Friday, February 24, 2012

ყვითელი ბლოგი

აღარც მახსოვს ვწერდი თუ არა რომ ოდესღაც, ბანკებში მუშაობით დაღლილმა მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ დაგვეფუძნებია ვებ-დეველოპმენტ კომპანია, რომელსაც ჰელიქსი დავარქვით. ჩვენ არ გვყავდა მდიდარი მამიკოები, ედმუნდ აბაშიძისგან განსხვავებით არავის დაუტოვებია განძი და ლატარიებსაც დიდად არ ვწყალობთ. ასე რომ ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიხდა.

ყველაფრისთქო ვამბობ, მაგრამ მხოლოდ ფინანსებს ვგულისხმობ. არ გვქონდა ფინანსები, მაგრამ გვქონდა და გვაქვს ყველაზე დიდი საწყისი კაპიტალი, რომელიც ადამიანს შეიძლება ოდესმე გააჩნდეს - რწმენა. რწმენა რომ ჩვენ რაღაც კარგის და საინტერესოს გაკეთება შეგვიძლია.

გარდა ამისა გამოცდილება, რომელიც არაერთი წლის მუშაობის შედეგად მოდის, კონტაქტები- რომელიც იმავე მოვლენის, ახალი ადამიანენბის გაცნობის და სხვადასხვა ჰობებისა თუ გატაცების გვერდითი ეფექტია და ცოდნა - სპეციფიური ცოდნა, რომელსაც მხოლოდ პრაქტიკაში აგროვებ და ვერცერთ "ბიზნეს სქულში" ვერ გასწავლიან.

მგონი საკმარისი კაპიტალია ბიზნესის დასაწყებად - არა?

რამდენიმე დღის წინ კი გავუშვით ბლოგი სახელად - "ყვითელი ბლოგი". გვსურს რომ არსებოდეს სივრცე სადაც ვიქნებით ისეთივე თავისუფლები როგორებიც ვართ რეალურ ცხოვრებაში. კორპორა(წ)იული კდემამოსილება ცოტა არ იყოს და გვძაბავს.

აღარც მახსოვს ვწერდი თუ არა რომ ოდესღაც, ბანკებში მუშაობით დაღლილმა მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ დაგვეფუძნებია ვებ-დეველოპმენტ კომპანია... საერთოდ აღარც მახსოვს ოდესმე ვწერდი თუ არა :)

4 comments:

  1. გილოცავ ბლოგის გაშვებას და წარმატებებს გისურვებ!. :) გგულშემატკივრობ მთელი ოჯახით... :) :*

    ReplyDelete
  2. გილოცავ ახალ ბლოგს, ოღონდ სულ იქ არ გადაერთო და აქაურობა არ დაივიწყო :(

    ReplyDelete
  3. ლაშა, მომენატრე. :)

    ReplyDelete
  4. ლაშასაც მოენატრე :))

    ReplyDelete