Thursday, November 10, 2011

ფინალი

თურმე რა ძვირფასი ყოფილა წამები
თურმე რა მარტივი წამება
ორი მოხუცი და სკამები
და ერთი პატარა ამება

არ ვღელავ, არ ვფიქრობ _ რას ვტოვებ
კარგ სახელს, სახლს თუ ქონებას
შენზე მოგონებებს ვაგროვებ
და მიაქვს ამ დაღლილ გონებას

თურმე რა ძვირფასი წამები
მემგონი ნამდვილი იყავი
აბა, რატომ მახსოვს ან როგორ
ნაყინი რომ გამიყავი


ორი მოხუცი და სკამები
და ერთი პატარა ამება
შენი ცრემლიანი ლოყები
და თვალის დახამხამება

4 comments:

  1. :* გული ამიჩუყდა.. :)

    ReplyDelete
  2. I'll immediately clutch your rss as I can't in finding your email subscription hyperlink or e-newsletter service. Do you've any? Kindly let me know in order that I may subscribe. Thanks.

    ReplyDelete
  3. caloriesdiet
    http://lasharela.com/feed

    და რატო ინგლისურად? ბლოგი ხო ქართულად გაქვს? :)) (ზედა მარჯვენა კუთხეში "მე+ნეტი" - მანდვე იყო რსს ფიდიც

    ReplyDelete