Tuesday, January 31, 2012

შორს

შენ, სადღაც შორს _
ათასი მეგაბაიტის,
ერთი კარის, ოთხი მდინარის
ცხრა მთის და არცერთი ზღვის
იქეთ
ითბობ გაყინულ თითებს და ტუჩებს
ჭიქით...
წუხელ კი ახალი ზღაპარი
მოვიფიქრე:
თითქოს
ბიტებად დაშლილებს
ოპტიკური ინტერნეტი მიგვაქროლებდა _
ერთი იქა, ნული აქა.

იყო და არა იყო რა,
ინტერნეტზე უკეთესი რა იქნებოდა?

1 comment: