Saturday, November 10, 2012

DREAMING KILLS!


კეთილი იყოს ჩემი ფეხი ლაშარელას ბლოგზე :)

ყურადღებით წაიკითხეთ ყველამ, ვინც სკეპტიკურად იყო განწყობილი "უკან დაბრუნების" თემის მიმართ და იგივე პათოსით აგრძელებს:


 არ ვიცი, შენ "უკან დაბრუნება" როგორ წარმოგედგინა, ალბათ ერთ დღეს უნდა გამორთულიყო შუქი, გაზი, აეყარათ ასფალტი, დაენგრიათ შენობები, გამოეშვათ ციხიდან ყველა, ქუჩაში ავტომატიანებს ერბინათ, სახლში პარკეტი აგვეყარა და დაგვეწვა გასათბობად, რუსული გამოცხადებულიყო სახელმწიფო ენად და ოფიციალურად გავმხდარიყავით რუსეთის გუბერნია და ა.შ.

მაგრამ:

  • ციხიდან "პოლიტპატიმრების", მმკ-ს ბოსის, ღარიბაშვილის და სუბარის ნათესავების გამოშვება (მაშინ, როცა ერთ-ერთი გავლენიანი მინისტრის მოადგილის ძმა ციხეში იჯდა და ზის და არავის პოლიტპატიმრად არ ჩაუთვლია)
  • გაჩეჩილაძის ვაჟის 5000 ლარიანი გირაოთი გამოშვება, როცა ადამიანი დაჭრა (შეგიძლია გადახედო სისხლის სამართლის კოდექსს, რა მუხლს ითვალისწინებს ეს ქმედება), მაშინ როცა გენ.შტაბის უფროსს და მეოთხე ბრიგადის უფროსს (ახალაიას შეგნებულად არ ვახსენებ) 333-ე მუხლით (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება), ვაშლის გათლის დროს თანამშრომლის გინებისთვის, მხოლოდ მოწმის ჩვენების საფუძველზე, ასამართლებ,
  •  ზემოთ ნახსენები მიზეზის ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადება (გაუკვეველი ვადით),
  • მოროშკინას (მის გარეგნულ იმიჯზე არაფერს ვამბობ, მხოლოდ ჩანგლის და არტილერიის ნაწილზე ვსვამ აქცენტს) სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩევლად ნიშნავენ,
  • სახელმწიფო ორგანიზაციებიდან დეპ.უფროსების, სამმართველოს უფროსების, რიგითი კადრების უარგუმენტი გაყრა, მაშინ როცა ბატონი პრემიერი გასცემდა დაპირებებს, რომ პოლიტიკური თანამდებობების გარდა სამსახურიდან არავის გაუშვებდნენ (შეგახსენებ "პოლიტიკურ თანამდებობად" განიხილება მინისტრი და მისი მოადგილეები და არა პოლიტიკური სიმპატიის მქონეები )
  • "ქართული ოცნების" აქტივისტების (კონკრეტულ მაგალითებს მოგიყვან, თუ დაინტერესდები), შევარდნაძის დროინდელი მაღალჩინოსნების, კორუმპირებულობის და არაპროფესიონალიზმის გამო სამსახურიდან გაშვებულების მასიური დაბრუნება სახელმწიფო ორგანიზაციებში,
  • რელიგიური კონფლიქტის დროს იუსტიციის მინისტრის მიერ "დედა ეკლესიის" გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლეს ინსტიტუციად გამოცხადება და ბესელიას მიერ (ამის თანამდებობა არ მახსოვს) "არამართლმადიდებლებმა სახლებში ილოცეთ" პათოსით ორივე მხარის პარლამენტში საქმის გასარჩევად დაპატიჟება (აქვე ზეობიექტური მეცხრე არხის მიერ აშკარა ტყუილის გავრცელება იმ თემაზე, თითქოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ლოცვები აღარ გაიმართება)
  • ფინანსთა მინისტრის მიერ 200 მილიონიანად გამოცხადებული ბიუჯეტიდან პრემიერ მინისტრის მიერ 80 მილიონის ჯიბეში ჩადება,
  • ქვეყნის პირველი პირისთვის დაფინანსების შემცირება, ჯერ გადადგომის მოწოდება, მერე რეზიდენციიდან გამოსახლების, პარლამენტში არაკოლეგიალური დამოკიდებულება (უმცირესობის კანდიდატურის ჩაგდება, მაგალითად), საქართველოს მიღწევების უგულვებელყოფა, თითქოს ეს მხოლოდ მიშას მიღწევა იყოს, ქალაქის მერის მთავრობის სხდომაზე არ დაშვება "როცა საჭიროდ ჩავთვლით დაგიძახებთ" მოტივით, მაშინ, როცვა 60 000 ცოსიალურად დაუცველი ადამიანის საკითხია გადაწყვეტი და შესათანხმებელი (მერიისთვის დაფინანსების შემცირებაზე არაფერს ვამბობ ზუსტად ვერ გავერკვიე რა და როგორ მოხდა), კონსტიტუციისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების მასიური არცოდნა ("პირველი პირი მე ვარ და სასახლე ჩემია", "სუბორდინაცია დაიცავით" და ა.შ.)
  • კანცელარიისთვის დაფინანსების გაზრდა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის 50-დან 10 მილიონამდე შემცირების ფონზე,
  • საპატრიარქოსთვის დაფინანსების გაზრდა ბოდიშის მოხდით, რომ ამ ეტაპზე მეტი ვერ შევძელით,
  • იუსტიციის სახლების, საბაჟოების და თითქმის ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის შეჩერება, "ხიდს დავანგრევთ, პარლამენტში საკონცერტო დარბაზს გავაკეთებთ, რიყეზე "დედა ზოიას" დავაბრუნებთ" პათოსით,
  • მინისტრად კახა კალაძის (ნიჭიერი ბიჭია) და ლევან ყიფიანის (ჯერ არაფერი გაუკეთებია, მაგრამ კაი მამის შვილია) დანიშვნა - სხვა საკამათო სუბიექტებს შეგნებულად არ ვასახელებ.
  •  სახალხო დამცველად ნინა ხატისკაცის, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ქართული ოცნების ერთ-ერთი შტაბის უფროსის ცოლია, ერთპიროვნულად, "სამოქალაქო საზოგადოების" ჩართულობის გარეშე, დასახელება,
  • კრიმინალის, ნეპოტიზმის და კორუფციის დონის მკვეთრი მატება - ამის კონკრეტული ფაქტებიც მაქვს, მაგრამ დაიდება იმ კვლევების შედეგები, რომელსაც "მოტყუებული ევროპა" ატარებს ხოლმე და გამოჩნდება უფრო ზუსტად.
  • რუსეთთან ბაზრის გახსნაზე, ჟენევის ფორმატის ალტერნატიული მოლაპარაკების ფორმატის შექმნაზე, რკინიგზის გაყვანაზე აფხაზეთთან და სხვა საკამათო თემებზე არ დავწვრილმანდები, დაველოდოთ და ვნახოთ რა იქნება.
  • არც ბიუჯეტის პროექტს ჩავუღრმავდები, სადაც არ არის გათვალისწინებული არცერთი დაპირების შესასრულებელი თანხა - როგორც მინისტრმა თქვა, საიდანღაც კიდევ გამოიწურავენ ამ ფულს, ვნახოთ. 


 თუ:

  • 3 კვირაში ეს ყველაფერი უკან გადადგმულ ნაბიჯებად არ გეჩვენება, 
  • რამე არგუმენტაციას ხედავ, ან ლოგიკას, ამ ქმედებებში, 
  • არგუმენტად იმის მოყვანას აპირებ, რომ მიშაც ეგრე შვებოდა (ეგრე რომ შვებოდა და უკეთესი რომ გვინდა, იმიტომ შევცვალეთ, ხო?) 
  • ან იმის, რომ მე სუბიექტური ვარ და ამიტომ მეჩვენება რაღაცეები, და სინამდვილეში სულ სხვანაირად არის, ანუ ისე, როგორც შენ გგონია სწორი, 
  • გგონია, რომ ნატოს კომიტეტის გადადება არაფერს ნიშნავს და იმ ადამიანების დაკავება, ალასანიას პირადი ამბიციის გარდა, ამ მიზანს არ ემსახურებოდა, 
  • აპირებ მითხრა, რომ ამდენს არ წაიკითხავ, იმიტომ რომ მაინც ყლეობა იქნება, 


 მაშინ:
ჩვენს კამათს აზრი არ აქვს ამ თემაზე არც ეხლა და არც უახლოეს მომავალში, და ჯობია, ერთმანეთის დროს მოვუფრთხილდეთ :)

5 comments:

  1. პათოსს ვეთანხმები, თუმცა 80 მილიონის ჯიბეში ჩადებაზე გამეცინა რატომღაც, ოზიკას სიტყვებია მგონი ივანიშვილი დედა ვატირე ამ ქვეყანას ერთი თეთრი მაინც რომ დაახარჯა იმიტომო.

    ჰოდა ადრინდელი ხელისუფლება და დღევანდელი ოპოზიცია მეცოდება კიდე ძალიან, რაც არ უნდა გააკეთონ ახლებმა ხალხს ყოველთვის ექნება სათქმელი რომ ისინიც ასევე ან უარესად იქცეოდნენ და ეს მოსაზრება არც თუ ისე საფუძველმოკლებული იქნება. :)

    ReplyDelete
    Replies
    1. 6-10 თვეში აღარავის გაახსენდება ეგ, სამაგიეროდ "ახლების სიკეთეები" იქნება მიმდინარე მოვლენები :)

      Delete
  2. საღოოლ!!! +1

    ReplyDelete
  3. რატომღაც ისტერიკას ველოდი ამ პოსტის ქვეშ "აბა მიშა ჯობდა" პათოსით :D

    მადლობა ყველას :)

    ReplyDelete
    Replies
    1. ჩაგივარდა კოვზი ნაცარში :(

      Delete