 3 აბზაციანი რეჩი მოარტყუ ეგეც უკვე საკმარისია ანალიზისთვის :)

    ისე ტურაშვილი გამახსენდა - ქართველი გოგოები ხო სექს ცალმხრივ აქტად აღიქვამენ :) ვითომ მათ არ უსწორდებოდეთო :)

    (ხო, უკრაინელი გოგოები უფრო მომწონს და სტერეოტიპებს შეეშვით - უბრალოდ კარგ ვიდზე არიან და ხასიათიც მპუუუუუაჰ )

    თქმა იმის მინდოდა რომ თუ ვინმეს ინტელექტი არ ყოფნის, თან იმდენად რომ თავისი უინტელექტობა ტელევიზიით გადმოაფინოს, ჩემი აქტივობა და ყვირლი რო "არიქა გვჩაგრავენ ქალებსო" სისულელეა.

    მე რო იგივე მდგომარეობაში ვყოფილიყავი დავიკიდებდი. რადგან არ მწამს სუსტი ქალის ან ძლიერი მამაკაცის - მწამს სუსტი და ძლიერი ადამიანების (ეს ფრაზა შეგიძლიათ ამოიწეროთ :) )

    ReplyDelete
  7. "არ მწამს სუსტი ქალის ან ძლიერი მამაკაცის – მწამს სუსტი და ძლიერი ადამიანების"-ჩავიწერე უკვე ჩემს "ბლოკნოტში". ) :)

    ReplyDelete
  8. მე საერთოდ არ მაქვს ტელევიზორი რამოდენიმე თვეა და ავღნიშნე კიდეც ვერ ვხვდები რისი თქმა გინდაო :)) ცოტა იუმორიც უნდა გეგრძნო :(((

    ბოლო ''საზეპირო'' აბზაცზე კი ...
    კონსტანტინე გამახსენდა:
    ''"ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამქვეყნად, ამიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ".

    მაგრამ იცი რა ? გზა რომლის გავლითაც ადამიანი ფორმირდება როგორც ძლიერი პიროვნება ქალსაც შეუძლია გაიაროს და კაცსაც, მაგრამ გზადაგზა გევრდითი მოვლენებივით ჩნდება გარკვეული თვისებები, რომელიც მამაკაცს რაც უფრო მკვეთრად აქვს ( ან ეტყობა) უკეთესია, უფრო მიმზიდველსაც კი ხდის და ქალს კი ხშირ შემთხვევაში ამსგავსებს ''დაღრენილ მონსტრს'' :) ( როგროც კონსტანტინემ აღნიშნა)

    ქალი ქალია, და არ მესმის როცა ეჯიბრებიან კაცებს ( არც კაცების ქალს რომ კონკურენტად აღიქვავენ) ან პატივისცემას მოითხოვენ და აშ ალბათ გარკვეული კომპლექსების ბრალია , 2 სხვადასხვა სამყაროა IMHO :))

    ReplyDelete
  9. ყველა ქალი ბოზია, მაპატიე დედა-რა ნაცნობი ფრაზაა ...

    “ეკვილიბრისტიკა”-უნდა დავგუგლო :))))))

    ReplyDelete
  10. თვით დეაApril 14, 2012 at 7:29 AM

    comment? no comment... :D :D

    რაღა დაგიმალოთ და “დაჩაგრულ-დისკრიმინირებულ” ქალებს და გოგოებს არა თუ ვიცნობ, ყურმოკვრითაც კი არ მსმენია ვინმე კონკრეტული ჩემს ირგვლივ.
    ლაშას ლოგიკა = რაც არ უნახავს, ის არ არსებობს? :))

    ReplyDelete
  11. ჩემო საყვარლებო, ჯერ კიდევ შუშანიკის დროს არ ჭამდნენ დედანი და მამანი პურს ერთად, ანუ არ იზვნენ თანასწორნი და ვერც გახდებიან. ჩემი ევროპელი ქმარი, რომელსაც ღიპიც აქვს და მოთხოვნებიც ცოლის მიმართ ასე პასუხობს ხოლმე ფემინისტებს ” ქალს და კაცს შორის როგორ არ არის განსხვავება, აი გუშინაც ვადე ფეხმძიმედ დავრჩენილიზავი და არ გამომივიდა” . მარტო ორი ადამიანის, თუნდაც ცოლ ქმრის ურთიერთობა რომ ავიღოთ ორივე ვარღვევთ ხოლმე ერთმანეთის უფლებებს და სტერეოტიპულად ვებზრობით ერთმანეთს. მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ სულ არ მაწუხებს რომ ჩემი გერმანელი ქმრისთვის საჭმელი მაქვს გასაკეთებელი ან პერანგი გასაუთავებელი და ნასკიც გამიხდია მისთვის როცა დასძინებია, ამაში ვერ ვხედავ ქალის დისკრიმინაციას, მაგრამ საშინლად ვბრაზდები როდესაც არ მისმენს და კამათისას სიტყვას მაწზვეტინებს. საათობით ვკამათობთ ხოლმე მსოფლიოს, ევროპის თუ საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიუხედავად ძალზე განსხვავებული ფესვებისა, ერთს ვხვდებით ორივენი, ადამიანი თვითონ აკეთებს საკუთარი თავის დისკრიმინირებას, ქალიც და კაციც, თეთრიც შავიც, მუსულმანიც, იაღოველიც და ა.შ. ფემინიზმის წინააღმდეგი ვარ, იმიტომ რომ ევროპაში და კონკრეტულად გერმანიაში ფემინიზმმა მეორე უკიდურესობას მიაღწია, ჩვენ ყველანი უნიკალურები ვართ ქალიც და კაციც გვაქვს დანსხვავებული ნიჭები და უნარები, ფიზიოლოგიურ განსხვავებაზე რომ არ ვისაუბროთ. მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ დისკრიმინაციის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი რეცეპტი არსებობს, ადამიანის პატივისცემა, მიუხედავად სქესისა, კანის ფერისა, რელიგიისა და ნაციონალობისა. მიიღეთ სხვები ისეთები როგორებიც არიან .

    ReplyDelete
  12. @
    Sali

    ღმერთო ჩემო, რამდენი ადამიანი კითხულობს ჩემს ბლოგს :)

    ReplyDelete
  13. თვით დეა says

    ლაშას ლოგიკა უდრის, ათასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობს. განსაკუთრებით თუ ეს გაგონილი ძალიან არალოგიკურად და თითიდან გამოწოვილად ჟღერს :) :*

    ReplyDelete
  14. ძალიან ვიხალისე :)))
    სანამ ქართველი კაცები, ქართველი ქალების “მო@#ვნას” არ გადაეჩვევით(თუ გადაჩვეული არ ხართ), მანამდე თავს ვუშველით და საქართველოს საზღვრებს გავცდებით :))))

    ReplyDelete