Saturday, December 15, 2012

ასტროლოგიურად დადასტურებული

როგორც კეცის მჭადები
როგორც წყალი ჭის
როგორც ჩემი ბებია
ხაჭაპურებს ჭრის
როგორც ცაზე ღრუბელი
როგორც ჩრდილი ხის
და გადაუღებელი
თქეში - როცა წვიმს

ნაკვერჩხლებზე ჩაკმევა
ამოზილვა ღომის
მონა-ტრებებ-თან ბრძოლა
და წაგება ომის

როგორც დილის ჰაერი
შენი სოფლის ბოლოს
და წვეთი - სხვანაირი
ჯერ არ დამდნარ ლოლოს...

როგორც კეცის მჭადები
როგორც წყალი ჭის
როგორც ჩემი ბებია
ხაჭაპურებს ჭრის

მე არაფერს ველი და
არც არაფერს გპირდები
არაფერი...უბრალოდ
ჰაერივით მჭირდები




4 comments:

  1. პროტოკოლის თანახმად მეორე კომენტარი ჩემი უნდა იყოს :)
    მე არ მომეწონა :)

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობ რომ პროტოკოლს იცავ :D

      Delete
    2. პროტოკოლის თანახმად აქ ეს უნდა დამეწერა: ":*", მაგრამ ისევ და ისევ ვიტყვი, რომ მე მომწონს ეს ლექსი!.. :)

      Delete