Monday, January 9, 2012

ანტიდეპრესანტი

თუ კი ირგვლივ არაფერი გახარებს
თუ კი მოხვდი ბანკების შავ სიაში
თუ კი მხრები მოწყენილმა დახარე
თუ კი თვლი რომ ხარ ღრმა დეპრესიაში
თუ კი უცებ მიეტანე შოკოლადს
თუ კი ნახვა არავის არ გინდება
თუ ყველაფრის გეზარება მოყოლა
თუ დაგფარეს გასარეცხმა წინდებმა
თუ კი არსად აღარ გინდა გაფრენა
თუ კი სახლი შენთვის არის გალია
იცოდე და გახსოვდეს და გჯეროდეს
ყველაფერი უსექსობის ბრალია!

3 comments:

  1. ბანკის შავი სიაც უსექსობის ბრალია? ჰმ :დ

    ReplyDelete
  2. @ბუშკა :)
    თურმე რა რისკები, რის რისკები :) მარტივად გადაჭრადი თემაა :)

    ეგეც, ეგეც :)

    ReplyDelete
  3. ჩემი მარტივი, მაგრამ როგორც ყოველთვის გენიალური ლაშარელა :**
    ძალინა ბევრი ვიცინე :))))))))

    ReplyDelete