ანუ, შესავალი "მე ლონდონში ვსწავლობდის" სტილში, რადგან "ვინმე მესხი მელექსე" კი არა, დისტანციური საბანკო პროდუქტების სპეციალისტი, დეველოპერული კომპანიის ერთერთი დამფუძნებელი და User friendly ინტერფეისების (ქართული რეალობისთვის) არც თუ ისე ცუდი მცოდნე გეხმიანებათ.
საქმე იმაში გახლავთ, რომ დღეს დავპორტირდი მაგთიდან (ბანიდან), ქსელში რომელიც სტუდენტობისას მქონდა. რატომ? - მრავალი მიზეზის გამო: ნეგატიური განწყობა იყო მაგთის მიმართ, რომელიც სტუდენტობიდანვე აღქმული იყო ჩემთვის როგორც "ძვირი" ოპერატორი, რომელსაც ქონდა ხარისხი და ამ ხარისხის სანაცვლოდ უდიერად და უხეშად (ხისტად) ეპყრობოდა თავის მომხმარებლებს. ამასთან 1000 სმს პაკეტის შეძენამ მომხიბლა, რადგან სმს კომუნიკაციას ხშირად მივმართავ.
მოდით, სხვა გულისწყენებზე პოსტის ბოლოს ვისაუბრებ, მანამდე შევეცდები ჩემი პროფესიონალური მოსაზრება გაგიზიაროთ, უცხო თვალით დანახულ ჯეოსელს:
1. ყველაზე დიდი კატასტროფა - ათას ნომრად დაშლილი USSD მენიუ. ინტერნეტ პაკეტის შეძენა აქტივაცია ცალკე ნომერზეა. სმს პაკეტები ცალკე, დავალიანების გაგება სულ სხვაგან და ა.შ. თუ თქვენი მომხმარებლები იდეალური მეხსიერებისანი არიან, ღმერთმა გიმრავლოთ - მაგრამ მე ერთი გონებაგადაღლილი ახალგაზრდა ვარ, რომელიც რამდენიმე რემაინდერს იშველიებს რომ დილით ჭამა, შუადღისას შეხვედრა და საღამოს დედის დაბადების დღე არ დაავიწყდეს.
მართალია ჩემმა მეგობარმა ფეისბუქზე *180# გამიზიარა და ის იყო თვალები ამენთო, აღმოჩნდა რომ აქ უბრალოდ "შევახსენებ" ჩემ თავს, ამა თუ იმ კოდს.
კარგი იქნება ერთიანი, ცენტრალიზებული მენიუ იყოს, საიდანაც პირდაპირ აქტიურ ოპერაციებს შევასრულებ, ამასთან ვგონებ საჭირო არ არის, ამდენი დამოწმება (ანუ დამატებით კითხვა უნდა თუ არა შეძენა) გარკვეული ოპერაციის შესასრულებლად. მომხმარებელმა თუ 4 დონე გაიარა, რომელიღაც სერვისამდე ჩასასვლელად, მას ნამდვილად უნდა ე.ი. პაკეტის შეძენა.
2. sms.ge - მომიტევეთ მაგრამ აქ კონკურენტი ნამდვილად გჯაბნით.
- sms ნებისმიერი მიმართულებით
- არანაირი ქაფჩა გაგზავნის წინ (იდენტიფიკაცია გავლილ მომხმარებელს ჯობია რომ შეზღუდული ლიმიტი ქონდეს სმს-ების და ქაფჩა მოხსნათ)
ამასთან, პაროლის შესაცვლელად ზედა პანელში ინსტიქტურად "პარამეტრებს" დავაჭირე. ოოპს 404 გვერდი. იქნებ შეამოწმოთ აღნიშნული გვერდი.
3. http://www.issa.ge - ვებ პანელი მხოლოდ 77 აბონენტებისთვის. რატომ? ლაილაი ახალგაზრდებზე გათვლილი სერვისია და მათ არააქვთ წვდომა ინტერნეტზე თუ რაიმე უფრო აფსურდული არგუმენტი არსებობს ნეტა?
4. თქვენთვის ცნობილია ისეთი ცნება როგორიც არის კონკურენტული უპირატესობა. გიფიქრიათ იმაზე რომ iPhone-ს და ანდროიდის მომხმარებლებს ცალკე ჯეოსელის აპლიკაცია შესთავაზოთ, რომლიდანაც იოლად მოახერხებს კლიენტი იდენტიფიკაციას ცენტრალიზებული (ანუ SSO) ავტორიზაციის სქემაზე დაყრდნობით და საიდანაც მარტივად შეძლებს თავისი ანგარიშების მართვას? (სხვათა შორის ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი რომ ჩვენი კომპანია მსგავს სერვის გაგიწევთ სურვილისამებრ)
რაც შეეხება სხვა - მცირე გულისწყრომებს:
[მოცემული აბზაცი დაექვემდებარა ცენზურას - არ მინდა ჩემი პოსტის გამო, კონკრეტულმა თანამშრომლებმა აგოს პასუხი]
აი, ეს ყველაფერი ჩემთვის გაუგებარია. გაუგებარია რა საჭიროა ამდენი პაკეტი, ასეთი ჩახლართული. ყოველი შემთხვევისთვის ერთ ძალიან საინტერესო სტატიას გაგიზიარებთ, სადაც საუბარია იმაზე, როგორ იღლება ადამიანი არჩევანის გაკეთებისას.
დასასრულს, იმედია თქვენ (როგორც არაერთხელ მომხდარა) მაინც არ გეგონებით, კონკურენტის "დაფინანსებული ბლოგერი", რომელიც მიზნად თქვენს დისკრედიტაციას ისახავს (კრიტიკული შენიშვნები გამოსავალითურთ და ახალი იდეები, კონკურენტის ხელწერას არ უნდა გავდეს - არა?) . ავღნიშნავ, რომ ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც თქვენი სერვისით სარგებლობს და ძალიან კმაყოფილია!
მე კი მომდევნო ერთი თვე, პორტირების პირობებიდანვე გამომდინარე დავაკვირდები "ჩემს ქსელს" - დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ბევრ პოზიტივს აღმოვაჩენ. მანამდე კი ყოველი შემთხვევისთვის, ერთ სახარებისეულ იგავს - "უძღები შვილის დაბრუნება"-ს გადავიკითხავ.
ყველაფერი ლარი რომ ღირდა ამ ჯეოსელში ავდექი და გადავპორტირდი.. მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ კორპორაციული 77 შემტენეს სამსახურში და მაქვს ასე უფასო ზარებისთვის.. საერთოდ არ ცდილობენ მომხმარებლებისთვის სერვისის გაუმჯობესებას.. რატომ უნდა ჩავრთო თვეში ერთ ლარად შიდა ქსელში იაფად დარეკვის ფუნქცია, როცა ძალიან მარტივად შეუძლიათ უფასო იყოს ჩართვა და იაფად საუბარი ყველა აბონენტს შეეძლოს? ამით ხო უფრო მეტი დარეკავს და ისაუბრებს? ვითომ ლარზე მეტს არ დახარჯავენ??? აი მე დავხარჯავდი.. ხოდა არ უნდოდათ და იყვნენ ეგრე.. :) ჯეოსელში აღარ დავბრუნდები.. გაბრაზებული ვარ უკვე 1 წელზე მეტია.. :))
ReplyDeleteბოლო–ბოლო, გიპასუხეს რამე?
ReplyDeleteარ ვიცი, ჩემი პასუხი ჯანდაბას - მე უბრალოდ კეთილი რჩევები მივეცი.
ReplyDeleteისე, უნდა ავღნიშნო რომ დამირეკე ჯეოსელიდან. თან დამდენჯერმე. რაღცეებში გამარკვიეს და ის აქციაც ხელახლა შემომთავაზეს, რომელიც ჩართვისას რატომღაც ვერ გავიაქტიურე.
მე მაინც ვრჩები მაგთის (ბალის) ერთგული აგერ უკვე მერვე წელია<3
ReplyDeleteაქ დაპოსტვა დამებედება.. :) გილოცავ ახალ წელს, ბედობას და წარმატებულ წელს გისურვებ!.. :)
ReplyDeleteლაშა კაი სალამი,
ReplyDeleteზოგადად სასიამოვნოა როცა ნათქვამს შედეგი მოჰყვება ხოლმე~
http://www.lasharela.com/2012/12/geocell.html#comment-form
თუ არა დოქტორმა ეპპმა, რა უნდა გავაკეთო, რომ ჩემი ქორწინების სიხარულის აღდგენა გავაკეთო, კარგი ღმერთი აკურთხებს დოქტორ ეპპს, რომ მე დამეხმარებინა ჩემი ქმარი, რომელიც 2 წლის შემდეგ გამიყვანა. თუ გადის გაწყვეტის, დოქტორი Ekpen არის სრულყოფილი გამოსავალი თქვენთვის. საკონტაქტო მას დღეს (ekpentemple@gmail.com) ან whatsapp +2347050270218.
ReplyDelete