Sunday, November 27, 2011

თოვლჭყაპი

როცა ვერ ისვენებს შენი სული
როცა გარეთ სითეთრე მართობს
როცა ქალაქია შენისლული
და შენი არყოფნა მათბობს

როცა აღარ ვიცი რა მოგიყვე
(ხვდები ზღაპრების ბოლოს)
სახლიდან ღამით გამოგიყვან
და ახლად მოტეხილ ლოლოს

ჩამოგიცურებ მხურვალე კანზე
მოგადებ გამთბარ ხელს
ჰაერში გაჭრილი ორთქლის კვალზე
თვალებს რომ გაახელ

ნახავ რომ ვერ ისვენებს შენი სული
და თოვლის სითეთრე გართობს
როცა გალაქია შენისლული
და ჩემი არყოფნა გათბობს

2 comments:

  1. მგზავრების სიმღერად წავა მიყიდე არ გინდა? :))

    ReplyDelete
  2. მიჩუქნია :)))

    ReplyDelete