Monday, January 30, 2012

ერთი, ერთი, ორი...

ერთი, ორი სამი
სამი კაპიტანი
ვალოდია ლოთი
ნინო პატარძალი

კარგი რამეა კანონი - მარჯვე ხელში ათასი რამის გაკეთება შეიძლება. ასე მაგლაითად: წარმოიდგინეთ, რომ ხელმწიფე ხართ და ზეპირსიტყვიერ კანონებს, ანუ ბრძანებებს გასცემთ.

ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემა გაქვთ? - ბრძანეთ რომ სამეფოს ყოველ მოქალაქეს, მიუხედავად სქესისა, რელიგიური აღმსარებლობისა, ორიენტაცისა და რაღა თქმა უნდა ოჯახური მდგომარეობისა, დღეში სამჯერ, ყოველი ჭამის წინ (შემდეგ დაეზარებათ) ჰქონდეს სექსი!

სამეფოს სიღატაკე და შიმშილი სუფევს? - ეს ხომ უმარტივესია _ ბრძანეთ, რომ ყველამ იშოვოს ლუკმა-პური და გემრიელად დანაყრდეს. ამასთან, ამა და ამ მუხლის, რომელიღაც ქვეპუნქტის თანახმა, ჭამამდე აუცილებელი პირობაა დაკავდნენ სექსით.

ასე შემდეგ და ასე შემდეგ _ შესაძლებლობები შეუზღუდავია.
Китайская императрица У Хоу династии Тан ввела в придворный этикет обычай для того, чтобы возвысить женщину и унизить мужчину. Так как фелляция была символом мужского превосходства, она ввела для придворных обязанность, благодаря которой «облизывание тычинок лотоса» было вознесено до высокого уровня, символизируя пришествие эры женского превосходства. Она заставляла всех чиновников и сановных особ выказывать особое уважение к Её Императорскому Величеству посредством куннилингуса

© wiki

ერთ მშვენიერ დღეს, შეგიძლია თქვა რომ კანონის ძალით, სამეფოს ყველა მოქალაქეს, ერთი დღის განმავლობაში ეკრძალება სუნთქვა, გაღიმება, სახელმწიფოსთვის ყოველ თვე ორი მამლის, სამი თავი ყველის, ერთი საჟენი შეშისა და რამდენიმე ფუთი სიმინდის ჩუქება. ბოლოს და ბოლოს ხელმწიფე ხარ, ვინმე დამპყრობელი ხომ არა _ ვინ ოხერმა გაბედოს და ამას "ხარკი" დაარქვას.
ყოველ ადამიანს ის უნდა მოსთხოვო, რისი გაკეთებაც ძალუძს. ძალაუფლება უპირველეს ყოვლისა, გონიერებას უნდა ემყარებოდეს. თუ ხალხს ზღვაში გადავარდნას უბრძანებ, რევოლუციას მოგიწყობს. მე უფლება მაქვს მორჩილება მოვითხოვო, რადგან ჩემი ბრძანებები გონივრულია.

© ანტუან დე სენტ ეკზიუპერი




***
საქართველოს ყოველ მოქალაქეს, მობილურიდან და ფიქსირებული ტელეფონიდან, ავტომატურად დაექვითება 20, ხოლო იურიდიულ პირებს 50 თეთრი.
აღნიშნული კანონის განხილვისას ერთადერთი კითხვა, რომელიც დეპუტატების მხრიდან დაისვა იყო - უნდა ვთქვათ "ასთორმეტი" თუ "ერთი, ერთი, ორიო"?

4 comments:

  1. დასასრული კარგი იყო :დ აზრსაც ასე თუ ისე ვეთანხმები, მაგრამ რაღაც ისეთი ნაწერია, მეგონა შალვა ნათელაშვილი წერდა :დ

    ReplyDelete
  2. ბუშკა
    შუა ნაწილი ეტყობა თეატრალიზებულად ვერ წაიკითხე :)

    რავქნა, ნუ შემეცით ვაჰ - არ მოგწონს და ნუ მოგწონს :)

    ReplyDelete
  3. გენაცვალე შენ!.. აი, მესმის გამოხმაურება!.. :))) :* :* :* ძალიან მაგრულია.. :))

    ReplyDelete
  4. აუ რამდენჯერ გამლანძღეს ამის გამო და რამდენჯერ გადავამისამართე გილაურთან არ იცით ტქვენ :) ბოლო შედევრი, ამოუწყდა მაგენს ოჯახი ჩემი ოცი თეთრიზა.. :)

    ReplyDelete