აღარც მახსოვს ვწერდი თუ არა რომ ოდესღაც, ბანკებში მუშაობით დაღლილმა მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ დაგვეფუძნებია ვებ-დეველოპმენტ კომპანია, რომელსაც ჰელიქსი დავარქვით. ჩვენ არ გვყავდა მდიდარი მამიკოები, ედმუნდ აბაშიძისგან განსხვავებით არავის დაუტოვებია განძი და ლატარიებსაც დიდად არ ვწყალობთ. ასე რომ ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიხდა.
ყველაფრისთქო ვამბობ, მაგრამ მხოლოდ ფინანსებს ვგულისხმობ. არ გვქონდა ფინანსები, მაგრამ გვქონდა და გვაქვს ყველაზე დიდი საწყისი კაპიტალი, რომელიც ადამიანს შეიძლება ოდესმე გააჩნდეს - რწმენა. რწმენა რომ ჩვენ რაღაც კარგის და საინტერესოს გაკეთება შეგვიძლია.
გარდა ამისა გამოცდილება, რომელიც არაერთი წლის მუშაობის შედეგად მოდის, კონტაქტები- რომელიც იმავე მოვლენის, ახალი ადამიანენბის გაცნობის და სხვადასხვა ჰობებისა თუ გატაცების გვერდითი ეფექტია და ცოდნა - სპეციფიური ცოდნა, რომელსაც მხოლოდ პრაქტიკაში აგროვებ და ვერცერთ "ბიზნეს სქულში" ვერ გასწავლიან.
მგონი საკმარისი კაპიტალია ბიზნესის დასაწყებად - არა?
რამდენიმე დღის წინ კი გავუშვით ბლოგი სახელად - "ყვითელი ბლოგი". გვსურს რომ არსებოდეს სივრცე სადაც ვიქნებით ისეთივე თავისუფლები როგორებიც ვართ რეალურ ცხოვრებაში. კორპორა(წ)იული კდემამოსილება ცოტა არ იყოს და გვძაბავს.
აღარც მახსოვს ვწერდი თუ არა რომ ოდესღაც, ბანკებში მუშაობით დაღლილმა მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ დაგვეფუძნებია ვებ-დეველოპმენტ კომპანია... საერთოდ აღარც მახსოვს ოდესმე ვწერდი თუ არა :)
Friday, February 24, 2012
Sunday, February 19, 2012
მუ ჭორექ შექსპირ?
არაფერი განსაკუთრებული. რატომღაც ფილმ "მონანიებიდან" ამონარიდი 66 სონეტის მოსმენა მომინდა და youtube-ში სიტყვა "სონეტი" დავძებნე. ასეთ დროს არ უნდა იჩქარო. ვიდეოს ნაპოვნი სათაურით კარგად უნდა დატკბე და მხოლოდ შემდეგ ჩართო ვიდეო: "შექსპირის VII სონეტი - მეგრულად"!
მერე წაიღო და წაიღო. თუ მოიტანა და მოიტანა:
ამასობაში, მაღლივში ჯგუფელებისგან ძლივშესწავლი "ხვიჩა-ხვიჩა მურიცხეფიც" გამახსენდა და წარმოვიდგინე როგორ მიესალმებოდნენ ჩემი ჯგუფელები უილიამს, ამის საშუალება რომ ჰქონოდათ.
ისე, "ქაოსი" მეგრულადაც "ქაოსი" ყოფილა _ გამაკვირდა.
მერე წაიღო და წაიღო. თუ მოიტანა და მოიტანა:
ამასობაში, მაღლივში ჯგუფელებისგან ძლივშესწავლი "ხვიჩა-ხვიჩა მურიცხეფიც" გამახსენდა და წარმოვიდგინე როგორ მიესალმებოდნენ ჩემი ჯგუფელები უილიამს, ამის საშუალება რომ ჰქონოდათ.
ისე, "ქაოსი" მეგრულადაც "ქაოსი" ყოფილა _ გამაკვირდა.
Wednesday, February 15, 2012
გამომშრალი წვეთები
წყარო: ჰექსე
ნიჰილიზმი თურმე ფილოსოფიაა
ჩემი პარიკმახერი კი თურმე სტილისტი
ჩემი პარიკმახერი კი თურმე სტილისტი
უცნაური რამ არის გონება - საკმარისია ერთი ბზარი გაგიჩნდეს, თითქოს მთელი სამყარო ამ ერთი ბზარისთვის, მის გასაღრმავებლად, გასადიდებლად შექმნილიყოს.
მეც გამებზარა გონება. ამოვიჩემე: მწირ და ნაყოფიერ ნიადაგზე, ერთნაირად რომ იმუშავო, ერთნაირად რომ შეაკლა თავი და დაღვარო ოფლი-მეთქი, ყამირ მიწაზე მაინც არაფერი გამოვა _ გადაავლებ თვალს, სასიკვდილოდ განწირული ავადმყოფივით რომ ჯიჯგნე და აწვალე ჯიუტი ექიმბაშივით მთელი წელი და სიმწრით გაიხსენებ ყოველ წვეთს ოფლისას, თითქოს ღმერთისგან ბოძებული ძვირფასი თვლები გაგეფლანგოს უნიათოდ და უშინაარსოდო. ნაყოფიერზე კი უხვ მოსავალს, სოფლის მოედანზე სათამაშოდ გასული მიმობნეული ბავშვებივით მოუყრი თავს, სახლში წაიყვან და დატკბები საკუთარი ნამოქმედარით, რომ მეორე დღეს ისევ შეუდგე საქმეს, ისევ გამორეკო ბავშვები სახლებიდან და აახმაურო მიყუჩებული ქუჩები.
ბზარი ერთი შეხედვით უმნიშვნელო იყო, თითქოს რა უნდა მომხდარიყო და რა უნდა შეეცვალა, მაგმრამ ისე ნელნელა, ისე შეუმჩნევლად გაიზარდა როგორც ბავშვი რომელსაც მშობელი ყოველ დღე ხედავს და ვეღარც კი ამჩნევს, რძის სუნით გაჟღენთილ პატარა არსებას, სახლი რომ თავდაყირა დააყენა და საფენებითა და ათასი ჯამ-ჭურჭლით აავსო ცოტა ხნის წინ, სახე უხეში წვერით როგორ დაჰფარვია.
***
პოლიტიკა არ მაინტერესებსო ჩემი ბევრი მეგობარი ამბობს ბოლო დროს. პოლიტიკაო, კი გაიძახიან მაგრამ ისინი მოსაწყენ საინფორმაციო გამოშვებებს,ჰალსტუხიანი ტიპების გაუთავებელ კინკლაობას და ერთმანეთისკენ ლაფის სვრას გულისხმობენ. თორე თავისი ქვეყანა რომ არ აინტერესებდეთ არა მგონია. იმიტომ კი არა რომ პატრიოტები არიან _ პრაქტიკოსები არიან, პრაგმატულები და ნამდვილად იციან რომ ქვეყანა შენი სახლია. მობინადრეები სარჩოდან მცირე ნაწილს სახლისთვის აგროვებთ, აკოწიწებთ და როგორც პანაშვიდზე ფულის ასაგროვებლად გამოყოფილ თავკაცს, ანდობთ ამ ფულს - რომ ყაირათიანად გახარჯოს, რომ მოშლილი ონკანი შეაკეთოს და გაბზარულ უნიტაზსაც დაადგას ახალი ნიჟარა.
მარტივი დასკვნაა - სამშობლო "ობშეჟიწიაა" და "მე მაინც ვერაფერს შევცვლიო" ისე გულიანად მეუბნებიან, აღარც კი ვიცი რა ვუთხრა, რა ვუპასუხო.
***
ნაწყვეტებად ვწერ - ზუსტად ისე როგორც ვფიქრობ. სათქმელის თავს და ბოლოს ვერ ვპოულობ, ვერ ვიჭერ, თითქოს ნაპირზე შემთხვევით ამომხტარი, აფართხალებული თევზი მინდა ხელში კუდით მყარად დავიჭირო და თვალებში ჩავხედო.
ამ ნაწყვეტის წილად კი ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ, რატომღაც ანეგდოტიაო ხალხს რომ დაუჩემებია.
ერთხელ ბახუსის ღმერთმა ხალხს დაავალა _ სოფლის თავში რომ დიდი ჭურია, არყით ამივსეთო. შეიყარა სოფელი და გადაწყვიტეს, რომ თითო კაცს ერთი ჭიქა არაყი ჩაესხა ჭურში. სოფლის ერთმა მცოხვრებმა იფიქრა _ მე რომ ერთი ჭიქა წყალი ჩავასხა, იმხელა ჭურია - არც არაყს დაეტყობა არაფერი და ისედაც ვინ რას გაიგებსო. ორ დღეში ჭური პირთამდე იყო სავსე. ბახუსმა ჭურს თავი მოხადა, ხაპით ფრთხილად ამოიღო ჭიქა-ჭიქა ნაგროვები სათრობელა და ფრთხილად, თითქოს არ უნდოდა ჩაჯიძნებული ბავშვის გაღვიძება ისე მიიტანა ხაპი ტუჩებთანო.
ბახუსის მრიხსანება ცას და ზღვას გადასწვდა _ თურმე ნუ იტყვით და სოფლის ყველა მკვიდრს ეფიქრა "მე რომ ერთი ჭიქა წყალი ჩავასხა, აბა ვის რა დააკლდებაო".
***
მე მწვადი მიყვარს, კიდე მიყვარს ზღვა, სითბო, შავი ღვინო, მიყვარს სექსი და Apache საფრენი სიმულატორი. კიდე პოეზია მიყვარს, ველოსიპეტი და დედა... პოლიტიკა მეც არ მიყვარს. არ მიყვარს ტყუილში გამობრძმედილი ტიპები, რომლებმაც ზუსტად იციან რომ არც ისე ნიჭიერად იტყუებიან, მაგრამ ისიც მშვენივრად შეუსისხლხორცებიათ რომ ამას მხოლოდ მცირედნი თუ მიხვდებიან და დაინახავენ. ასეც რომ არ იყოს, მათი საქმეა მოიტყუონ, უტიფარი სახით თქვან სათქმელი _ რადგან ისინი ამისთვის შექმნილან, ამისთვის გაჩენილან ამ ქვეყანაზე.
სულაც არ მომწონს და მხიბლავს როდესაც ათასგვარ სისულელეს ვუსმენ თუ ვუყურებ _ ვინ სად გაფლანგა ფული, ვის როგორ კიდია კანონი, როგორ ჭრიან და კერავენ თერძი ბესოები კონსტიტუციას. წესით სულაც არ უნდა მანაღვლებდეს, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრმა პირველი რაც გააკეთა 122 000 ლარი დახარჯა საკუთარი ჯიპის შესაძენად, არ უნდა მანაღვლებდეს რომ ბარამბო, ბერტა, მარნეულის სოფლის პროდუქტები, კულა, ნატახტარი და მრავალი სხვა ქვეყნის ერთერთ მინისტრს ეკუთვნის. ჩემი რა საქმეა - ამისთვის უამრავი ხალხი არსებობს ვისაც ეს საქმე ევალება, ხო და მივიდნენ და არკვიონ, მე რატო უნდა შევიწუხო თავი, ჩემიც საკმარისზე მეტად რომ გამჭირვებია?
საინტერესო იცით რა არის - ჭურში გარეული ერთი ჭიქა წყლის არ იყოს, ის რომ ამ 122 ათასში, მცირე მაგრამ ჩემი, შენი, მისი ფულიც რომ არის შერეული, ჩაწვეთებული და საერთო ჯამში რომ ეს "ჩვენი" ფულია, ეს ამბავი მავანთათვის ნამდვილი დემაგოგიაა.
დემაგოგიაა და მე სწორად მინდა მივხვდე საიდან იღებს ის სათავეს. სად ვეძებო ამ ურჩხულის თავი, რომლის კუდსაც ასე გამეტებით ვუქნევ ხის ხმალს და ვეპოტინები.
***
ზოგჯერ ვფიქრობ რომ ქართული ანდაზებია დამნაშავე. ანდაზა თუ არა იდიომური სიტყვა-თქმა მაინც უნდა იყოს ამ ამბავში გამორეული. "ზღვაში წვეთიაო" - ისე გვაქვს გამჯდარი ქართველებს თითქოს საბოლოოდ ამ წვეთებისგან სულაც არ იყოს მთელი ზღვა შექმნილი.
ბებიაჩემი მიყვებოდა კულაშელ ებრეელებზე, რომლებსაც სხვათა შორის ყველა მოხუცი, ძალიან კტბილად იხსენებდა და მეც დაუსწრებლად გადმომედო ბებიებისგან მოყოლილი მოგონებები.
"მილიონს რომ კაპიკი დააკლდეს მილიონი აღარ არის ბებიაო" - მანდობდა ჩურჩულით ებრაულ სიბრძნეს, რომელშიც თუ კარგად დააკვირდებით ფულის ყოველი "კაპიკის" გაფრთხილების მიღმა, თითეული "კაპიკის", თითეული შემადგენელი ერთეულის მნიშვნელობასაც კარგად დაინახავს დაკვირვებული თვალი.
რა ვქნა რომ ქართველი კაცისთვის "კაპიკი" "ზღვაში წვეთია"?!
***
შენ რა გინდა, შენ ვინ გაწუხებს - აკეთე შენი საქმე და იყავიო. მე აბა ვინ უნდა შემაწუხოს - განა ტრაქტორზე შემომხტარი ფერმერი ვარ, თავის მამულებს რომ ამუშავებს. ერთი პატარა გლეხი ვარ, მხარზე გადებული ერთი თოხით და ვცდილობ ჩემი წილი გოჯი მიწა დავამუშავო, ზედ მოსავალი მოვიყვანო და წლიდან წლამდე თავი გავიტანო. მაგრამ ვაი რო ეს მიწა ისე გამომშრალა და გამოფიტულა რომ ზედ არაფერი არ მოდის.
ლოგიკა მარტივია: თუ ქვეყანაში არის ერთი ბარამოს ქარხანა, მე მყავს პოტენციური ერთი შემკვეთი, რომელსაც დიდად არ ანაღვლებს ხარისხი და უხარისხობა, რადგან ის ერთია, მას კონკურენტი არ ყავს (ვისზე უკეთესი უნდა იყოს?). ხარისხი თუ არ ანაღვლებს, უხარისხოს შეიძენს და იაფად. იაფად თუ შეიძენს მე იძულებული ვარ ან ხარისხიანი სერვისი შევთავაზო მას დაბალ ფასში რაც წამგებიანია და გაკოტრებამდე მიგიყვანს, ან კიდევ ხარისხი დავწიო შედარებით დაბალკვალიფიციური და იაფფასიანი მუშახელის ხარჯზე.
აი, ასე ვბანძდებით ნელნელა და ქვეყნის მასშტაბით! აი, ასე - უჯრედ უჯრედ, ნაწილ ნაწილ მთელი ორგანიზმი უძლურდება და ავადდება რომელსაც "სახელმწიფო" ქვია - მაგრამ მე პოლიტიკა მაინც არ მაინტერესებს, რადგან ერთი უბრალო უჯრედი ვარ _ ზღვაში წვეთი.
***
ნელნელა და ჩუმად მიღრმავდება ფიქრში გაჩენილი ბზარი. შენნაირები რომ წავიდნენ ვინღა დარჩებაო _ მეუბნებიან მეგობრები რომლებსაც "პოლიტიკა არ უყვართ".
მე კი ვფიქრობ, როდემდე ან რატომ უნდა ვიქნიო ასე დაუღალავად თოხი ამ ყამირ მიწაზე. რატომ არ მივბაძო კულაშში მცხოვრებ ხალხს, რომლებიც ბებია-ბაბუების მონაყოლი ამბებითა და ისტორიებით ძალიან ბრძენა ჩემთვის.
რატომ არ დავტოვო ეს ყამირი მიწა, სანამ მუხლში ძალა მერჩის, სანამ თოხის ქნევა შემიძლია?
Tuesday, February 14, 2012
Monday, February 13, 2012
მარწყვის ბალადა
ღამის შიზოფრენია
ისევ ვეძებ განწყობას
მეტი რა დამრჩენია?!
ალბათ, მხოლოდ მარწყვობა.
ალბათ, ისევ კეფირში
გამთქვიფავენ მიქსერით
თქვენ მე შეჭმას მიპირებთ
მე კი ჩუმად გიცქერით.
ღამით გაღვიძებული
თქვენი პირი ტკბილია.
სქელ ტუჩებში მომწყვდეულს
ვგრძნობ რომ გაღეღილია
თქვენი ქორფა მკერდი და
თქვენი თეთრი მუცელი
როგორ აღარ ვეცადე
მაგრამ ვერ გავუძელი
კბილის ნაზი დაწოლა...
ენის მკრთალი შეხება...
წვეთებად დავიღვარე
და სულ წითლად შეღება
ყელის მსხვილი ძარღვი და
მოკეცილი ფეხები...
არაფერი არ მინდა
თუ კი თქვენს პირს ვეხები
...
ალბათ ისევ კეფირში
გამთქვიფავენ მიქსერით
თქვენ მე შეჭმას მიპირებთ
მე კი მშვიდად გიცქერით
ისევ ვეძებ განწყობას
მეტი რა დამრჩენია?!
ალბათ, მხოლოდ მარწყვობა.
ალბათ, ისევ კეფირში
გამთქვიფავენ მიქსერით
თქვენ მე შეჭმას მიპირებთ
მე კი ჩუმად გიცქერით.
ღამით გაღვიძებული
თქვენი პირი ტკბილია.
სქელ ტუჩებში მომწყვდეულს
ვგრძნობ რომ გაღეღილია
თქვენი ქორფა მკერდი და
თქვენი თეთრი მუცელი
როგორ აღარ ვეცადე
მაგრამ ვერ გავუძელი
კბილის ნაზი დაწოლა...
ენის მკრთალი შეხება...
წვეთებად დავიღვარე
და სულ წითლად შეღება
ყელის მსხვილი ძარღვი და
მოკეცილი ფეხები...
არაფერი არ მინდა
თუ კი თქვენს პირს ვეხები
...
ალბათ ისევ კეფირში
გამთქვიფავენ მიქსერით
თქვენ მე შეჭმას მიპირებთ
მე კი მშვიდად გიცქერით
Wednesday, February 8, 2012
ლობიო ნიგვზით და კუნილინგუსით
ქარი _ რომელიც მიმღერის ნანას
ჭადარი _ რომელიც მიყვება ზღაპრებს.
სამშობლო მთებო,
წამოდი ერთად ვუყუროთ პორნოს:
ძეწნას, რომელიც არ იქნის წარბებს.
იწვა ვით ვეფხი წითელი ტანგით
მგზნებარე და პირ-გამეხებული
ნეტარყუჩობდა სექსით და დაღლით
პირში სიგარეტ გაკვეხებული
ამ ქვეყანად ვინც კი ცოცხლობს და კვდება
მოწონდა გერბერა თუ ფიკუსი
მე მესაფლავის მაგივრად ვამბობ:
ჯავრად თან გაჰყვა კუნილინგუსი
ქარი _ რომელიც მიმღერის ნანას
ჭადარი _ რომელიც მიყვება ზღაპრებს.
სამშობლო მთებო,
წამოდით ერთად ვუყუროთ პორნოს:
ძეწნას, რომელიც არავის აძლევს
ჭადარი _ რომელიც მიყვება ზღაპრებს.
სამშობლო მთებო,
წამოდი ერთად ვუყუროთ პორნოს:
ძეწნას, რომელიც არ იქნის წარბებს.
იწვა ვით ვეფხი წითელი ტანგით
მგზნებარე და პირ-გამეხებული
ნეტარყუჩობდა სექსით და დაღლით
პირში სიგარეტ გაკვეხებული
ამ ქვეყანად ვინც კი ცოცხლობს და კვდება
მოწონდა გერბერა თუ ფიკუსი
მე მესაფლავის მაგივრად ვამბობ:
ჯავრად თან გაჰყვა კუნილინგუსი
ქარი _ რომელიც მიმღერის ნანას
ჭადარი _ რომელიც მიყვება ზღაპრებს.
სამშობლო მთებო,
წამოდით ერთად ვუყუროთ პორნოს:
ძეწნას, რომელიც არავის აძლევს
Sunday, February 5, 2012
ნუგო
07.09.2009 - ზუსტად ამ თარიღით ბლოგზე სამწუხარო ჩანაწერი გავაკეთე. მაშინ მამაჩემი გარდაიცვალა.
02.02.2012 - კიდევ ერთი ძვირფასი ადამიანი _ ბიძა დავკარგე.
არ მინდა ბლოგის მკითხველი, ჩემები, თუნდაც ჩემი დეიდაშვილები დავამძიმო ჩემი ნაწერით. მხოლოდ მინდა ჩემი ემოცია გამოვთქვა და გამოვხატო, გავიღიმო და კიდევ ერთხელ მოვიგონო ჩემთვის ძვირფასი ადამიანი.
რეაქცია აღარ მაქვს ისე ვხვდები სიკვდილს. თითქოს დავძმაკაცდით. ცოტა კი მაშინებს მისი გამოჩენა, მაგრამ როცა მოდის, როცა პირისპირ ვხვდები და სახეში ვუყურებ სიმშვიდე დგება.
მხოლოდ შემდეგ, რამდენიმე დღის შემდეგ იწყება მონატრება. მონატრება რომელსაც მხოლოდ მოგონებებით თუ შეივსებ და გონებაც დაუნდობლად გაწვდის ყველაზე ძვირფას ჩანაწერებს არქივის მივიწყებული თაროებიდან. კადრებად, ფრაგმენტებად, წამებად... თითქოს გასადნობი ლითონივით ნელნელა ხურდები. შემდეგ წამიც და ერთიანად იღვრები.
ნუგზარ პატარაია, დეიდაჩემის მეუღლეა. სამი წლისას მაინც შემომრჩა მეხსიერებაში მათი ქორწილის ფრაგმენტები. რამდენიმე წამის წინ რატომღაც დავფიქრდი _ ერთხელ მაინც თუ გვქონია რაიმე სახის უთანხმოება, ან კონფლიქტი-მეთქი. დავიჯერო ერთხელ მაინც არ გამიწყრა და გამიბრაზდა თუნდაც პატარას? ვეცადე, თუმცა მსგავსი ვერაფერი გავიხსენე _ ის ჩემი დიდი მეგობარი იყო. მეგობარი რომელიც ძალიან მაფასებდა და რომელსაც ვაფასებდი. ადამიანი რომელსაც ძალიან ვუყვარდი და მეც ძალიან მიყვარდა.
ნუგო, ძალიან მიყვარხარ და ძალიან, ძალიან მომენატრები.
02.02.2012 - კიდევ ერთი ძვირფასი ადამიანი _ ბიძა დავკარგე.
არ მინდა ბლოგის მკითხველი, ჩემები, თუნდაც ჩემი დეიდაშვილები დავამძიმო ჩემი ნაწერით. მხოლოდ მინდა ჩემი ემოცია გამოვთქვა და გამოვხატო, გავიღიმო და კიდევ ერთხელ მოვიგონო ჩემთვის ძვირფასი ადამიანი.
რეაქცია აღარ მაქვს ისე ვხვდები სიკვდილს. თითქოს დავძმაკაცდით. ცოტა კი მაშინებს მისი გამოჩენა, მაგრამ როცა მოდის, როცა პირისპირ ვხვდები და სახეში ვუყურებ სიმშვიდე დგება.
მხოლოდ შემდეგ, რამდენიმე დღის შემდეგ იწყება მონატრება. მონატრება რომელსაც მხოლოდ მოგონებებით თუ შეივსებ და გონებაც დაუნდობლად გაწვდის ყველაზე ძვირფას ჩანაწერებს არქივის მივიწყებული თაროებიდან. კადრებად, ფრაგმენტებად, წამებად... თითქოს გასადნობი ლითონივით ნელნელა ხურდები. შემდეგ წამიც და ერთიანად იღვრები.
ნუგზარ პატარაია, დეიდაჩემის მეუღლეა. სამი წლისას მაინც შემომრჩა მეხსიერებაში მათი ქორწილის ფრაგმენტები. რამდენიმე წამის წინ რატომღაც დავფიქრდი _ ერთხელ მაინც თუ გვქონია რაიმე სახის უთანხმოება, ან კონფლიქტი-მეთქი. დავიჯერო ერთხელ მაინც არ გამიწყრა და გამიბრაზდა თუნდაც პატარას? ვეცადე, თუმცა მსგავსი ვერაფერი გავიხსენე _ ის ჩემი დიდი მეგობარი იყო. მეგობარი რომელიც ძალიან მაფასებდა და რომელსაც ვაფასებდი. ადამიანი რომელსაც ძალიან ვუყვარდი და მეც ძალიან მიყვარდა.
ნუგო, ძალიან მიყვარხარ და ძალიან, ძალიან მომენატრები.
Subscribe to:
Posts (Atom)