Sunday, March 18, 2012

დახლი სონის მაღაზიასთან

девушки, если у вас нет страшной подруги, задумайтесь...возможно, страшная подруга - это вы..


დიდი კი არაფერი, მაგრამ სანამ დამვიწყებია დავწერ. ის რომ ლამაზი-მახინჯი დაქალის კომბინაცია კლასიკაა, როგორც კარგი და ცუდი პოლიციელი, ისეთივე ფაქტია როგორც მართკუთხა სამკუთხედში ჰიპოტენუზის კვადრატი, რომ არის კათეტების კვადრატების ჯამის ტოლი (აქ, მიზანმიმართულად ჩამოვაცილე პოსტს ქერათმიანები).

ლოგიკას თუ მივყვებით ლამაზ დაქალს აწყობს მახინჯი _ ფონზე გამოკვეთილად მოჩანს. მაგრამ რაში უნდა აწყობდეს მახინჯს ლამაზი? გსმენიათ ყვავილებზე, რომლებიც ლამაზი ყვავილების გვერდით იდებენ ბინას, რათა მწერებმა ისინიც დამტვერონ?

ეს იგივეა, Sony-ს მაღაზიის გვერდით რომ აიღო დახლი, სადაც იაფფასიან "Sanayo"-ს ყიდი _ გაცილებით მეტი შანსია, მყიდველმა რომელსაც სონიზე ფული არ ეყო, შენსკენ შემოირბინოს და იყიდოს ოცნების Made in chine.

მოკლედ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი დიდი ხნის წინ აღმოჩენილ მარტივ ჭეშმარიტებაში _ სამყარო კანონზომიერია.

... და რომელი დაქალი ხარ შენ? :)

17 comments:

  1. მე არ მყავს მახინჯი დაქალები :მო:

    ReplyDelete
  2. დაქალები არ მყავს. ორიოდე წარუმატებელი მცდელობა ადრეული თინეიჯერობიდან და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ბიჭებთან ძმაკაცობა უფრო უსაფრთხოა ჩემი ჯანმრთელობისთვის.
    მეგობრები მყავს(აქედან 2-3-ია მხოლოდ გოგო) და შინაარსობრივად და პრინციპულად სცილდება "მეგობრის" დეფინიცია "დაქალს".

    მახინჯი დაქალის მოტივაცია ისაა, რომ ვინმეს ჭირდებოდეს და ვინმეთი იმარიაჟოს, როგორც დედებს უხარიათ, როცა მათი შვილები ფორტეპიანოზე უკრავენ და სუბლიმირდებიან მათში, რადგან თვითონ ვერ მოახერხეს, დაკვრა ესწავლათ.

    ReplyDelete
  3. ჩკვიანურია, რაზე აღარ ფიქრობთ მაინც ეს ბიჭები?
    ეხლა გამახსენდა, ჯენიფერ ენისტონი გვინეტის უახლოესი მეგობრაი იყო , 2 ჯერ როცა პიტი და პელტროუ აპირებდნენ ჩუმად დაქორწინებას ეხლა რად გინდაო ურჩია, მერეო და მერე დარჩა პიტი თვითონ.

    ამ ლოგიკით, ლამაზი ქალისთვის სახიფათოა საერთოდ ქალთან მეგობრობა ...
    ბიჭთან დიდავ ვერ გამოდის, ბიჭი მაინც ბიჭია როდის გაიღვიძებს კაცი ვერ გაიგებ.

    და რა ქნას ქალმა თუ ლამაზია? გამოსავალი გექნება პასუხი :)

    ReplyDelete
  4. "ბიჭთან დიდად ვერ გამოდის, ბიჭი მაინც ბიჭია როდის გაიღვიძებს კაცი ვერ გაიგებ" - წლის ფრაზა :დ

    იცით, ჩემს მეგობარ ბიჭში წუხელ კაცმა გაიღვიძა :დ

    ReplyDelete
  5. LOL წავიკითხე შენი კომენტარი: ''დავრწმუნდი, რომ ბიჭებთან ძმაკაცობა უფრო უსაფრთხოა ჩემი ჯანმრთელობისთვის''-ო.

    ცოტა ჟარგონით გიპასუხებ: შენი რომელიმე ძმაკაცი ერთხელ ,რომ დათვრება და ღამე ქალებში გაყოლას გთხოვს ''ძმურად'' ან უბრალოდ შარზე იქნება და გაგიფენს , ჯანმრთელობა შეგერყევა და მერე გაიხსენე ჩემი წლის ფრაზა :))

    ReplyDelete
  6. სადღაც სხვაგან ხარ ხო? :დ
    ბიჭებთან ძმაკაცობა ავტომატურად ნიშნავს, რომ ძუძუები ჩამიბრუნდება და კუტუ გამეზრდება? :დ
    "ძმურად" შემიძლია გავყვე ნაშებში, სანთელი დავუჭირო :)))
    გაფენით ვერ გამიფენს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ზოგადად არ ვმეგობრობ იმ კატეგორიასთან, ვინც სიმთვრალეში ერთმანეთს "გაიფენს" და მეორე დღეს ძმაკაცობენ. რომ "გამიფენს" ამის რისკი გოგოებთან უფრო არის (შენიშვნა: აუცილებელი არ არის, ყველაფერი "ბუკვალურად" გავიგოთ. ავტ. )

    ReplyDelete
  7. "მაგრამ რაში უნდა აწყობდეს მახინჯს ლამაზი? "აწყობს არ აწყობს,რა ცუდია,რომ გოგონების "მეგობრობა"ეგრე ესმის ადამიანების რაღაც ნაწილს,ის,რომ შური და მსგავსი საშინელებები გოგონების ურთიერთობას უფრო ხშირად ახლავს ვიდრე ბიჭების,ეგ მართალია,მაგრამ მაინც ვფიქრობ,რომ არსებობენ გოგონები,რომლებსაც შეუძლიათ უბრალოდ იმეგობრონ.
    :) რას ამბობ ვერ გავიგე,ანუ არ შეიძლება გოგომ იმეგობროს ბიჭთან?შენ რომელს მიეკუთვნები,"გამფენებს"?An' ს ვეთანხმები,ბევრდა ადვილია ბიჭთან ურთიერთობა,ვიდრე დაბოღმილ გოგოსთან,თუმცა კაეტეგორიულად არა სექსისტური სტერეოტიპებით "დახუნძლულ"ბიჭთან.(ასეთები მრავლად შემხვედრია სამწუხაროდ).

    ReplyDelete
  8. აი, ბუკვალ'ნო რომ წარმოგიდნგინე ძმურად სანთლით ხელშჲ da ძალიან ვიხალისე

    ხუმრობა იქით იყოს და ...
    ცხოვრების გამიმართლა , საოცარი მეგობარი გოგოები მყავს, რომ არა ისინი დღეს ის არ ვიქნებოდი ვინც ვარ, არადა არც მე ვარ მახინჯი და არც ისინი :))) ნამდვილი მეგობრობა ან ნიჭია ან უნარი რაც ალბათ ყველას არ აქვს.

    ადრე მეგონა მყავდა მეგობარი ბიჭები ეხლა , მარტო რამოდენიმე გოგო მყავს და არცერთი ბიჭჲ, რატომ არ დავფიქრებულვარ ...

    ლაშა სად ხარ? :)

    გვითხარი შეუძლია კაცს მეგობრობა ქალთან? და თუ კი რა შემთხვევაში, თუ განხილვა არის ესეც მიმოიხილე და საინტერესო იქნება, თორემ ვლაპარაკობთ 2 დღეა ეს გოგოები და 1 აზრი გამიჩნდა, გოგოებს ურჩევნიათ კალებძე ცუდი ილაპარაკონ და იმეგობრონ ბიჭებთან, ალბათ იმიტომ, რომ ინტიმი აკლიათ, სიახლოვე , სითბო და ამას აკომპესირებენ მეგობრობით ... რავიცი :)) შეიძლება სისულელეა მაგრამ ეხლა მომივიდა თავში

    ReplyDelete
  9. სმაილ თქვენ გოგო ხართ?:):)

    ReplyDelete
  10. well.. მეგობარ ბიჭებთან ინტიმი და სითბო. would you like I will explain what's the difference between "just friend" and "friend with benefits"?! :)))

    1. მეგობრობა არ გამორიცხავს სექსს (დაახლოებით ისე, როგორც "გათხოვილობა" არ გამორიცხავს "შეყვარებულობას"
    2. ფორმულირება "შეუძლიათ თუ არა კაცებს ქალებთან მეგობრობა" ძალიან პრიმიტიული და, კარგ შემთხვევაში, ბავშვურია. რა არის შეუძლებელი იმაში, რომ საწინააღმდეგო სქესთან იმეგობრო. ყველა ქალი ყველა კაცში სექსუალურ ემოციებს არ იწვევს და რომც იწვევდეს, it;s absolutely OK, in my humble opinion.
    3. კაცების "ქალიჭამიებად" მონათვლა ან ძალიან თინეიჯერებს ჩვევიათ, ან ძალიან ლუზერ ქალებს, რომლებსაც რატომღაც არ გაუმართლათ ერთ ან რამდენიმე კაცთან და ფსევდო-ფემინისტურ სფიჩებს არტყამენ მერე მთელი ცხოვრება - მე ეჭვი მაქვს, რომ ქალბატონი სმაილი პირველ კატეგორიას მიეკუთვნება :))

    დამპალი კაცები, სექსის მეტი არაფერი არ უნდათ. რომ არ შეგვაცდინონ შორს უნდა დავიჭიროთ თავი მათგან :დ Rise and Shine

    ReplyDelete
  11. მომწონს სახელი სმაილ :)
    კი გოგო ვარ

    სიმრთლე გითხრა არ ვიცი რომელიმე კატეგორიას თუ მივეკუთვნები ...

    1). ჩემთვის მეგობარ ბიჭთან სექსი არ არის მისაღები , უნდა შემიყვარდეს როგორც მამაკაცი და მომინდეს მასთან ყოფნა (და ჯერ მეგობარი არ შემყვარებია :) ) საყვარელ მამაკაცთან ქალის ქცევები სხვა არის , თითქოს სხვა რაღაც ირთვება, იხსნება ( მე ესე ვარ ). მეგობარ ბიჭთან კი სხვანაირი.

    2).არ გამოვრიცხავ ქალის და კაცის მეგობრობას, სექსუალური იმპულსის გამოწვევა ნორმალურია :) უბრალოდ რამდენად ზომიერად შეძლებს კონტროლს ეგ სხვა საკითხია. PS ზოგ გოგოს მოსწონს პირიქით, რომ აგიჟებს მეგობარ ბიჭს და მე ეგ ქალის სისუსტეთ მიმაჩნია ( თითქოს ახლო დისტანციაზე გაქვს ძალა და სხვაზე ან მეტზე ვერ ქაჩავ :) )).

    PS და მაინც არ მომწონს როცა კაცს ქალზე უკეთეს მეგობრად მიიჩნევენ, როგორ ფიქრობთ თქვენ არ შეგიძლიათ მეგობრობა ? პირადად თქვენ, სხვები დაივიწყეთ. და რას ეძახით მეგობრობას?

    PPSS კაცი სხვა მოწყბის არის ქალი სხვა, მაგრამ მეგობრობა ეს არ არის გონებრივი შესაძლებლობა ეს სულიერი, შინაგანი მდგომარეობა არის, კაცებიც არიან ბოღმები და ქალებიც, უბრალოდ კაცისას ან ვერ გაიგებ ან როცა მიხვდები გვიანია, ქალები მაინც ვერ მალავენ ემოციებს

    ReplyDelete
  12. "უბრალოდ კაცისას ან ვერ გაიგებ ან როცა მიხვდები გვიანია,"სმაილ! მეგობარ ბიჭს ვერ აპატიეთ,რომ შეუყვარდით(ნუ კაი,არ არი ჩემი საქმე თქვენი პირადი ცხოვრება)ყველა შემთხვევაში ასე არ ხდება!
    An' ქალს თუ ერთ ან რამოდენიმე კაცთან არ გაუმართლა,არ ვფიქრობ,რომ ლუზერია! ყველა ბიჭი საზიზღარია და სანდო არ არის, ეგ სპიჩი ძაან გულისამრევია,მაგრამ ბევრი ბიჭისგან მომისმენია რომ, ქალი აუცილებლად კდემამოსილი,თავშეკავებული:დ(ამ თავისშეკავებაში რა ჯანდაბას გულისხმობენ არ ვიცი)და მთელი ბლა ბლა ბლა უნდა იყოს!ასეთ ტიპთან(მსგავსი ბევრია ქართველებში) ვერანაირ ურთიერთობას ვერ ააწყობ ბუნებრივია!

    ReplyDelete
  13. “უბრალოდ კაცისას ან ვერ გაიგებ ან როცა მიხვდები გვიანია,” - რატომღაც ორივემ აღნიშნეთ, რომ გოგოები უფრო უარყოფითები არინ ვიდრე ბიჭები და ეს ფრაზა ამ იდეის საპირისპიროდ ვთქვი.
    არ ვამბობ ქალები ანგელოზები ვართო, უბრალოდ ქალი უფრო ემოციურია და ბევრი რამე ეტყობა, კაცებს კი უფრო შეუძლიათ კონტროლი ემოციების, ბევრი რამის არ შემჩნევა, თუნდაც მეგობრობაში ან უბრალო ურთიერთობებში. think about it :)

    PS არ ვარ მამაკაცთმოძულე of course , არც ვაძაგებ : ) უბრალოდ ქალები და კაცები განსხვავებულები ვართ , თუნდაც ეხლა ბიჭმა პოსტი დაწერა მახინჯი-ლამაზის კომბინაციაზე და ჩვენ სად წავედით, ამბობენ კაცები ამდენს არ ფიქრობენო :) ამ დროს ყველა დიდი ფსიქოლოგი, მეცნიერი, ფილოსოფოსი კაცი , გაიგე ეხლა რაზე ფიქრობენ :)

    ReplyDelete
  14. და რას ფიქრობენ ურთიერთობებში

    ReplyDelete
  15. "კაცებს კი უფრო შეუძლიათ კონტროლი ემოციების, ბევრი რამის არ შემჩნევა"ეგრე თვითონ თვლიან,რომ შეუძლიათ კონტროლი,არადა როგორი შეასმჩნევია ხოლმე ეგ ემოციების თითქოს ვერ(არ)შემჩნევა:).
    არ მიფიქრია,რომ კაცთმოძულე ხარ.:)

    ReplyDelete
  16. გარკვეულწილად მართალი ხარ , მაგრამ მაინც უფრო გამოსდით ( მე 18-20 წლის ბიჭებს არ ვგულისხმობ, ასაკსაც აქვს მნიშვნელობა).

    სასიამოვნო იყო/არის თქვენთან საუბარი, kiss you სმაილი

    ReplyDelete