Saturday, March 31, 2012

duos

გავიყოთ
ვამპირებად და მაქციებად
ქალებად და კაცებად
და ვითამაშოთ ომობანა

მოვიმარჯვოთ ხის იარაღები
მოვხატოთ ფერადი პეპლებით სამხედრო შტაბები
და გავამაგროთ პოზიციები

გავიყოთ
სხეულებად და ანტისხეულებად
გეებად და ჰომოფობებად
ჩვეულებრივებად და განსხვავებულებად

გავიყოთ
ქრომოსომებად, უჯრედებად,
პრიზმაში დაშლილ ფერებად,
კეთილებად და ბოროტებად

გავიყოთ
აიფოუნებად და ანდროიდებად,
ჯავისტებად და სიშარპისტებად,
ვინდოუსისტებად და ლინუქსისტებად

ამოვიღოთ ხმა, ნუ შევეგუებით
როგორ ჭამენ ვამპირები მაქციებს
როგორ ჟიმავენ კაცები ქალებს
როგორ სვამენ ქალები კაცების სისხლს
როგორ შურთ ეფლის მულტიტაჩის
კლავიატურის ამარა დარჩენილებს

სანამ დიფუზია მოგვიცავს ყველას
სანამ ყველანი დავუბრუნდებით პირვანდელ სახეს და
სანამ მორიგი სენსაცია შეძრავს მსოფლიოს...

სულერთია ვინებად და ვინებად
ოღონდ გავიყოთ

Friday, March 30, 2012

ბავშვობაში მეგონა

კატიეს (კატიეა თუ კაწიე ეს გოგო ვერ დავადგინე, მარა ეგ არაფერი) საიტზე ვიპოვე პოსტი, რომელიც თურმე ალავერდს არის დვორსკისთან, მაგრამ საერთოდაც დოდკას წამოუწყია.

(იშშშ, რა ბლოგერული დასაწყისი იყო)

ხო და მეც მომეწონა... მეც რა, მასწ, რა...მეც რა...

  • ბავშვობაში მაინტერესებდა, ბაკურიანში რომ მივდიოდი, რატომ იყო ჯერ დიდი გვირაბი და მერე პატარა და უკან რო ვბრუნდებოდი - პირიქით!

  • ვინ იყო თემური. როგორ მოახერხა პირველყოფილი ხალხის დამორჩილება, რათა შეექმნა საკუთარი _ პირველყოფილური თემური წყობილება! (მართლა მაინტერესებდა).  ამასთან ვერ ვხვდებოდი, რატომ არ იყოს "თემურის წყობილება", რა ედო საფუძვლად არასწორ ფორმას.

  • რატომ არ გვაზიანებდა რადიოს და ტელევიზორის ტალღები, რომელიც წესით ჩვენს სხეულში გადიოდა

  • რა ფუნქცია ქონდა ანტენაზე მიმაგრებულ მომრგვალებულ კაბელს, რომელსაც მგონი "დირექტორს" ეძახდა მამაჩემი. (ანტენების გასწორება შეძახილით "მოჩანს? კაია!" - კლასიკაა)

  • სამტრედიაში თუ ვინმე ყოფილხართ, გემახსოვრებათ (ა ლა ეიფელ) რკინის დაჟანგური კოშკურა, რომლითაც ამჟამათ ტელემაუწყებლობა, ხოლო თავის დროზე მილიციის რადიოსიხშირეები ვრცელდებოდა. ბაბუაჩემმა კი ამიხსნა, რომ ანძაზე მიმაგრებული ცილინდრებიდან, ყველას აკვირდებიან ქალაქში. ხო და მეც კარგახანი მჯეროდა რომ კონტროლის ქვეშ ვყავდი, ქალაქის მილიციას.


ბავშვობაში მჯეროდა რომ აუცილებლად გავხდებოდი წარმატებული ბიზნესმენი.  პრინციპში ამის დღემდე მჯერა :)

Monday, March 26, 2012

კაცური ლოგიკა

- დეა, შენი მანქანა რამდენს წვავს?
- 100 ლარის ბენზინი თვეში, თავზე გადამდის



თქვენ არ იცით რა სიმშვედეა უფეისბუქოთ. ესეც არ ვიკმარე და ტელევიზორიც გავაგდე დაუნდობლად სახლიდან. სადღაც ყურმოკრული ექო თუ შემოაღწევს ხოლმე ჩემი თავის ოპერაციულ სისტემაში.



არ მინდა თემა დავტვირთო, მოვყვე რომ არსებობს თითიდან გამოწოვილი თემები, მოძრაობები ოზონის შრის და პანდების დასაცავად. ის, რომ ეს ბიზნესი და ცალკე ინდუსტრიაა, რომ უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე და ა.შ.

თუ გინდა რომ დედამიწაზე გაჩდნენ "ენტეროფობები", დაიწყე იმ ადამიანების დაცვა, რომლებიც კლავიატურაზე "ენტერ" ღილაკს ვერ ეგუებიან. მერე რა რომ არც ენტერომანები არსებობს და არც ენტეროფილები - თქვენ დაცვა დაიწყეთ და ისინიც მალე გამოჩნდებიან.




ყველა ქალი ბოზია, მაპატიე დედა. ყველა კაცი კი ბანჯგვლიანი და მატყუარა. სიტყვა "სტერეოტიპი" კი მოდური აქსესუარივით საჭირო და აუცილებელი. მიმოიხედეთ _ სავსეა თბილისი დაჩაგრული ქალებით.



Женская логика — это пиздец мужской психике!


პირადად მე სულ არ მაწუხებს ის ფაქტი, რომ არ შემიძლია ერთდროულად მოვამზადო საჭმელი, ვისაუბრო ტელეფონზე და ვუყურო ტელევიზორს. ჩემი მეგობარი გოგოების უმეტესობას კი ეს მშვენივრად გამოსდის. მე ვერც იმაში ვხედავ პრობლემას რომ ფიზიოლოგიურ-ფსიქოლოგიური სხვაობების გამო, ქალებს და მამაკაცებს აზროვნების განსხვავებული სისტემები (არ ვამბობ ცუდი ან კარგი - უბრალოდ განსხვავებული) გააჩნდეთ.

დღეს ძალიან მოვინდომე გამეგო ფემინისტების. წარმოვიდგინე რომ კაცები სუსტი და დაუცველი არსებები ვართ, ხშირ შემთხვევაში ცოლის ხელფასზე და ფინანსურ მდგომარეობაზე დამოკიდებული, რომლებსაც "კაცო, კოლგოტკი გამხადე" და "ბავშვი სკოლიდან გამოიყვანე" ფრაზები არ აკლია ნაწამებ ცხოვრების გზაზე (რაღა დაგიმალოთ და "დაჩაგრულ-დისკრიმინირებულ" ქალებს და გოგოებს არა თუ ვიცნობ, ყურმოკვრითაც კი არ მსმენია ვინმე კონკრეტული ჩემს ირგვლივ).



მერე წარმოვიდგინე, რომ "კაცი უნდა იყოს ქუხნაში" და "ოთხვთვიანი დეკრეტი" არ იკმარეს _ გააკეთეს სრულიად ამაზრზენი გადაცემა, სადაც ვიღაც სიმპატიური ბიჭები გამოყავთ, რომლთა IQ უსასრულოდ მიისწრაფვის ნულისაკენ. ნუ, პრაქტიკულად "კანტროლკა" გვესროლეს საწყალ კაცებს.

ყოველივე ამის შემდეგ, ნუთუ არ გამიჩნდებოდა პროტესტი. ნუთუ კიდევ ერთხელ არ ვიგრძნობდი თავს დაჩაგრულად. ნუთუ არ მომინდებოდა ხმამაღლა მეყვირა, რომ "ყველა კაცი ასეთი შტერი არაა"?



აი, რაღა დაგიმალოთ და მაგრად მეკიდებოდა. თუ ვინმემ გადაწყვიტა თავისი ინტელექტი თუ უინტელექტობა ფართო მასებს გააცნოს, მოცემულ ფაქტს საკუთარ სქესთან ვერანაირად გავუკეთებდი იდენტიფიცირებას.





გავიყოთ ვამპირებად და მაქციებად, ქალებად და კაცებად და ვითამაშოთ ომობანა
(ნაწყვეტი ლექსიდან, რომელიც ჯერ არ დამიწერია)




ამასთან, გულახდილად უნდა ვთქვა რომ ძალიან მომწონს ამ გადაცემის უკრაინული ვერსია (ქართული მართლა არ მინახავს, აკი გითხარით ტელევოზორი მივაბრძანე ოჯახიდანმეთქი). მომწონს, როგორ ხალისობენ მამაკაცები და ქალები. მომწონს, რომ უკრაინაში ამ გადაცემისგან ეროვნული ტრაგედია არ შექმნეს. მომწონს, რომ ზოგი ქალი ამაყობს იმით რომ არ იცის რას ნიშნავს "ეკვილიბრისტიკა" მაგრამ აქვს მაგარი ძუძუები, ისევე როგორც ბევრ მამაკაცს არ შეუძლია შვიდის ექვსზე გამრავლება, მაგრამ თავს გამოყვანილი და მკვრივი კუნთებით იწონებს (у всех есть чем гордится).



როდესაც რელიგიურ თანასწორობაზეა საუბარი, ლიბერალები მომარჯვებული ფრაზებით ხმალაობენ - "როგორ უნდა დაგაკარგინოს რელიგია, ერთმა მეჩეთმა ან რომელიმე კანონმაო". მაშინ აქვე ვიკითხავ - როგორ უნდა დაამკვიდროს რაიმე სტერეოტიპი ერთმა სულელურმა გადაცემამ?

და თუ მაინც და მაინც, სულელი კაცების მეტი რა არის - გავაკეთოთ ერთი გადაცემა "კაცების ლოგიკა" _ მაგრამ ვაგლახ რომ თანასწორობას მაინც ვერ აღვადგენთ და ამჯერად კაცები აღმოჩნდებიან "დისკრიმინირებულნი" (რა სიტყვა დავდე :) ) რადგან კაცები ერთმანეთში მხოლოდ კონკურენტებს ხედავენ, ბალანს კი უხეშად დაარღვევდა კდემამოსილადთავგამოდებული "ქალური სოლიდარობა".


P.S. და მაინც - ბნელა, ძალიან ბნელა საქართველოში. სანამ ქართველი კაცები, ქართველი ქალების "მო@#ვნას" არ გადავეჩვევით, არ-ა-ფე-რი ჩვენ არ გვეშველება!

Sunday, March 18, 2012

დახლი სონის მაღაზიასთან

девушки, если у вас нет страшной подруги, задумайтесь...возможно, страшная подруга - это вы..


დიდი კი არაფერი, მაგრამ სანამ დამვიწყებია დავწერ. ის რომ ლამაზი-მახინჯი დაქალის კომბინაცია კლასიკაა, როგორც კარგი და ცუდი პოლიციელი, ისეთივე ფაქტია როგორც მართკუთხა სამკუთხედში ჰიპოტენუზის კვადრატი, რომ არის კათეტების კვადრატების ჯამის ტოლი (აქ, მიზანმიმართულად ჩამოვაცილე პოსტს ქერათმიანები).

ლოგიკას თუ მივყვებით ლამაზ დაქალს აწყობს მახინჯი _ ფონზე გამოკვეთილად მოჩანს. მაგრამ რაში უნდა აწყობდეს მახინჯს ლამაზი? გსმენიათ ყვავილებზე, რომლებიც ლამაზი ყვავილების გვერდით იდებენ ბინას, რათა მწერებმა ისინიც დამტვერონ?

ეს იგივეა, Sony-ს მაღაზიის გვერდით რომ აიღო დახლი, სადაც იაფფასიან "Sanayo"-ს ყიდი _ გაცილებით მეტი შანსია, მყიდველმა რომელსაც სონიზე ფული არ ეყო, შენსკენ შემოირბინოს და იყიდოს ოცნების Made in chine.

მოკლედ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი დიდი ხნის წინ აღმოჩენილ მარტივ ჭეშმარიტებაში _ სამყარო კანონზომიერია.

... და რომელი დაქალი ხარ შენ? :)

Friday, March 16, 2012

3:0

უცნაურია და ცოტა ბავშვურია
ქაღალდის თვითმფრინავივით ჰაერში გაშვებული
თავიდან ფეხებამდე თითქოს გავიჟღინთე _
შენი სათვალე და თმები დაშვებული

სამი საყურე და ერთი მოგონება
ყავის შავ მარცვლებს და ღიმილს დაგიფქვავდი
შურით გამოგჭამეს მზერა გოგოებმა
მაგრამ მე შენს გარდა, ვერც ერთს აღვიქვამდი

თითქოს ცით ნაქსოვი ტანზე პულოვერი
შენი თბილი სუნთქვა, ყელთან გაყუჩული
ალბათ სულ შემთხვევით შეხსნილ საკინძედან
მოჩანს მკერდი ზღვაზე ურცხვად გარუჯული

უცნაურია და ცოტა ბავშვურია
ქაღალდის თვითმფრინავივით ჰაერში გაშვებული
თავიდან ფეხებამდე შენით გავიჟღინთე _
მრგვალი სათვალე და თმები დაშვებული

Saturday, March 10, 2012

რა მოწია დათუნამ?

:))

ნუ, მეტს არაფერს დავწერდი მარა სმაილის ინტერპრეტაციის დედა ვატირე _ ვინ როგორ გაიგებს :)
მე ვუსმენ და მეღიმება, მეღიმება და ე.ი. კარგია. თვისი წრფივი რითმებით, სადღაც ახმეტელის მეტროსთან სახინკლეში ღიპდადებული მუსიკოსის "იამაჰაზე" შესრულებული ქვინის რომელიმე მუსიკის დაკვრისას აყრანტალებული ყალბი ნოტებივით გამომხტარი ურითმობით.

მმ... ჯოკონდა ავტომატით :) ყურს მჭრის, ვეღარ და აღარ ვწერ - უბრალოდ მოუსმინეთ :)









დანარჩენი იხ. იუთუბზე _ ვულკან ბოგრეშელი

კანფენტი


მოკლედ _ მსახიობი, მომღერალი, ექიმი, მეწარმე, ლიდერი, მგოსანი:

Thursday, March 8, 2012

ოშმ

მივმართავ ყველა ქალიშვილის
თუ არის განათხოვარი
თუ გამხდის დაღლილს ნასკებს და
თუ არის კარგი პოვარი

ვარ ოცდა რვა წლის, უცოლო
მალე გავხდები ოცდა ცხრის
ფეხებშუა, ჭიპი, მუცელი,
სხვაგან არასდროს არ ვყოფ ცხვირს

ყველაფრით უზრუნველი და
ფულით უზრუნველყოფილი
მაგრამ არა მაქვს დაჩა და
არც ერთი ავტომობილი

ხასიათი მაქვს _ ზღაპარი
ოღონდ თუ არ ვარ მშიერი
ერთი უბრალო ბიჭი ვარ
სოფლელი, სამტრედიელი

მივმართავ უცნობ ქალიშვილს:
იცი რა, უკვე დამღალე...
ლობიო ამოზილე და
ქალო, ნასკები გამხადე

Tuesday, March 6, 2012

ისევ სიმონი

ძველი პოსტის ქვეშ, კომენტარებში გაზიარებული ვიდეო, ნამდვილად იმსახურებს ადგილს ვიდეოთეკაში:



ვწუხვარ, რომ ჩემი საყვარელი სამეულიდან ვერც ერთი ჩანაწერი ვერ ვიპოვე, მაგრამ მაინც