Tuesday, December 27, 2011

როგორ გვქონდეს PAYPAL-ი

დიახ, არანაირი "დავარეგისტრიროთ", რადგან ფეიფალის ანგარიში უბრალოდ უნდა გქონდეს... და თუ ქართველი ხარ არალეგალურად.

მჭევრმეტყველებას მოვრჩები (ისედაც ბლომად ვწერე პოსტები) და საქმეზე გადავალ.

ფფ საქართველოში ოფიციალურად არ არის (და მგონი არც აპირებს არასოდეს), არა და საჭირო რამეა. ოდითგანვე ხვრელი პროკრედიტბანკის მასტერქარდ ბარათებმა გააჩინეს, რომლებსაც პროცესინგი გერმანიაში უკეთდებოდათ. შესაბამისად ფეიფალსაც გერმანული ბარათი ეგონა და უპრობლემოდ არეგისტრირებდა.

შემდეგ ეს ნახვრეტი ფეიფალმა საგულდაგულოდ ამოავსო და ამოგმინა, მაგრამ გაჩნდა ახალი - ამერიქან-ექსპრესის ბარათი, საქაღთველოს ბანკისაგან. გავიგე თუ არა ეს ამბავი, ბარათით ხელში ფეიფალის საიტისკენ გავეშურე. რეგისტრაციისას დავუშვი პირველი შეცდომა - ქვეყანა რომელიც by default გამოდის, (ანუ აშშ) არ შევცვალე და შემდეგ ნაბიჯზეც შესაბამისად USA2GEORGIA-ს მისამართი მივუთითე.

ამგვარად ფეიფალმა ჩათვალ რომ ამერიკელი ვარ (მაგათ კი გაყიდვის უფლებაც აქვთ - დისკრიმინაციაზე და ზანგებზე კიდე მე დამიწყებენ საუბარს!) და სისხლის ანალიზი არ მოუთხოვია თორე სხვა დანარჩენი (სოც. ნომერი, საბანკო ანგარიში და ა.შ.) ნამდვილად არ დაუკლია.

რეგისტრაციისას მითითებულ ბარათს ხომ არ გადავაგდებდი? არა და წაშლითაც აღარ მაშლევინებდა - არააქტივირებულია შენი ანგარიშიო. მოკლედ, არც წინ მიშვებდა და არც უკან. გავიჭედე!

დავრეკე სკაიპით - არ ვარ ამერიკელი, ინსტიქტურად შემეშალა, ისე სომეხი ვარ მეთქი და საქართველოში ავიღე ამექსი-მეთქი. კარგი, რა პრობლემაა - სომხური პირადობის მოწმობა გადმოგვიგზავნეთ დასკანირებული და წაგიშლით ექაუნთსო. მოკლედ გავბანძდი!

მაგრამ ამექსს 1 წლიანი ვადა მალე გაუვიდა და ძველი ბარათისთვის ვადის გაგრძელების სანაცვლოდ, ბარათი განვაახლე (ფასი ერთია - 80 ლარი, American express green).

შემდეგ კი ყველაფერი წარმატებით დასრულდა.

1. დავგუგლე რესტორნები უკრაინაში და ერთერთი რესტორანის მისამართი, თავისი ზიპკოდით ამოვინიშნე (ალბათ ხვდებით რომ იმავე წარმატებით შეგიძლიათ დაგუგლოთ სტრიპტიზკლუბები - ოღონდ ქვეყნებში ნუ გააკეთებთ მაინც და მაინც იმპროვიზაციას)
2. შემდეგ დავიწყე რეგისტრაციის პროცესი http://www.paypal.com/ . ქვეყანა - უკრაინა, ენა - ინგლისური, ანგარიშის ტიპი - პირადი.


3. რეგისტრაციის შემდეგ საფეხურზე დააფიქსირებთ პირად ინფორმაციას, უკრაინულ (ფსევდო) მისამართს და ბარათის ნომერს (სხვათა შორის, შეგიძლიათ ველი - Link my credit card so I can start shopping right away (recommended) მოხსნათ და ანგარიშის გახსნის შემდეგ დაამატოთ ბარათი)
4. ფეიფალი ჩამოგაჭრით აგნარიშიდან 2-დოლარამდე თანხას.
5. საბანკო ანგარიშის ამონაწერში, რამდენიმე დღეში გამოჩნდება შესაბამისი ტრანზაქცია (თუ პარასკევს ან შაბათ-კვირას გააკეთებთ ამ ყველაფრს, სამშაბათ-ოთხშაბათამდე ამონაწერს ტყუილად არ ელოდოთ).
6. P** და CODE ჩანაწერებს შორის აღმოაჩენთ 4 ნიშნა რიცხვს. საკმარისია დალოგინდეთ ფეიფალის ექაუნთში, დასამოწმებელი ბარათიც იქვე გამოჩნდება. დააჭერთ ღილაკს Confirm, შეიყვანთ 4 ნიშნა კოდს და ვუალა - დატკბით!



აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა საიტებზე ნივთების გამოწერისას ყურადღებით უნდა იყოთ, საიტმამ უნდა გკითხოთ "შიპინგის" მისამართი, სადაც საშუალება მოგეცემათ ფფ-ს ანგარიშიდან განსხვავებული მისამართი დააფიქსიროთ - თორე შემთხვევით რომელიმე რესტორანი ძალიან გაკვირვებული დარჩება, როდესაც ლამაზად შეფუთულ გასაბერ ქალს მიიღებენ სწრაფი ფოსტით.

P.S. აქვე შეგახსენებთ რომ fb-ზე შექმნილი გვაქვს ჯგუფი "ფეიფლი საქართველოში" - თოვლის ბაბუის და ლაიკებით საქართველოში შემოსული ფფ-სი ნამდვილად არ მჯერა, მაგრამ სასარგებლო ინფორმაციას მაინც ვუზიარებთ ერთმანეთს.

35 comments:

  1. Gamarjobat ! MAINTERESEBS KVELAZE MAGRAD !!! ROM DAXARJAV 300 DOLARZE METS, MERE RA MOXVDEBA ??? GAAGRDZELEBS MUSHAOBAS AMEXI TU DAGALIMITEBEN ? TORE DAVIGALE AM PLASTMASEBIS KETEBASHI ;-))

    MADLOBA CINASCAR

    ReplyDelete
  2. 300 ლარიანი ლიმიტის თემა საიდან გაჩნდა?
    მე არ ვიცი ასეთი ლიმიტის შესახებ. აბა დადე ლინკი - რაიმე ლიმიტი აქვს ფფ-ს?

    ReplyDelete
  3. verified-ს მაინც ვერ გააკეთებ და IP-ს შემოწმების შემდეგ რამდენჯერმე დაგიბლოკავენ.

    I've been there :|

    ReplyDelete
  4. აიპი თუ პრობლემაა პროექსი არსებობს...მარა, ამერიკელი თუ ვარ საქართველოში არა? :)) ან უკრაინელი არა? :))

    არამგონია, მთლად მასე იოლად იყოს

    ReplyDelete
  5. გამარჯობათ ! პირველ რიგში გილოცავთ ახალ წელს !!!
    და რაც შეეხება ლიმიტებს , 300 ლარის კიარა 300 დოლარის დახარჯვის შემდეგ ყველა აქაუნტი ექვემდებარება გადამოცმებას ანუ საიდან ხარ სად ცხოვრობ სადაური ბანკია და ა.შ . რასაც ჩვენ ვერანაირად ვერ მოვატყულებთ . მე რამოდენიმე პლასტიკური ბარათი მაქვს უკვე დაბლოკილი , ხან უკრაინის მისამართით დავარეგისტრირე და ხან ამერიკის და ხან თურქეთის და ასე შემეგ. ბოლოს გადავწყვიტე მიმემართა მეგობარზე რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და ვთხოვე რო გაეხსნა ანგარიში მის სახელზე და მოეცა ჩემთვის გამოსაყენებლად paypal-ზე , რასაც დღესაც ვიყენებ უპრობლემოდ , და რატომ მოვკევი ეს კველაფერი LASHARELA ლინკი არამაქ მაგარმ ვიცი იკედან რო როდესაც გავაკეთებინე ამერიკის ბანკში ანგარიში და კველაფერი გავაკეთე ლეგალურად როგორ ფეიფალი ითხოვს , იქაც ისევე მოხვდა 300 დოლარის დახარჯვის შემდეგ დამალიმიტეს , მაგარამ იმაში გამიმართლა რო ყველაფერი იკო ლეგალურად გაკეთებული და დაურეკე ამერიკაში მეგობარს და მომიგვარა , გადარეკა ფეიფალში გამოკითხეს ყველაფერი სად ცხოვრობდა ,სადაც ცხოვრობდა იმ სახლის ტელეფონის ნომერი გამოართვეს და ყურმილი დადეს და გადმოურეკეს რო ნაგდათ მაქ იმყოფებოდა , შემდეგ ისიც კიტხეს ვიღაცა სხვა ქვეკნიდან შედისო თქვენს აქაუნთზეო და ვინააო რაზეც უპასუხა რო ძმაა ჩემიო ცასულია საქარტველოში და ა.შ . ამ ყველაფერს ლაივში უსმენდი , და ვაკითხებინე რატო ხდება ეს დალიმიტება და იმათამა უპასუხეს რომ ახალ უსერბზე ასე ხდებაო 300 დოლარის დახარჯვის შემდეგ ექვემდებარება გადამოწმებას როგორც ბანკის ანგარიშის ნომერი ასევე ადგილმდებარეობა.

    ReplyDelete
  6. მაგრამ ერთი მინუსი აქვს ის რომ, თანხის გადარიცხვა იმ ამერიკულ ანგარიშზე არის ძვირი სიამოვნება .
    0-დან 5000-დოლარამდე საკომისიო გადასახადია 30 დოლარი . 15-დოლარს ჩვენი ბანკები იღებს და 15-დოლარს ის ამერიკული ბანკი თანხის შემოსვლაზე .

    ReplyDelete
  7. მთავარის დაცერა დამავიწყდა , Aemrican Express-ze რა მოხვდება ეგ არ ვიცი და მაგიც მაინტერესებს მინდა მოვსინჯო მაგრამ თუ არ მომთხოვეს მერე უკრაინაში საცხოვრებელი ადგილიდან სინათლის გადასახადის ქვითრის ქსეროასლი როგორც მომთხოვეს procrditbankis ბარათით რო გავხარჯე 300 დოლარი იმიტო რო უკრაინის მისამართით რომ აკეთებ არ გთხოვს Bank Account Numbers და Routing Numbers რაც საქართველოს და უკრაინას არ ააქვს და იმიტო გთხოვენ საცხოვრებელი ადგილიდან სინათლის გადასახადის ქვითრის ქსეროასლს

    როგორ ფიქრობთ ღიირს გაკეთება American express-ით და უკრაინული მისამართით ?

    ReplyDelete
  8. მეგობრებო 1 კითხვა მაქვს. ჩემი და ცხოვრობს გერმანიაში და მინდა მისი დახმარებით გავააქტიურო ფეიფალი. რეგისტრაციის დროს რომ ავირჩიო გერმანია, ველები შევავსო ჩემი დის მისამართზე ხოლო ბარათის რეკვიზიტებშჳ მივუთითო ჩემი ამექსის ბარათი რა პრობლემას შეიძლება წავაწყდე? იქნებ მირჩიოთ ჩემს სიტუაციაში როგორ ვიმოქმედო? გერმანია იმიტომ მინდა რომ ყველა დამადასტურებელი ცნობის წარდგენა შეუძია იქნება ეს კომუნალურის ქვითარი საცხოვრებელი თუ რავიცი რა დოკუმენტებსაც ითხოვენ ძირითადად. დამავალებთ ვინმე თუ კონკრეტულად დამაკვალიანებს...

    ReplyDelete
  9. shota გაუმარჯოს ! მე მგონი კაი აზზე ხარ კარგი იდეააა !!! უნდა გამოვიდეს ოღონდ მისი ტელეფონი და რეკვიზიტები მიუთითე რომ გადაურეკონ , მაგენი მაინც ვერ მიხვდებიან კარტის მფლობელი მამაკაცია თუ ქალბატონი ! და კიდევ ერთი რომ, რომელიმე ისეთი ბანკის სახელი დაჭირდება სადაც American express ამზადებენ გერმანიაში, შენ დას რო შეეკიტხონ რომელ ბანკში აიგეო რო უპასუხოს. წესით უნდა გამოვიდეს იმიტო რო როგორც ვიცი American express საზღვრები არ ააქვს. მაგ იდეამ მეც დამაფიქრა :-)))

    ReplyDelete
  10. არ გავრისკავდი. რადგან გემრანელებსაც აქვთ ვაჭრობის უფლება.

    აქ მისამართის შოვნა კი არაა პრობლემა. დამატებით ავტორიზაციას ითხოვენ როგორც წესი, ბარათის.

    არ გირჩევ :)

    თორე პოსტის დასაწყისშივე დავწერდი რომ გერმანული მისამართი მონახეთქო :)

    ReplyDelete
  11. ზუსტად დამატებითი ავტორიზაცია რომ ხდება საჭირო მაგიტომ მინდა გერმანიაში ჩემი დის მისამართზე დარეგისტრირება. მ ე უკრაინა რომ ავიღო ან თუნდაც აზერბაიჯანი და თუნდაც ელემენტარული მომთხოვონ ვერანაირ დოკუმენტს ვერ ვანახებ ხო?! უნდა დამბლოკონ და თუ დასაბლოკია ჩემი აზრით ასე უფრო მაქვს შანსი და ჯერ ასე ვცდი...

    ReplyDelete
  12. SHOTA რა თქმაუნდა ეგრეა ! ჯობია მასე სინჯო იმოტო რო ეგებ რამე რომ მოგთხოვონ დაუდასტურებ მისამართს და ადგილმდებარეობას ! გერმანიაც ევროპაა და ევროპაში Routing Number არ არსებობს ისევე როგორც ჩვენთან , ჩვენთან არის SWIFT -ი . ასე რომ , ევროპულ ქვეყანას რომ უთითებ არ გთხოვს ბანკის ვერიფიკაციას და სამაგიეროდ რაგაც ქაღალდებს და დამადასტურებელსაბუთებს კი .
    კოველშემთხვევაში უკრაინაზე და თურქეთზე ასეა .

    ReplyDelete
  13. გაგვაგებინე ერთიშედეგი :) მეც მაინტერესებს

    ReplyDelete
  14. LaSarela შენ გააქვს დარეგისტირებული უკრაინულ მისამართით ამერიკან ექსპრესი ?
    300$-ზე მეტი დახარჯე და მუშაობს კარგად ?
    უბრალოდ მე პირადად ამერიკან ექსპრესით ჯერ არ დამირეგისტრირებია უკრაინული მისმართით და მაინტერესებს ძალიან .

    ReplyDelete
  15. Ali
    აი, ეს საკრალული 300 საიდან მოვიდა არ ვიცი. არა, 300-ს არ გადავცილებივარ, მაგრამ რატომღაც ვფიქრობ რომ არც არაფრს იტყვის.

    ReplyDelete
  16. Lasharela
    აი რო გადახარჯავ შემდეგ შედეგი მოგვწერე და ერთად ვეძებოთ გამოსავალი :-)

    ReplyDelete
  17. lasharela erti kitxva makvs amexis tetri barati avige magram ar mieba ukrainis jer rom davregistrirdi amerikul misamartze vcade da ar mieba amex shemdeg vcade ukrainul misamartze da igive barati sheviyvane da isev ver gaiara verifikacia

    ReplyDelete
  18. მომწერე რა მაილზე sulkhan_meparishvili@mail.ru

    ReplyDelete
  19. კი ლიმიტი არსებობს ეგ მეც ვიცი ადრე პროკრედიტ ბანკის ბარათით ჩალიჩობდი და ეს 2 წელია მაგას ვჩალიჩობ რა :) ჰოდა ეგ ლიმიტი შეგიძლია გაზარდო. პირველი ეტაპია ბარათის დადასტურება. მაგის მერე თუ კიდე დაადასტურებ მაგალითად მისამართს მაღლა იწევს ლიმიტი. დაადასტურებ საბანკო ანაგარიშს კიდე მაღლა და ა.შ. ოღონდ ეგაა თვიური ლიმიტი და არა სამუდამო. აი მაგალითად თუ ამოწურავ ლიმიტს და ახალი თვე როგორ იწყება არ ვიცი შეიძება მართლა მოგთხოვოს უკვე გადამოწმება ეგ გასარკვევია. ისე კი ლიმიტი, რომ არსებობს ეგ ვიცი ნამდვილად

    ReplyDelete
  20. Zviad ეს ლიმიტი გარკვეული და დაღეჭილია უკვე ! არსებობს და კიდეც სამუდამო სანამ არ დაუდასტურებ ყველაფერს ლეგალურად !!! და მასეთი რამ არ არსებობს ფეიპალზე რომ მარტო მისამართის დამოწმების შემთხვევაში ცოტას აგიცევენ ლიმიტს !!! მაქ თუ გამოწმებენ , გთხოვენ კველაფერს ერთად : ტელ ეფონის ნომერი (რომელზეც აუცილებლად 2 წუთში დაგირეკავენ) , მისამართი სადაც იმყოფები და იმასაც ამოწმებენ რომ ეს ტელეფონი მაგ მისამართზეა რეგისტრირებული, ბანკის ანგარიში და როუტინგ ნამბერი , და IP მისამართს ვინ შემოდის ფეიპალზე , და ბანკის ანგარიშის ,ონლაინ ბანკინგის მონაცებს Username , password , და კოდური კიტხვა-პასუხები !!!!!!!!!!!!!!! ეს მე ყველაფერი დაუდასტურე და გავხვდი ულიმიტო აკაუნტის მფლობელი . სხვა შანსი არ არსებობს თუ ლეგალურად არ გაქვს კველაფერი , მაგ პეიპალს შევცირე უკვე 7 პლასტიკური ბარათი სხვა გზების ძებნაში!!!

    ReplyDelete
  21. ძალიან კარგია თუ გადაღეჭილია და იქნებ დაგეწერა კიდეც ეს ლიმიტი ყოვლთვიურია თუ ლიმიტის ამოწურვის შემდეგ უკვე კონფირმაცია გინდა გარკვეულ მონაცემებზე როგორიცაა მისამართი, ტელეფონი და ა.შ?

    ReplyDelete
  22. კი, მაგრამ მისამარტი და ანგარიში და ტელეფონიც - ქართული მავს და რა დავუდასტურო? :)

    შენ რა - ქართული დაუდასტურე ეგ ყველაფერი?

    მოყევი დეტალურად - ბევრი ძახილის ნიშნების გარეშე :)

    ReplyDelete
  23. გამარჯობათ ! მე ძალიან დეტალურად მოვყევი ყველაფერი ზემოდ თუ წაიკითხავთ ჩემს მიერ დაწერილ მეორე კომენტარს ! მისამართები და ტელეფონი რა თქმა უნდა ამერიკული !!! რაც ლიმიტს შეეხება : ეს ლიმიტი კოველთვიური არაა , 300 დოლარს რომ გადაახტები მერე შეგამოწმებენ ყველანაირად და მერე თავისუფალი ხარ !!! თუ რა თქმა უნდა არ შეხვალთ თქვენს PayPal -ზე სხვადასხვა IP მისამართებით . ჯობია ერთი და იგივე IP -ით შეხვიდე უმეტესად

    ReplyDelete
  24. Ali
    ამერიკული მისამაღტი რომ მქონდეს, სოციალური დაზღვევის ნომერი და ანგარიში - წვალება რად მინდა? :))

    თავდაპირველად როცა ამერიკული მისამართი მივუთითე შეცდომით, მომთხოვა

    ა) სოც დაზღვევის ნომერი
    ბ) საბანკო ანგარიშიდან რაღაც 2 რიცხვი, რომელსაც ანგარიში შეიცავს
    გ) მისამართის დამადასტურებელი გარკვეული ინფორმაცია


    და თუ შენ ეს ყველაფერი გაქვს, მაშინ ეს სხვა სიმღერაა :) ჩვენ ბედკრული საქართველოს პირობებში ვჭობთ

    ReplyDelete
  25. Ali

    shen megobars rom gaaxsnevine angarishi tanxa rogor unda sheitano shen im angarishze saqartveloda?

    amex reward cardi mec avige megobris amerikuli misamarti mivutite magram barati ar miaba informacia gaq arasworado.shemdeg ukrainulze mivabi satestod.exla vapireb somxuri misamartit davaregisriro megobars vtxov romc darekon mainc verafers gaigeb da is gadaugzavnis rac chirdeba mere imis gashifrvaze itexon tavi :) memgoni realuria

    ReplyDelete
  26. მეგობარი სომხეთშია?

    თუ მეგობარი ამერიკაშია, მაშინ ჯობია მისამართიც ამერიკული იყოს (ოღონდ მეგობარს სოციალური ნომერი უნდა ქონდეს)

    1. რივორდი არ ებმება როგორც ვიცი. შეიძლება ვცდები.
    2. თუ უკრაინული ნომერი მიუთითე და ბარათი დაფიქსირდა ფეიფალის სისტემაში, შემდეგ სხვა ექაუნთზე (უკვე სომხური მისამართით) აღარ მიგამაგრებინებს.


    რაც შეეხება რგორ უნდა მოხვდეს თანხა სხვა ქვეყნის (მეგორის) ბარათზე.

    ა) ჩვეულებრივი საბანკო საერთაშორისო (SWIFT) გადარიცხვით, რომელიც რთული სულაც არ არის.
    ბ) რომელიმე სწრაფი ფულადი გზავნილით.

    ReplyDelete
  27. sakomisio aq fulad gzavnilebs :(

    1.rewardi amerikuls ar mieba ragaca gaq arasworio.
    2.ukrainulze mivabi ogond 20 wutit da wavshale isev daudastureblad wesit ar unda qondes problema

    da paypalze registraciis gareshec vixdi jer jerobit rogorc guesti.makmayofilebs jer jerobit da mere vnaxot.

    megobari somxetshi cxovrobs ki me mgoni somxuri ar unda icodnen paypalshi vcdi vnaxot

    ReplyDelete
  28. oto
    სომხეთში თუ არის, მეგობარმა მისი ბარათი მიაბას და სომხეთში არის საკმაოდ იაფად სწრაფი ფულადი გზავნილები :)

    გადარიცხვა ყველა ვარიანტში ფასიანია - რაც არ უნდა გამოიყენო. სწრაფი თუ არასწრაფი :)

    ReplyDelete
  29. ავიღე amex green და წარმატბეით მიება ექაუნთს რომელიც დავერეგისტრირე ჩემი ნათესავის ლონდონის მისამართით, მაგრამ ვერიფიკაცია ვერ გავიარე და 2000$ ზემოთ დამბლოკა.
    თუ იცით სხვა ექაუნტი რომ გავაკეთო უკრაინის მისამართით ეს ბარათი მიებმევა ისევ ? თუ ახალი ბარათის აღება იქნება საჭირო ?

    ReplyDelete
  30. არა გიო, გაუაქტიურებელი ექაუნთიდან ბარათსაც კი არ გაშლევინებს.
    ამექსი წელიწადში ერთხელ არის გადასახდელი. შენ შეგიძლია მიხვიდე ბანკში ნებისმიერ დროს (ან მაშინ როცა ისედაც მოგიწევდა 80 ლარის გადახდა და თქვა) რომ დაკარგე პლასტიკი და გინდა განახლება.

    ისევ 80 ლარი, მარტივი პროცედურა და ახალი პლასტიკი ახალი ბარათია თავისთავად. ანგარიში რო იგივეა არ იცის ფფ-მ.

    ReplyDelete
  31. xalxo ra gamagebinet exla.expressi mivabi ukrainul cru misamarts exla PP kodic gavakete magram limiti ar madevs.
    ai eseti statusi maq verifed da 300$ is limiti ar chans aq shemowmebaze?
    You are now a Verified PayPal user. In addition to increased security, buyers and sellers value your Verified status because it indicates you have passed PayPal security checks. Most importantly, you can now send unlimited payments with your PayPal account

    ReplyDelete
  32. oto გამარჯობა !
    გადარიცხვის შესახებ ზემოთ დავწერე , ანუ ანგარიშიდან ადგარიშზე !!! პროკრედიტში მაქ ანგარიში და იქედან ვრიცხავ ამერიკის ანგარიშზე და მინუსი ისაა რო ძვირია , 0-დან 5000$-მდე გადარიცხვის საკომისიო არის 15$ , და ასევე 15$-ს იღებს მიმღები ბანკი , ანუ ამერიკაში!!!

    lasharela

    social security number-ს აძლევენ მათ მიქალაქეებს მარტო !
    მაგი ნომერი საერთოდ არ აინტერესებთ PayPal-ს იმიტო რო ბევრი რაღაცა გამოგვკითხეს მაგრამ სოცი არ უკითხავთ !
    BillMeLater-ს თუ მოინდომებ რო გამოიყენო მაშინ აუცილებლად დაგჭირდება !!!

    ReplyDelete
  33. amex blue ro mivabat vitom ar caigebs? martalia larshia magram cesit ar daakonvertirebs?

    ReplyDelete
  34. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  35. გამარჯობათ, მე მეგობარმა გამიკეთა ფეიფალის ექაუნთი თავისი კომპიდან,თავიდანვე რაღაც პრობლემები შემექმნა, 1,95$ ჩამოჭრა არ მოხდა, შესაბამისად ოთხნიშნა კოდიც არ ჩანს. იმის გამო რომ ამას პირველად ვაკეთებ, გამოუცდელობით როცა ჩემი კომპით შევედი, ლიმიტი დამადო. რეგისტრაცია მოხდა 11 თებერვალს 2013 ში. დღეს უბრალოდ გაბრაზებულმა, სპონტანურად იბეიზე, ნივთი, რომლის ყიდვაც მინდა დავაჭირე ყიდვას და იბეიმ დამრთო ნება ყიდვის,ინვოისიც მომივიდა და მეუბნება გადაიხადეო, ფეიფალზე კი რაც ხდება ზემოთ მოგიყევით. "გვეშველება რამე?????" ალბათ იბეიზეც გამაშავებენ თუ ვერაფერი ვერ გავაკეთე.

    ReplyDelete