Tuesday, June 5, 2007

მამალო...

სოფელში ცხოვრებისას სისხამ დილით ვიღვიძებდი. ეს სოფლის ცხოვრების რიტმით სულაც არ იყო გამოწვეული. საქმე იმაში იყო რომ ყოველ დილით ჩემი მეზობელის შეკივლება მაღვიძებდა. მარტოხელა ქალს ხმის გამცემი არავინ ყავდა...უძილობა აწუხებდა და ყოველ დილით ადრე იღვიძებდა... მისი ერთადერთი მეგობარი მისი ერთგული მამალი იყო... მამალი რომელსაც მეზობლებმა "მამალო" შევარქვით.

"მამალო... მოდი აქ მამალო... " – ამ შეძახილზე ვიღვიძებდით ყოველ დილით (შუაღამეც მოუხდებოდა დროის ამ მონაკვეთს) მე და ჩემი მეზობლის საწყალი მამალო.
დამიჯერეთ ძილი ისე მიყვარს ამ ერთ შეძახილს რომც გავეღვიძებინე ძილს აუცილებლად გავაგრძელებდი მაგრამ ვინ გაცლიდა.

"მამალო... რაქენი დალიე წყალი?"... არვიცი მამალი ამ დროს რას პასუხობდა მაგრამ სულ ცოტახანში ბოლო ხმაზე მესმოდა კივილი "მამალო... მოდი მამალო საჭმელი დაგიყარე"...ცოტაც და ჩამეძინება. "მამალო, რამდენჯერ გითხრა საჭმელს ლეღვის ხესთან დაგიყრი დილით თქო"... მიუხედავად იმისა რომ ამ შეძახილებს საკმაოდ მიჩვეული ვიყავი უცნაური ფრაზები ხანდახან მაინც მჭრიდა ყურს:
  • "მამალო, ტელევიზორი გამორთულია?"
  • "მამალო, შუქი რო მოვა გამაგებინე"
  • "მამალო მეზობელთან გადავდივარ და აბა შენ იცი, დედლებს მიხედე"

ასე გრძელდებოდა ინტენსიური საუბარი მამალთან მთელი დღის განმავლობაში. მიუხედავად იმისა რომ მამალო ჩემი ბავშვობის განუყოფელი ნაწილი იყო ერთხელაც არ მყავდა თვალით ნანახი.

ერთ მშვენიერ დილით კივილმა ჩემი თბილისელი ძმაკაცი – სოლომონი გააღვიძა...

– მამალოოოო... მამალოოო....
ნახევრად მძინარე სოლომონმა დაფეთებულმა გაახილა თვალები
– მოკვდა ვინმე?
– არა, დაიძინე... ჩემი მეზობელი თავის მამალს აღვიძებს...
– არადა პირიქით ვიცოდი
– კი, საერთოდ მამლები აღვიძებენ ადამიანებს მაგრამ ეს გაწვრთნილი მამალია...რეჟიმში ყავს და ყოველ დილით აღვიძებს რომ ფორმაში ყავდეს...

სოლოს გემრიელად გაეცინა მაგრამ...

"მამალო, ლეღვის ხესთან, ლეღვის ხესთან მიდითქო ხო გითხარი..."

– მოიცა ხეებსაც არჩევს?
– ხეებს კი არადა ათის ფარგლებში ანგარიშობს – ვუპასუხე სრული სერიოზულობით.
– ვინ ბიჭო, მამალი?..
– მამალი ეძახე და ხუთი წელია წვრთნის...ეტყობა რეფლექსების დონეზე აქვს გამომუშავებული – სხარტად მოვუძებნე მეცნიერული ახსნა აღნიშნულ ანომალიას.

სოლომ კიდე ერთხელ გაიღიმა და დასაძინებლად გადაბრუნდა მაგრამ ვინ აცალა...

– "მამალო, სადაა ჩემი ჩუსტები..."

უნდა ვაღიარო ფრაზა ჩემთვისაც მოულოდნელი იყო... სოლომონმა ისეთი შეურაცხადი სახით შემომხედა რომ საფრთხე აშკარად ვიგრძენი.

– ჩუსტების მიტანა ასწავლა ერთი თვის წინ და ეხლა თურმე დაათრევს ამ ჩუსტებს მთელს ეზოში...კაი რა მამალია ბოლობოლო რა უნდა მოთხოვო – "კაი რა გაკვირვებული მიყურებ" – ინტერპრეტაციით გავკიცხე მამალოს შესაძლებლობები" – და ეხლა მე გადავბრუნდი დასაძინებლად, იმიტომ რომ სიცილს აშკარად ვერ ვიკავებდი.

ხმაურზე უკან მივიხედე

– რაშვები?
– უნდა ვნახო.
– მოიცა გათენდეს ცოტა...ეხლა მაინც ვერ დაინახავ
– არა მაინც არ დამეძინება
– გათენდეს და ერთად ვნახოთ. თან სხვა რაღაცეებსაც გვაჩვენებს – ვიგრძენი რომ "მამლის ეფექტს" სრულად მივაღწიე.
– უკვე ჩავიცვი
გავხედე, სრულ მზადყოფნაში იყო მოლაპარაკე მამლის სანახავად გამზადებული.
– შენ ჯარში არ გაგიჭირდება ისე – ამის თქმა ძლივს მოვასწარი რომ ჩემი შემდგომი ისტერიული ხარხარი რამეთი გამემართლებინა...

10 წუთში ორივე ჩემს აივანზე ვიდექით, საიდანაც ხელის გულივით მოჩანს მეზობლის ეზო, უფროსწორად კარგად გამოჩნდებოდა მზეს რომ სულ ახალი გამოჩენილი არ ყოფილიყო ჰორიზონტზე.

– სადაა მამალი – ჩურჩულით მეკითხება სოლო
– მე რავიცი. ალბათ სახლში– ჩურცულით ვუპასუხე მეც
– რაუნდა მამალს სახლში?
– შენი აზრით დათვლას საქათმეში ასწავლი მამალს?! ავარჯიშებს.

– ალბათ ყავის მოდუღებას ასწავლის–სოლომ უკან დასახევი გზა მაინც დაიტოვა
– არარსებობს!
– რატო ჩუსტების მიტანა თუ ასწავლა?
– არა, უბრალოდ ჩემი მეზობელი ყავას არ სვამს...

სადილთან ცოტა შეშინებული დედაჩემი გვეკითხება:
– რა სულელებივით იცინოდით დილით აივანზე?
– გაწვრთნილი მამლის ნახვა გვინდოდა – დამასწრო სოლომ
დედაჩემს უკვე საკმაოდ გაოცებული სახეო ქონდა მაგრამ სოლომონმა გააგრძელა
– მაგრად მაინტერესებს ჩუსტები ნისკარტით როგორ მიაქვს

დედაჩემა გადმომხედა მიხვდა საქმე რაშიც იყო და სიცილი ვერ შეიკავა... სოლომონმა დედაჩემს გადახედა მერე მე შემომხედა...ეხლა მანაც მიხვდა საქმე რაში იყო და უცებ სიცილი ვერც მან შეიკავა...

ვიტყოდი რომ ეს ისტორია კარგად დასრულდათქო სოლომონს პირში ჩაი რომ არ ქონოდა დაგუბებული და თან ჩემს წინ რომ არ მჯდარიყო... ამაზე დედაჩემიც და სოლომონიც ხო საერთოდ ჩაბჟირდნენ...

ლირიული გადახვევა:
... მაღლივში მახსოვს ჩემა ლექტორმა ერთ სტუდენტს რომელიც ხუმრობის მეტს არაფერს აკეთებდა ლექციაზე უთხრა – "იცინის ის ვინც ბოლოს გაიცინებსო"... ჩემა ქუთაისელმა კურსელმა ფრაზის დასრულებაც არ აცალა ისე უპასუხა – "მაგი მასე არ ერითმება პატივცემულოო..."

მორალი:
იცინის ის ვინც ბოლოს იცინის...

16 comments:

  1. ბევრი ვიცინე მეც ძალიან, :)ეს იმ დროინდელია ალბათ , სოლომონი გულუბრყვილო რომ იყო და შენ ანცი :))) თქვენს "გაბანკირებამდელ " ხანას ვგულისხმობ რა თქმა უნდა :))

    ReplyDelete
  2. ici ramdeni da ra gulianad vicine???
    :)))))))))))))))))))))))))))))))))))

    ReplyDelete
  3. likuna
    არა, არ ვიცოდი :) მიხარია თუ იცინე :)

    ReplyDelete
  4. მე არ გამეცინა.ის საწყალი ქალი ძალიან შემეცოდა.

    ReplyDelete
  5. მაგრად ვიხალისე, მაგრამ შენ და სოლო გაბანკირების მერე დასერიოზულდით ვითომ? (Think)

    ReplyDelete
  6. მე არა....სოლო არ ვიცი :)

    ReplyDelete
  7. "მამალო ჩემი ჩუსტები სად არის" – ააააააააააააააააააააააააა, ისტერიკა დამემართა :–):–):–):–):–)
    ისა და, ის გონებამახვილი მამალი აღარ არის ალბათ ცოცხალი, ხო? :–):–)
    გადაგეღო ერთი ფოტო. ბევრი იცი მასეთი მამლები? :–):–):–):–):–)

    ReplyDelete
  8. ასეთი საყვარელი და დამჯერი მამლის გაფეისბუქება ნამდვილად ღირს:DDDD

    ReplyDelete
  9. bevri vicine gulianad. marto me ara chemma tanamshromelmac. tan es yvelaferi samtrediashi rom xdeba, radgan samtrediashi vcxovrob

    ReplyDelete
  10. uih...sasiamovnoa tanakalakelebis xilva blogze :)
    ak sxva chanacerebshic aris moxseniebuli chveni raioni :)

    sad mushaobt? ikneb da gicnobt? :)

    ReplyDelete
  11. "მამალო ჩემი ჩუსტები სად არის" – ააააააააააააააააააააააააა, ისტერიკა დამემართა :–):–):–):–):–)
    ისა და, ის გონებამახვილი მამალი აღარ არის ალბათ ცოცხალი, ხო? :–):–)
    გადაგეღო ერთი ფოტო. ბევრი იცი მასეთი მამლები? :–):–):–):–):–)

    ReplyDelete
  12. ასეთი საყვარელი და დამჯერი მამლის გაფეისბუქება ნამდვილად ღირს:DDDD

    ReplyDelete
  13. bevri vicine gulianad. marto me ara chemma tanamshromelmac. tan es yvelaferi samtrediashi rom xdeba, radgan samtrediashi vcxovrob

    ReplyDelete
  14. მაგარი პოსტია რა :დ

    ReplyDelete
  15. მადლობა <3

    ReplyDelete