Monday, February 13, 2012

მარწყვის ბალადა

ღამის შიზოფრენია
ისევ ვეძებ განწყობას
მეტი რა დამრჩენია?!
ალბათ, მხოლოდ მარწყვობა.

ალბათ, ისევ კეფირში
გამთქვიფავენ მიქსერით
თქვენ მე შეჭმას მიპირებთ
მე კი ჩუმად გიცქერით.

ღამით გაღვიძებული
თქვენი პირი ტკბილია.
სქელ ტუჩებში მომწყვდეულს
ვგრძნობ რომ გაღეღილია

თქვენი ქორფა მკერდი და
თქვენი თეთრი მუცელი
როგორ აღარ ვეცადე
მაგრამ ვერ გავუძელი

კბილის ნაზი დაწოლა...
ენის მკრთალი შეხება...
წვეთებად დავიღვარე
და სულ წითლად შეღება

ყელის მსხვილი ძარღვი და
მოკეცილი ფეხები...
არაფერი არ მინდა
თუ კი თქვენს პირს ვეხები

...
ალბათ ისევ კეფირში
გამთქვიფავენ მიქსერით
თქვენ მე შეჭმას მიპირებთ
მე კი მშვიდად გიცქერით

6 comments:

  1. magaria momcons

    ReplyDelete
  2. ჩემი ბლოგებში გარკვეული დედიკო ვინ არისო? :)) :*

    ReplyDelete
  3. @გიო Li
    გაიხარე გიო :)

    ReplyDelete
  4. კარგია <3
    თეთრ მუცელს ხორბლისფერი ჯობია ოღონდ :დ

    ReplyDelete