სონი ფლეისთეიშენი, ფორდი და კიდევ ვიღაცეები წარმოგიდგენენ ჩემპიონთა მატჩის შეხვედრას (აქ მუსიკა და ყველასათვის კარგად ნაცნობი სარეკლამო ტიხრები).
თურმე ნუ იტყვით და Kindle, ყველაზე სასურველი საჩუქარი ყოფილა შობა-ახალი წლებისთვის. ჩემს ორივე ქინდლზე ნინოს იმდენი ვესაუბრე, რამდენსაც მაია ასათიანის ვერცერთი სტუმარი ვერ შეძლებდა თავის ორ ცოლზე თუ საყვარელზე.
მოკლედ ხო - მე, ადამიანს რომელსაც მთელი ბავშვობა მთებად წამომართული წიგნის თაროები მთრგუნავდა, მე რომლის პირველი წიგნიც "ლურსმანას თავგადასავალი" იყო და ისიც მხოლოდ მერვე კლასში, მე რომელსაც "ტომ სოიერი" მხოლოდ სულელურ მულტფილმს მაგონებს, რომლის დამთავრებასაც მოწყენილი ველოდი სანამ ჩიპი და დეილის თავგადასავალი დაიწყებოდა და მე რომელსაც მამა უყვებოდა როგორ კითხულობდა ჩუმად საბნის ქვეშ ფანრით - კითხვა შემიყვარდა. ხო, აი ასე - სიბერეში.
და არ ვიცი მართლა სხვა არის "სიყვარული უკანასკნელი" თუ არა, მაგრამ ფაქტია _ ბოლო რამდენიმე თვე გაცილებით მეტს ვკითხულობ ვიდრე ბოლო ათი წლის განმავლობაში ერთად აღებული.
ზემოთ, "პრეზიდენტისეულ ბულეტ-პოინტებად" ჩამოთვლილ, "მე ადამიანს" კონსტრუქციით დაწყებულ, მგზნებარე წინადადებებში, ერთი მაინც გამომრჩა: "მე ადამიანს რომელსაც დედა ბიბლიოთეკარი მყავს და განსაკუთრებულად უყვარს წიგნი"...
არა, წიგნი მაინც სხვაა - მითხრა დედაჩემმა, როდესაც "ლაშა, ერთი ის სტატია წამაკითხე" ტექსტის პასუხად, ტრადიციულად ამობეჭდილი ფურცლები კი არა, შავი პლასტმასის მოწყობილობა შევაჩეჩე.
და რთულია დედაჩემს არ დაეთანხმო - დიახ, წიგნი მართლაც სხვაა. ალბათ, თავის დროზე, მავანი ცხვრის ტყავსაც სინანულით გადაუსვამდა თითებს, როდესაც ჯიშიანად-გამომხმარი, არაერთგზის თავზე გადაწერილი უსტარის ნაცვლად, ხელში ფარატინა ფურცელს მიაჩეჩებდნენ (ისე ქინდლშიც გადააწერე თავზე და იყავი - ცხვრის ტყავი, ქინდლი, ერთი... მოკლედ როგორც არის).
ქალაქი და სოფელი - რადიო 105 by lasharela
მოკლედ, ლაშა კილაძისგან ამწამს განათლებული, მეც ნეგატიური შთაგონების მეთოდს მივმართავ და ვიტყვი, რატომ ჯობია პლასტმასის ქინდლს, შრაშუნაფურცლიანი წიგნი:
1. ქინდლის გამო საჭირო აღარ არის ფურცელი, რის გამოც აღარ განადგურდება უამრავი ხე, რომელიც მხოლოდ კრეატიული რეკლამების ხილვისას გვახსენდება.
2. ვერაფრით შეავსებთ ინტერიერს და თაროებს რადგან ქინდლში 3 000-მდე წიგნი ეტევა
3. თუ წიგნის ცალ ხელში დაჭერა გიყვართ, არასოდეს არ განგივითარდებათ მკლავები, ისეთი "დიდი წიგნების" წაკითხვისას როგორებიც "დათა თუთაშხია" და "კაცი რომელიც იცინის" არის.
4. აღარაფერში დაგჭირდებათ "ბლოკნოტები" ციტატების ამოსანიშნად (დედაჩემმა ისე მიმაჩვია, სავარჯიშოებიან წიგნშიც კი, დღემდე მიჭირს ფანქრით რაიმე მოვნიშნო)
5. რომელიმე წიგნში, უცებ სასურველი ციტატის პოვნა თუ მოგინდებათ, არ მოკვდებით საჩვენებელი თითის ლოკვით და ფურცვლით.
6. ვეღარსაც დამალავთ ფულს, შეყვარებულის ფოტოს, წერილებს და გაახმობთ მცენარეებს (ძირითადად ყვავილები ვიგულისხმე - აბა, შენ რა იფიქრე?)
7. რაიმეს რომ დააწებებ, ზემოდან ვეღარ დაადებ მძიმე წიგნებს.
ახლა ვიცი დაიწყებენ, სუნი არააქვსო, გემო არ უვარგაო, ფურცლების შრაშუნიო.... მაგრამ იცით რა? ახლა ვუსმენ ჩემი ქინდლი როგორ მიკითხავს ერთ-ერთ სტატიას სანამ მე პოსტს ვწერ და ალბათ, გავა დრო და მომავალ თაობას გულდაწყვეტილი მეც ვეტყვი - არა, არა, ქინდლის ხმა სულ სხვაა-მეთქი!
წიგნის ფურცლის ასოციაციას AR მიქმნის :)
ReplyDeletejust one question : რამდენად თეთრი ფონი აქვს? ჩემს რიდერს(ქინდლი არა) მონაცრისფრო აქვს და მძაბავს, არანაირად არაა კომფორტული და წიგნის ფურცლის ასოციაციას მიქმნის , ქინდლის ყიდვა მინდა ეხლა და ეგეც თუ ეგრეა ისევ ეს იყოს ჯანდაბას :)
ReplyDeletep.s იქნებ სურათებიანი პოსტი გააკეთო? დაგვეხმარები ძალიან მსურველებს :) მადლობა
ReplyDeleteქინდლის სურათების?
ReplyDeletehttp://www.amazon.com/gp/product/B0051QVESA/ref=sv_kinh_0
ამაზონზე კარგ სურათებს მე ვერ გავაკეთებ და ისე ლაივშიც განახებ თუ გინდა 2 მოდელი მაქვს
პატარა და დიდი ანუ DX :)
მეტი არ ვიცი როგორ დაგეხმაროთ მსურველებს :)
https://www.facebook.com/helix.ge?ref=tn_tnmn
აი, შენ ჩემი სტუდიის საიტი დაალაიკე და დაგეხამრები უფრო მეტს :)
ეგ დიდი ხანია დალაიქებული მაქვს და ახლა შენი უფრო მეტი დახმარების ჯერია :)) ამაზონზე რო სურათებია ვნახე, და ეგრე ჩანს ეს ჩემი რიდერიც სურათებზე ქათქათა თეთრი , და მაგიტო არ მინდა კიდე მეორედ ვიყიდო და არ მომეწონოს :) მადლობა :)
ReplyDeletehttp://www.gizmocrave.com/5369-amazon-kindle-android-tablet-coming-hiring-of-android-developers-makes-us-think-so/
ReplyDeleteეს არ წავა?
რომელი რიდერი გაქვს ახლა? დამიჯერე ქინდლი ძალიან კარგი რიდერია - წიგნების კითხვა თუ გინდა, კარგადაც ჩანს ონლაინ და ლაივში უკეთესია :)
შენ რა ამოცანა გაქვს მომიყევი და დაგაკვალიანებ საფუძვლიანად :)
ნაცრისფერია ფონი, ოღონდ ძალიან ღია ნაცრისფერი, რომ კონტრასტული თეთრი არ იყოს, რაც უფრო ცუდია გრძელვადიან პერსპექტივაში თვალებისთვის, ვიდრე ის ღია ნცრისფერი.
ReplyDeleteსხვა რიდერების არ ვიცი და ქინდლის ნაცრისფერი ფონი ბევრად ჯობია წიგნის თეთრ ფონს.