Friday, November 2, 2012

სსსსს...

სხვისი სახლი
ბინა
სუსხი სისხამ
დილის
მწვანე ჩაის
ისხამ
ჭიქა თხელი
მინის

ბინა
სახლი სხვისი
დილა
სუსხი სისხამს
გადახრილი ის ხე
კარალიოკს ისხამს

მინა
თხელი ჭიქა
შენ - სუსხიან სისხამს
ელვამ დაიჭექა
თითქოს ჭედავს ხის სკამს

სხვისი სახლი
ბინა
სუსხი სისხამ
დილის
მწვანე ჩაის
ისხამ
ჭიქა თხელი
მინის


2 comments:

  1. ჩაი გაგვიცივდა.. :))

    p.s. ლექსი როგორც ყოველთვის, მომეწონა!.. პოზიტიური მოაქვს.. :))

    ReplyDelete