ორივე თვალით
ორივე ხელით
ორივე
ვინაწილებდით
წვეთებად სითბოს
მორჩენილს
ოთხივე ტუჩი
როგორც დარაჯი _
მორიგე
ვხედავდით მთვარეს
ცაზე მორცხვად
გამოჩენილს
ორივე ლოყა
მწვავდა ორივე
ხელისგულს
ფილტვები ჰაერს
ჩუქნიდნენ ცხვირის
ნესტოებს
ვგრძნობდი შენს სხეულს
როგორც ფურცელზე
მელნის სუნს
რომელსაც უნდა
მაგრამ ამ ფურცლებს
ვერ სტოვებს
ათივე თითით
ჩემთვის დაუთვლელ
თმის ღერებს
ვეფერებოდი
თითქოს და მათში
მეძინა
შენი ტუჩები
ამ ღამით ყურთან
მიმღერებს
მაჯას მისინჯავს
შენი თმის შავი
რეზინა
ორივე ლოყა
მწვავდა ორივე
ხელისგულს
ფილტვები ჰაერს
ჩუქნიდნენ ცხვირის
ნესტოებს
რა კარგია <3
ReplyDeleteaxla gemrielad damedzineba :)
ReplyDeleteროგორი თბილი და მყუდრო ლექსია <3 :)))))))
ReplyDelete