Friday, June 1, 2007

ომი

თავისუფლად შემეძლო ეს ნაწერი "ომობანათი" დამესათაურებინა, მაგრამ როდესაც წაიკითხავთ მიხვდებით რომ აშკარად შეუსაბამო სათაური იქნებოდა...

იმ ასაკშივართ როდესაც "მანქანობანას" თამაშს და ეზოში ხის თოფებით სირბილი, განწირული ყვირილით "ბახ შენ მკვდარიხარ... მკვდარიხარ ნუ მირბიხარ მეთქი..." მაგრად მოგვბეზრდა...

უბანში ბიჭები ბლომად ვიყავით. არ ვაციე და არ ვაცხელე, დავიბარე ჩემი ქუჩის ბიჭები, და უაკანა ქუჩასთან საბრძოლველად მოვუწოდე (უკანა ქუჩის სახლები არც მეტი არც ნაკლები ჩვენს ეზოებს ესაზღვრება, უბრალოდ ეზოებს კარებიაქვთ მეორე მხრიდან). ენერგია მოზღვავებული მებრძოლები დიდი სიხარულით შეხვდნენ ამ ამბავს. მაგრამ რჩებოდა უკანა ქუჩა... როგორ მიიღებენ ჩვენს გამოწვევას... გადავწყვიტეთ ომი გამოგვეცხადებია.

ომის გამოსაცხადებლად საგულდაგულოდ შეკაზმული ორი რაინდი გავემართეთ. სხვა მებრძოლებმა ვაჟკაცურად დაგვითმეს როგორც გმირებს რჩეული იარაღები – ტაფის სქელი რკინის ტარი და დაჟანგული არმატურა.

ომის გამოსაცხადებლად უკანა ქუჩის ბელადთან მივედით (ბელადი სინამდვილეში ჩემი ბიძაშვილი –საბა იყო).

ჩვენ ომს გიცხადებთ. ხვალ საღამოს გელოდებით. ქუჩაშიც ფრთხილად იარეთ – გავაფრთხილე ბელადი.
საბამ ხელიდან ტაფის ტარი გამომგლიჯა და ისე მოისროლა დიდი ეჭვი მაქვს ჩვენი მეზობელი ლედი, მეორე დღეს ტყუილად აბრალებდა თავმოგლეჯილი ინდაურის სიკვდილს თავის ძაღლს.

ბანაკში ცოცხლად დაბრუნებულ მეომრებს თანამებრძოლები დიდი სიხარულით შეგხვდა. ომი გამოცხადებულია, გამოწვევა მიღებულია. მზადება უნდა დავიწყოთ.

პირველ რიგში შტაბი იყო საჭირო. მეზობლის ტყემლის ხე იდიალური აღმოჩნდა მშენებლობისთვის. 2 საათში ტყემლს ხეზე ბრძოლისთვის საჭირო ყველა ნივთი იყო – 100 ქვა, 5 ლაგარტკა, სარკე (რისთვის აღარ მახსოვს), ბინტები, ბამბა და იოდი.

მაგრამ იყო ერთი საფრთხე– ომში წასულ მეომრებს შტაბი თავისი ქონებით უმეთვალყურეოდ უნდა დაგვეტოვებინა და შესაძლოა კონტრდაზვერვაზე მოსულ მოწინააღმდეგეს აღმოეჩინა. ამიტომ კაგრი დაცვა იყო საჭირო. არვიცი საიდან მაგრამ ერთერთმა თანამებრძოლმა მგლის ხაფანგი მოიტანა და შტაბის ქვემოთ დაყრილ სილაში საგულდაგულოდ დამალა (...და რატო არავის არ გაგვახსენდა რომ ტყემლის ხე საქათმეში იყო განთავსებული ვერგეტყვით)...

...უკვე ბნელდება. საომარი პოზიციები ყველას დაკავებულიაქვს.ირგვლივ გამყინავი სიჩუმეა (რათქმაუნდა ბირჟაზე შეკრებილი კაცების ხორხოცს არ ვთვლი რომლებიც დომინოს თამაშობდნენ გამწარებული)...

მოწინააღმდეგე მოულოდნელად გამოჩნდა... წინ ბელადი მოუძღვოდათ... პირველი რაც თვალში მომხვდა იარაღი ვერცერთს ვერ შევნიშნე... ცოტახანი ვაცადეთ სანამ ახლოს მოვიდოდნე და ცეცხლიიიიიიიიიი.... ქუჩაში ქვების წვიმა წამოვიდა. მაგრამ მამაცი მოწინააღმდეგე მტკიცე ნაბიჯებით მოდიოდა ჩვენსკენ და გზადაგზა ქვებს იცდენდა... ის ის იყო მტერი ჩვენს ფლანგს გაარღვევდა რომ მთელი კონცენტრაციით ბელად კოჭში დავუმიზნე არცისე მომცრო ზომის ქვა და ...

... როგორც მერე გავარკვიეთ საბას ღრიალი მეზობელ ქუჩებშიც კარგად გაიგონეს. გამწარებული მომვარდა, ლაგარტკა დამიმტვრია და ისე მომიქნია გამწარებულმა რომ რამოდენიმე წამი მოვუნდი გარჩევას სად იყო ცა, მიწა და როგორ უნდა ავმდგარიყავი ფეხზე...

არმიამ უკან დაიხია... დაჭრილი მეომრები შტაბს მივუახლოვდით მაგრამ ჩოჩქოლი შევნიშნეთ... დაზვერვაზე გაშვებულმა მეომარმა გაარკვია რომ მგლის ხაფანგში კინაღამ ეზოს მეპატრონე მოყოლილა და სასწაულებრივად გადარჩენილი, ცდილობდა გაერკვია ვის უნდოდა მისი უფეხოდ დატოვება.

სახლებში დავიშალეთ... საბრძოლო აღჭურვილობა მოვიხსენი, მოვწესრიგდი და ტელევიზორის საყურებლად დავჯექი...თუმცა თვალწინ ბრძოლის სცენები მედგა...

ცოტახანში საბას დედა გადმოვიდა... რომეო საბა წაქცეულა და ფეხი იტკინა, მანქანით ექიმთან უნდა წამაყვანინოო...

სასწრაფოდ გავაქანეთ საბა საავადმყოფოში... კიდევ კარგი მოტეხილობა არ ქონდა... ისედაც გასიებული ფეხი, ბინტებში გახვეული რო დავინახე რამხელა იყო მივხვდი რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ მეწერა...

უკანა გზაზე საბას გასიებული ფეხი მუხლებზე მედო ... ფეხზე ხელი მოვუთათუნე და ამოვიოხრე – რა ცუდია რო იტკინე, ხვალ შენთან ერთად ომობანა მინდოდა მეთამაშათქო...

საბამ სიცილი ვეღარ შეიკავა ... ვერც მე...

2 comments:

  1. gulianad vicine :D laRAd wer da momwons. axla vxvdebodi, ras gulisxmob frazashi - titidan gamowovili :d es ashkarad ert amosuntvqze dawere. mamlis sketchi ki, namdvilad raime jildos Rirsia:D

    ReplyDelete
  2. რა კარგი იყო.ასე მეგონა ბიულერბიუელი ბავშვების მერომელიღაცე თავგადასავალს ვკითხულობდი. მახსოვს, პატარაობისას საახალწლო ზეიმზე წაგვიყვანეს. გზაში შემთხვევით ჩემი დეიდაშვილი წავაქციე და შუბლი გაუტყდა, ვიღაც ფორმიანმა ბიძიამ წაგვიყვანა პოლიკლინიკაში თავისი მანქანით, ალბათ ინპექტორი ან რამე ეგეთი იყო და მაშინ მეგონა, რომ როცა ჩემი დეიდაშვილის მოვლა-პატრონობას მორჩებოდნენ, ის კაცი მომიბრუნდებოდა და დამაპატიმრებდა, ვუყურებდი სევდიანი თვალებით დედაჩემს, თან ჩემი დეიდაშვილიც მეცოდება, თან ჩემი თავიც, საახალწლო კონცერტს ვინ ჩივის მალე ციხეში ჩამსვამენ. ძალიან კი ვინერვიულე,მაგრამ საბდნიეროდ გადავრჩი და კონცერტის მეორე მოქმედბასაც მივუსწარით :)

    ReplyDelete