Saturday, December 31, 2011

ერთი უბრალო ამბავი

ახლა რომ ჩვეულებრივ პოსტს ვწერდი შევეცდებოდი საინტერესოდ დამესათაურებინა. მაგალითად "სამტრედია, სამტრედია..." - ჟღერს? მგონი კი :)



მაგრამ არა. ჩვეულებრივზე ჩვეულებრივად, მინდა მოგიყვეთ ერთი უბრალო ამბავი.

მიუხედავად უამრავი საქმისა, რატომღაც მოულოდნელად გადავწყვიტე, რომ ახალ წელს დედაჩემთან ერთად შევხვედროდი. დედაჩემმა თავის მხრივ გადაწყვიტა ახალი წელი დედამისთან, ანუ ჩემს ბებიასთან ერთად გაეტარებინა და სამტრედიაში წამოვიდა.

ჰო და მეც, წინა ღამით ფეისბუქს ძლივს მოწყვეტილი, დილის რვაზე მანქანაში აღმოვჩნდი სამტრედიისკენ მომავალი. გამიკვირდა, მაგრამ ტრასა ტრანსპორტით გადატვირთული არ იყო. გავიარეთ გორთან ახლადგახსნილი გვირაბი და (თვითნ არ ვიცი რატომ) მანქანის ყველა პასაჟირმა ინსტიქტურად დავიწყეთ გახსენება, როდის გახსნა ეს გვირაბი მიშამ _ რატომღაც ვერაფრით გავიხსენეთ :)

გზაში ფილოსფიურ მოძღვრებად დავიღვარე. მთელი გზა ვამტკიცებდი, თუ ადამიანისთვის კარგი გინდა დათვური სამსახური არ უნდა გაუწიო, ხელოვნურად არ უნდა შეუქმნა სასათბურე პირობები და შესაბამისად მისცე საშუალება თვითგადარჩენის ინსტიქტის წყალობით, კონცენტრიერბული და მოტივირებული განვითარდეს-მეთქი. დიდი ამბავი ახლა - ბიძინას თუ ეპატიება ორსაათიან ეთერში ფილოსოფოსად-ღვრად მე რით ვერ უნდა ავეტანე ოთხ ახლობელს ორას ოცდაათი კილომეტრის მანძილზე?

***
პოსტს ალაგალაგ ვწერ. პირველი გაჩერება დეიდაჩემის სახლი არის. ჩემი უსაყვარლესი გურული ბებიაც აქ არის. პირველი მაინც მისკენ გამიწია გულმა. თეთრი, ქათქათა თმებით. ოთახში შევედი თუ არა, "ჩემი ქათქათათმიანი ბებიამეთქი". მანაც არ დააყოვნა და ეგრევე რომელიღაც სიმღერა შემოსცხო ახალგაზრდობიდან, ჭაღარა თმებზე. სხვათა შორის ბებიაჩემმა უამრავი შაირი იცის. ზოგჯერ ისეთი რომ მეც კი ვიშმუშნები _ ადრე ვწითლდებოდი კიდეც :)

***
სანამ სახლში მოვიდოდით მეორე დიედასთან გავიარეთ. იქ ჩემი ძაღლია _ კოკი. კოკიზე აუცილებლად უნდა მოგიყვეთ. "მამიკუნა, ძალიან მინდა პუდელიი"... ასე იწყებოდა წერილი, რომცლიც ჩემმა დამ ოდესღაც მამას მიწერა. ახლა ჩემი და გათხოვილია, ყავს შვილი, დროებით სწავლობს ლონდონში. მამაჩემი გარდაცვლილია. დედაჩემი თბილისში. კოკი კიდევ მეორე დეიდასთან _ სამტრედიაში.

ჩვენს დანახვაზე გაგიჟდა.... ლამის აიწყვიტა. სახლში, ჩვენთან არასოდეს ყოფილა დაბმული. დეიდაჩემთან დაბმულია _ პატარა ეზოა, ეტყობა ეშინიათ სადმე არ წავიდეს.

არ დამცინოთ, მაგრამ ზუსტად ისე მიხარია მისი ნახვა, როგორც ნებისმიერი ოჯახის წევრის. თავის დროზე, თბილისიდან მოულოდნელად სახლში ჩამოსულს კოკი, დედაჩემი, მამაჩემი, ბაბუა და ბებია ერთნაირად მეგებებოდნენ. შემდეგ ბაბუა გამოაკლდა. მოგვიანებით ბებია... მამა...

კოკი ჩემი ოჯახის წევრია. გაჭაღარავებულა. დახტის, ალბათ რამდენი რამე უნდა რომ მომიყვეს ერთბაშად და სიხარულისგან არც კი იცის რომლით დაიწყოს. არაუშავს, მოგივნაებით სახლში წამოვიყვან და გემრიელად დაველაპარაკები.

***
გზად ვიღაცის კერძო სახლში შევიაერთ. სახლში მაღაზია არის მოწყობილი _ "ზარნაძეების ოპტავოი, ყველაზე პოპულარულია სამტრედიაშო", გამანდო დეიდაშვილმა.

მომცრო ზომის მაღაზიაში, რამდენიმე მაუს-შეუჩვეველი გამყიდველი დაფუსფუსებდა და ცდილობდა იქ მიმწყდარი ნახევარი სამტრედიის შემოტევას გამკლავებოდა. ბუნებრივია, გამყიდველებს ერთი სული ჰქონდათ აბეზარა კლიენტები მოეშორებინათ და სახლბში დაბრუნებულიყვნენ. გარეთ ლოდინით დაღლილი შიგნით შევედი და რიგში მდგომ დედაჩემს მივუცუცქდი. ავიჩემე (საკმაოდ ხმამაღლა) რომ 1 ცალი, შებოლილი რომელიღაც წვრილი თევზი მინდა, ოღონდ მოღუნულიმეთქი. გაგიკვირდებათ და ჩემმა ამ სულელურმა გამოხტომამ, ერთფეროვან, მოღუშულკლიენტებს შეგუებულ გამყიდველებზე ნამდვილად იმოქმედა _ გამხიარულდნენ და ჩვეული, იმერულად "გადაკრული" იუმორით გამომეპასუხნენ :)

***
სახლში მოვედი... ეზოში ფოთლებია. მარტოობა ეტყობა. მიუხედავად იმისა რომ ლედი მამიდა, თურმე ყოველ დღე სახლს "ანიავებს" ნესტის სუნი მაინც გამჯდარა კედლებში. დედამ სახელდახელოდ ღვინო ჩამომისხა, თბილისიდან ჩემი დის გამოტანებული სალათი თეფშზე გადმომიღო. ცოტა ხანში "სასაფლაოზე გადავალთ".

ეზოში ვზივარ. მზე ისე აფიცხებს, გაზაფხულის დამდეგი გეგონება. ეზოში ჯერ კიდევ იგრძნობა ნედლი ბუნების სურნელი. ვგრძნობ რომ ვიჟღინთები, ნელნელა ვივსები. ოღონდ წარმოდგენა არ მაქვს რას ვიწოვ ასე ხარბად აქ _ მზის სხივებს, მოგონებებს, ნედლი მიწინს სუნს თუ...

ბედნიერი ვარ. სავსე ვარ. აი, ლედი მამიდაც გამოჩნდა.

- "რაია ლაშა მზეზე თბები?", "დედაშენი სადაა?", "გამეიხედე!" "გასუქებულხარ?!" "არა, საშუალოდ ხარ?!" "გაანებე ახლა მაგას თვი, დეისვენე ბიჭო, დაასვენე თვალები..."

ვატყობ რომ პოსტს ვეღარ გავაგრძელებ :))

წავედი, ლედი მამიდას უნდა მივხედო...

11 comments:

  1. ძალიან თბილი და გემრიელი პოსტია, მოვდივარ სამტრედიაში :დ

    ReplyDelete
  2. kargad cers is bichi ra :)

    ReplyDelete
  3. ნაცნობი სიტუაციაა, ოღონდ მე პატარა ვარ, ანუ დიდი ხანი არ არის რაც ჩვენი სახლი მარტო დავტოვეთ და ზუსტად ასეთი გრძნობა მაქვს როცა შინ ვბრუნდები , ჰოდა რა გასაკვირია რომ პოსტიც ძალიან მომეწონა, მითუმეტეს რომ მართლა კარგად წერ : ) :)

    ReplyDelete
  4. ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ მჯერა მაგარი იქნება.. :)) დამდეგს გილოცავ!.. :* მრავალს დაესწარი!.. მოკითხვა სამტრედიას!.. :)

    ReplyDelete
  5. გული ამიჩუყდა. :)

    მე ყოველ შაბათ-კვირას კი დავდივარ გორში, მაგრამ დღეს შევამჩნიე ჩემს თავს: ქუჩებში რომ დავდივარ, მახსენდება, 5-6 წლის რომ ვიყავი, სად რა ხდებოდა.. შენი არ ვიცი, მაგრამ მე კიდევ იმაზე მწყდება გული, რომ საკუთარ სახლსა და საკუთარ ქალაქში სტუმრად ვგრძნობ უკვე თავს. მაგალითად, ტელეფონზე რომ რეკავენ და იძულებული ვარ, ვუპასუხო, განა მომიკითხავენ ძალიან ახლობელი ადამიანები, ეგრევე დედაჩემს, მამაჩემს ან მამიდაჩემს ითხოვენ და, რაღაც, სევდიანია ესეც.

    საერთოდაც, მე მგონი, ძალიან დაკარგული ვარ. ვერსად ვგრძნობ თავს მყუდროდ და ძალიან მაწუხებს.

    რა იყო ეს დეპრესიული კომენტარი, კაცო.. :დ

    ReplyDelete
  6. კარელ, სამაგიეროდ ჩვენ გვიყვარხააააააააარ!.. :* :* :*

    ReplyDelete
  7. შენ და შენს მეორე მეს?

    მეც მიყვარხართ, ჯადნაბა თქვენ,, :D :*

    ReplyDelete
  8. ჩემი პოსტია:) ძაან ჩემი.

    ReplyDelete
  9. არ დამცინოთ, მაგრამ ზუსტად ისე მიხარია მისი ნახვა, როგორც ნებისმიერი ოჯახის წევრის. თავის დროზე, თბილისიდან მოულოდნელად სახლში ჩამოსულს კოკი, დედაჩემი, მამაჩემი, ბაბუა და ბებია ერთნაირად მეგებებოდნენ. შემდეგ ბაბუა გამოაკლდა. მოგვიანებით ბებია… მამა.............................(((((((((((((((((ავტირდი.... უამრავ ახალწელს დაესწარი ლაშა..<3

    ReplyDelete
  10. cici kobrava
    კაი, ერთი - რა გატირებს ციცინო :)

    შობას გილოცავ და მრავალს დაესწარი :) ცხოვრება ამ დანაკლისებით ხდება ლამაზი :)

    ReplyDelete
  11. მართლა ძალიან კარგად წერ ლაშა, მეგონა შენთან ერთად ვიმოგზაურე სამტრედიაში :) მშურს ყველასი, ვისაც სოფელი აქვს . გინდა თეთრი შური დაარქვით და გინდა შავი :)

    ReplyDelete