Thursday, November 24, 2011

რიგითი ფეისბუქელი

გავდივარ მარტო, უცხო ქალაქში
მხვდება ყოფილი, ჩემი _ მაიკო
და ისე მინდა, რომ სახტად ვრჩები
ძუძუს თავები დავულაიკო

და თითქოს ფეხით ვკრიფავ ასოებს
ვხვდები ნაცნობებს, ვთავაზიანობ
"ბოზებმა ვიღაც როგორ დაცოფეს"
ვიდეოდ მინდა გავაზიარო

აი, იმ გოგოს, ქამრის ბოლოდან
უჩანს კენწერო ჭრელი ტატუსი
"კი ჩაკბიჩავდა ამ დუნდულს კაცი"
დღეს ეს იქნება ჩემი სტატუსი

გზად უცებ ვხვდები მას - როგორც პროფილს
მიკრთება ნერვი, ძარღვი და კუნთი
და ფეისბუქზე მეტად მინდება
მასში ლოგინი და ლოგაუთი

გავდივარ მარტო, უცხო ქალაქში
მხვდება ყოფილი, ჩემი _ მაიკო
და ისე მინდა, რომ სახტად ვრჩები
ძუძუს თავები დავულაიკო

1 comment:

  1. შენ გაიხარე!.. დილით წავიკითხე და იმდენი ვიცინე, რომ გზაშიც და გამოცდაზეც კი განწყობა მქონდა უნიკალური.. :))) ყოჩაღი ხარ!..

    ReplyDelete