Sunday, November 27, 2011

რატი ამაღლობელი

- მოგწონს რატი?
- არა
- მაშინ რატომ იყიდე მისი წიგნი "თუ" სტუდენტობისას, მთელი შენი 2 კვირის სამყოფი ფულით?
- იმიტომ რომ არ მომწონებოდა.არა, მანამდეც არ მომწონდა - პირში მწვანე ფანქრით თავისი წიგნის პრეზენტაციებზე
- და მაშინ რატომ იყიდე წიგნი?
- ალბათ რატი არ მომწონდა და მისი ლექსები კი
- და ახლა?
- რა ახლა?
- ახლა მოგწონს რატი?
- ახლა რატი მომწონს მაგრამ ლექსები აღარ
- ჰო, რას გაიგებ
- ჰო, ალბათ მოვა დრო და ორივე მომეწონება
- ან არცერთი
- ჰო, რას გაიგებ







და ძოძუაშვილის მუსიკა მართლა საოცრებაა. ყოველთვის მინდოდა ჩემი რომელიმე ლექსი მუსიკასთან ერთდ მომესმინა :)



2 comments:

  1. ერთი პოეტესა თავს იგიჟებდა ლექსი ისედაც მუსიკაა და მუსიკას მუსიკაზე რაღატო ადებთო, მაგრამ მე ვფიქრობ მუსიკის თანხმლებით გაცილებით უფრო ლამაზია :)
    ჩაწერე ლექსი მუსიკასთან ერთად, არ მგონია ეს ზედმეტად რთული იყოს :)

    ReplyDelete
  2. ჰექსე says:
    კიდევ კარგი მაგ შენს პოეტესას, რომელიმე ორკესტრი არ მოუსმენია თორე გაგიჟდებოდა _ რამდენი მუსიკა ადევს ერთმანეთს :))

    ReplyDelete