დიახ, აი ასე მარტივად არის საქმე - არანაირი დეგრადირებული ქართული გენი და კულტურა.
ასე მაგალითად:
- ქართველებს გვგონია რომ ნოკიას ზარი ძალიან უხდება საკვირაო წირვას ან ბეთჰოვნის კლასიკურ კონცერტს - წინააღმდეგ შემთხვევაში მობილურს ხმას აუცილებლად გავუთიშავდით
- საავარიო სიტუაციების რისკი, მანქანაზე დაკრული ჯვრებისა და უფალო შეგვიწყალენის პირდაპირპროპორციულად იკლებს.
- გზებზე დატანილი თეთრი ხაზები თამაშის ნაწილია, რომლის თანახმად უნდა შეეცადო, რაც შეიძლება დიდხანს მოიქციო ზოლი ბორბლების შუაში.
- მიწისქვეშა გადასასვლელები ოდესღაც ააგეს, მარიოს თამაშის მსგავსად, ზემოდან გადასვლისას კი მძღოლს შანსი აქვს დაგეჯახოს და აიღოს ბონუსქულა (აღებული ბონუსქულები საქარე მინის ზედა მარჯევნა კუთხეში იწერება).
- მძღოლებს გონიათ რომ ტროტუარები, ეს უბრალოდ ვიწრო გზებია, რომლებიც შვიდმა ჯუჯამ ააგო ოდესღაც პატარა მანქანებისთვის (მაშინ ჯიპები არ იყო, ასე რომ ახლა შეიძლება)
- რომ შუქნიშანზე ანთებული ფერებიდან, შენთვის სასურველი უნდა აირჩიო გზის გადასაკვეთად
- რომ კიბორჩხალა მცენარეა! (როგორმე ფეისბუქზე განმიმარტეს - თურმე სისხლი არ ქონია და "შეიძლება")
- რომ ფეისბუქი ერთადერთი სოციალური ქსელია (რა თქმა უნდა "ოდნოკლასნიკის" შემდეგ)
- რომ "იმპორტული" ყველაფერი ჯობია _ მათ შორის ფონტი!
- რომ მისი სტუდენტი შვილი საოცრად ნიჭიერი და წარმატებულია ცხოვრებაში, მაგრამ "ბავშვს მაინც მარტო ვერ გაუშვებს უცხო ქალაქში" _ დრაკულას არ სძინავს!
- რომ მილიონ ხინკალს თუ შეჭამ ცხოვრება თავიდან იწყება
- რომ დიდი ღიპი ერთადერთი საშუალებაა ვერ დაინახო პატარა პენისი
- რომ სისულელეს დაწერ, ფეისბუქზე დააშეარებ და აუცილებლად დაგილაიკებენ
:) როგორ არ დაგეთანხმო.. :)))
ReplyDeleteროგორი სიამაყით წერია სიტყვა "სამარხვო"
ReplyDeleteპირდაპირ ყვირის.
როგორც ჩანს ძალიან დიდხანს, ფიქრობდნენ და მუშაობდნენ ამ საკითხზე და ბოლოს როგორც იქნა მიაგნეს და ახლა ამას ისე აფიშირებენ, თითქოს რაიმე უკურნებელი სენის წამალი აღმოეჩინოთ. :)
მიყვარს ეს ქვეყანა :)
თქვენ 2 რომ არა, ამ ბლოგს არც1 კომენტარი არ ექნებოდა :)
ReplyDeleteთექნიუ ქართული აქცენტით :)
გაიხარე შენ ძალიან!.. ;)
ReplyDelete))) am chamonatvals kide gavagrdzelebdi shennairad cera ro vicide))
ReplyDeleteკიბორჩხალას სამარხვო ხინკალი, ვაიმე :(
ReplyDelete