Sunday, December 4, 2011

ოცდახუთმა ქართულმა...

ოცდახუთმა რაკეტამ
შენი ფიცი ჩაკეტა 

ამასწინათ, მეგობართან მცირე შეკამათება მომივიდა: მე მწუხარებას გამოვთქვამდი, რომ ახალბედა თუ არც ისე (მოკლედ ფართო მასებისთვის უცნობ) როკ-ჯგუფები ინგლისურენოვან ტექსტებს იყენებენ თავიანთ მუსიკაში, რის გამოც ხშირად ჭირს ემოციების მსმენელამდე მიტანა. ჩემი მეგობარი კი მარწმუნებდა რომ ქართული ენა მოუხერხებელია მსგავსი მუსიკისთვის.

პოლემიკაში სხვებიც (მათშორის რამდენიმე ჯგუფის წევრიც) ჩაერთვნენ _ ნაწილმა აღნიშნა რომ ქართული ტექსტებითაც შეიძლება კარგი მუსიკის შექმნა, ნაწილმა კი კვლავ ქართული ენის მოუხეშაობა და მუსიკასთან შეუსაბამობა დაადასტურა.

მოდით აღარ წავალ სიღმეებში და არ დავიწყებ მოყოლას, რომ "დამარხულ არს ენაი ქართული", უბრალოდ ვიტყვი: ჩემთვის არ არსებობს მოუხერხებელი ენა. ნებისმიერი ენა მოსახერხებელია, რეპისთვისაც, ჯაზისთვისაც, კომპიუტერული ტერმინოლოგიისთვისაც და კოდურ-სოდური აბრევიატურებისთვისაც _ მთავარია, იგრძნო ენა, დაამსხვრო დამკვიდრებული კალკები, ჟღერადობა და დაამკვიდრო რაიმე საკუთარი.




ჩანართი ბავშვობისდროინდელი ექსკურსიიდან:

მწერალი დიდხანს ეძებდა რუსული "პოლოტნოს" შესატყვისს ქართულ ენაში. ამ ძიების დროს ერთხელ მას თვალი მოუკრავს, როგორ კერავდა დედამისი საბანს და ზედ მთელ სიგრძეზე ფერადი ძაფებით პარალელური ხაზები გაჰყავდა. ამ ხაზების დანახვაზე ნიკო ნიკოლაძეს რკინიგზა გაახსენდა და წინასწარ იგრძნო, რომ "პოლოტნოს" შესატყვისი იპოვა. ნიკო ნიკოლაძე ჰკითხა დედას: "რას აკეთებო?", პასუხი ასეთი იყო: "საბანს ვალიანდაგებ, შვილო". მწერალი წუთით ჩაფიქრებულა და მერე უყვირია: "დიახ, ლიანდაგი, რკინიგზის ლიანდაგი!" (ციტატა არ დავარღვიე თორე გაუგებარია რატომ არის ნიკო მწერალი და თავის დროზე ექსკურსიამძღოლმა ამბავი ნიკოს ბებიაზე მოგვიყვა და არა დედაზე).

თუმცა, ექსკურსიამძღოლმა იქვე მოგვახსენა რომ ნიკოლაძეს ელექტრონის, ნეიტრონის და ა.შ. სახელებიც ჰქონდა მოფიქრებული, რომელიც ენაში ვერ დამკვიდრდა (ალბათ ისევე როგორც ყელფანდური, ვიოლინოს ნაცვლად)


მოკლედ, ქართული როკ-ჯგუფების ლირიკაზე კამათი ახალგადატანილი მქონდა, რომ გოგი გვახარიას მორიგი "წითელი ზონა" ვიხილე. მთავარი თემა ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედება იყო.
საუბარი ქართულ მუსიკაში ინგლისურენოვან ტექსტებსაც შეეხო. რაც არ გინდოდეს ნუ დაინახავ და რაც გინდოდეს ცხრამთასიქეთ ხედავდეო (ავტორისეული ანდაზა) სიბრძნის არ იყოს, გადაცემიდან ერთი პასაჟი და განსაკუთრებულად, სტუდიის სტუმარის _ გიორგი ასანიშვილის სიტყვები დამამახსოვრდა: "ნიჭით თუ გააკეთებ, ყელაფერი ყველაფერს უხდება... ინგლისური უფრო ნიღბავს შენს უნიჭობასო".



ეს მოსაზრება სრულიადაც არ გულისხმობს, რომ ქართული კოლექტივის ნებისმიერი ინგლისურენოვანი ტექსტი უნიჭოდ არის შესრულებული ("ყველაფერი ყველაფერს უხდება..."), თუმცა ვთვლი, რომ ხშირად ინგლისურენოვანი ტექსტების გამოყენება იმიტომ ხდება, რომ ბევრი ჯგუფი ქართულ ლირიკას (კარგ, გემოვნებიან ლირიკას ვგულისხმობ) ურბალოდ ვერ ქმნის.


(სიმღრა ჩემი ფლეილისტიდან)


დღეს კი ერთერთ ვოლზე ტაბულა არტის ბმულს გადავაწყდი, სადაც "2011 წლის TOP 25 ქართული სიმღერა" იყო წარმოდგენილი, რომელსაც ტაბულა არტი გვთავაზობს.

ვერ ვიტყვი რომ "ჩემდა გასაკვირად", მაგრამ მშრალი დასაწყისი რომ არ გამოგვივიდეს მოგახსენებთ, რომ ჩემდა სამწუხაროდ "25 ქართულიდან", მხოლოდ 5 სიმღერა არის ქართულენოვანი. აქედან:

  • 1 სიმღრა ჯგუფი - შარქათაქი

  • 2 სიმღერა - ირაკლი ჩარკვიანი

  • 2 სიმღერა - ჯერონიმო



შეკითხვები აღარ მაქვს ბატონო მოსამართლევ... ისე, მოიცა _ ნეტა, ჯერონიმომ ინგლისური თუ იცის?



P.S. ძლიერ ვწუხვარ, რომ ჯერონიმოს დიადი შემოქმედების გვერდით თუნდაც "პორნოპოეზიის" ან "ვიტამინის" ადგილი ტოპებში აღარ დარჩა :)

Gasaberi katsi by pornopoetry


7 comments:

  1. ლაშა ქმ ონ რა :დ
    როცა ეგ ტრეკლისტი დგებოდა, შენ გგონია "აუ ვსო კვოტა გვაქვს 5 ცალი ქართული, დანარჩენი გავბეროთ ძმებო" მოხდა?
    სასაცილოა პროსტა ეს პასაჟი, "ენას გვიკლავენ" :) რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი ათასი ადამიანი უსმენს ამ ქვეყანაში გაკეთებულ ალტერნატივას, და სრული უფლება აქვს ყველას, იმ ენაზე აკეთოს მუსიკაც, რა ენაზეც მისთვის მოხერხებულია. რა დროს ენაზე კამათია, რა შუაშია საერთოდ. მუსიკა იმით ფასდება "Fuck you"-ს იტყვი, თუ "შეგეცი"-ს? ბევრ რამეში კი ძალიან მოუხერხებელია ქართული ენა, და ამაში მემეების კეთებისას დავრწმუნდი, როცა პატარა სხარტი ინგლისური ფრაზა ქართულად მინიმუმ სამი სიტყვით ითარგმნება. არის რაღაცები რაშიც პრეტენზია სასაცილოა :)
    მეორე საკითხია რომ ამ ბენდებს, ვინც ინგლისურენოვან მუსიკას აკეთებს, უფრო დიდი ამბიცია აქვთ ეს ეიგი ვიდრე იმათ, ვინც ქართულად მღერის. მოგეხსენებამ რომ ჩვენს ენაზე მხოლოდ ჩვენ ვლაპარაკობთ, ხოლო უფრო ამბიციური ბენდები ხედავენ თავიანთ გზებს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, და ამისთვის შრომობენ. რატომაც არა :)
    მოკლედ ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, ძალიან სხვაგან ხარ ლაშა, ან მჯიღის ცემას მოეშვი გულზე, ან წადი არ დაიდარდოს ლისტები განიხილე :დ

    ReplyDelete
  2. რადგან პოსტში ვჩანვარ, გამოვყოფ ფეხს და დავსძენ, რომ მაგრად არ მევასება ქართულად ნამღერი Pop/Rock სიმღერა

    ReplyDelete
  3. საერთოდ რა კრიტერიუმებით იქნა შედგენილი ეგ სია? მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ 1–2 კაცის გემოვნებით :)) თუმცა, ზოგი ჯგუფის 25–ში მოხვედრას ვეთანხმები და უფრო წინა ადგილებსაც მივცემდი, მაგალითად zurgi, svansikh ,შარქათაქი .... <3
    "P.S. ძლიერ ვწუხვარ, რომ ჯერონიმოს დიადი შემოქმედების გვერდით თუნდაც “პორნოპოეზიის” ან “ვიტამინის” ადგილი ტოპებში აღარ დარჩა " – ამაში გეთანხმები, თუმცა შენც შეგიძლია გააკეთო საუკეთესო ქართული ჯუგუფების ათეული ან ოცეული შენს ბლოგზე და ჩასვა ქარჩხა და გაბუნია ხუთეულში :დ მაინც ყველაფერი პირად სიმპატიებზეა დამოკიდებული

    ReplyDelete
  4. თანამედროვე ქართველი ახალგაზრდების, ''შემოქმედი'' ჯგუფების, ეწ კრიტიკოსების პრობლემა ის არის, რომ მათ არ იციან ის თემა რაზეც იწყებენ კამათს. მაგალითისთის განვიხილავ პირველი კომენტარი რომ გააკეთა მანქის, არათუ ინგლისურის ქართულის აზრზეც არ არის თორემ არ დაწერდა; " პატარა სხარტი ინგლისური ფრაზა ქართულად მინიმუმ სამი სიტყვით ითარგმნება'' და თან თვითონ წერს fuck you = შეგეცი-ს, I love you = მიყვარხარს, I didn't want to kill him, but I kill him = შემომაკვდა-ა .... და მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რითაც დარწმუნდები, რომ ქართულიც '' სხარტი'' ენაა :D D D

    ყველაფერს , რომ თავი დავანებოთ სიმღერის სათანადო pronounce მაინც არ აქვთ თანამედროვე ქართველებს ... მართალია შალვაზე ცოტა უკეთესად გამოსდით მაგრამ ეს საკმარისი არ არის :d .

    მოუსმინეთ ჩარკვიანის: ხალხს, სულს, მოდი აქ-ს მშვენივრად მოარგო ქართული ენა სიმღერას, ეი შესაძლებელია

    ...და იმ Kung Fu Junkie-ს სოლისტს იქნებ ვინმემ ურჩიოს წითელი ლიფი არ უხდება :D და თუ მიკროფონზე უნდა ჩამოკიდოს, Victorias Secret-იდან მაინც გამოიწეროს რამე შთამბეჭდავი lingerie-ები :))))))

    The End - დასასრული

    ესეც 1 სიტყვით, და უარტიკლოდ შეგიძლია თქვა :)

    ReplyDelete
  5. მანქი
    ქართულ გვართმევენ თუ ინგლისურით უნიჭობას ვნიღბავთ - საკითხავი აი ეს არის :)

    ქართული სისხარტეზე, ძალიან მომწონს ჩემს ზემოთ განთავსებული ვინმე ანონიმუსის ტექსტი :)

    bushka
    ვფიქრობ ოფიციალურ გამოცემას ცოტათი მეტი მოეთხოვება ვიდრე ლაშარელას :) და პლეილისტზე მცირე წუხული მიანც P.S.-სი გამოვთქვი მოკრძალებულად. უფრო ქართული ესტრადის არაქართულენოვანი შეფუთვაა პოსტის მთავარი აქცენტი.

    გვახარიასთან სწორი ფრაზა გაისმა გადაცემაში - ხშირად ვერ დგება ემოციური კომუნიკაცია მსმენელს და შემსრულებელს შორის. ეს ბუნებრივია. მშობლიურო ჩემო ენა - მაინც ასეა და რას ვიზამთ ახლა :)

    ReplyDelete
  6. არა, კატეგორიულად მოვითხოვ, ბერა ჩასვან ლისტში :@

    ReplyDelete
  7. რატომ ხართ ასე შორს დედამიწიდან? რატომ? რატომ?
    http://26.media.tumblr.com/tumblr_lszgdqrUlu1qzyoc2o1_500.gif

    ReplyDelete