მზიანი დილა და უშენოდ ბალიში
შენი ხალათი და მხარი შიშველი
იცოდე, უცებ შეკრულ თმებს თუკი გაიშლი
მეც ვეღარ გიშველი
სხივებმა ფანჯრები ოქროსფრად შეღება
კედლებზე ირწევიან ფოთლების ლანდები
მიყვარხააააააააააააააააააააააააააააააააააარ
ისეთ ხმაზე ვიყვირებ ამ სიტყვას
რომ ამოვიგლიჯო ყელიდან გლანდები
შენ თმებს შევისუნთქავ და ვიფრენ ღრუბლებში
თითქოს და შენი თმები, ქათქათა ფხვნილია
უსაფრთხო კაიფი? სხვების არ ვიცი და
ჩემთვის კარგა ხნის წინ გამოგონილია
მზიანი დილა და უშენოდ ბალიში
შენი სამი ხალი და მკერდი შიშველი
იცოდე, უცებ შეკრულ თმებს თუკი გაიშლი
იმდენს გაკოცებ რომ , მეც ვეღარ გიშველი
არ მიყვარს შენი ლექსები, კომენტარების გარეშე :)
ReplyDeleteმადლობა :) არც მე :)
Delete