Tuesday, January 31, 2012

შორს

შენ, სადღაც შორს _
ათასი მეგაბაიტის,
ერთი კარის, ოთხი მდინარის
ცხრა მთის და არცერთი ზღვის
იქეთ
ითბობ გაყინულ თითებს და ტუჩებს
ჭიქით...
წუხელ კი ახალი ზღაპარი
მოვიფიქრე:
თითქოს
ბიტებად დაშლილებს
ოპტიკური ინტერნეტი მიგვაქროლებდა _
ერთი იქა, ნული აქა.

იყო და არა იყო რა,
ინტერნეტზე უკეთესი რა იქნებოდა?

Monday, January 30, 2012

ერთი, ერთი, ორი...

ერთი, ორი სამი
სამი კაპიტანი
ვალოდია ლოთი
ნინო პატარძალი

კარგი რამეა კანონი - მარჯვე ხელში ათასი რამის გაკეთება შეიძლება. ასე მაგლაითად: წარმოიდგინეთ, რომ ხელმწიფე ხართ და ზეპირსიტყვიერ კანონებს, ანუ ბრძანებებს გასცემთ.

ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემა გაქვთ? - ბრძანეთ რომ სამეფოს ყოველ მოქალაქეს, მიუხედავად სქესისა, რელიგიური აღმსარებლობისა, ორიენტაცისა და რაღა თქმა უნდა ოჯახური მდგომარეობისა, დღეში სამჯერ, ყოველი ჭამის წინ (შემდეგ დაეზარებათ) ჰქონდეს სექსი!

სამეფოს სიღატაკე და შიმშილი სუფევს? - ეს ხომ უმარტივესია _ ბრძანეთ, რომ ყველამ იშოვოს ლუკმა-პური და გემრიელად დანაყრდეს. ამასთან, ამა და ამ მუხლის, რომელიღაც ქვეპუნქტის თანახმა, ჭამამდე აუცილებელი პირობაა დაკავდნენ სექსით.

ასე შემდეგ და ასე შემდეგ _ შესაძლებლობები შეუზღუდავია.
Китайская императрица У Хоу династии Тан ввела в придворный этикет обычай для того, чтобы возвысить женщину и унизить мужчину. Так как фелляция была символом мужского превосходства, она ввела для придворных обязанность, благодаря которой «облизывание тычинок лотоса» было вознесено до высокого уровня, символизируя пришествие эры женского превосходства. Она заставляла всех чиновников и сановных особ выказывать особое уважение к Её Императорскому Величеству посредством куннилингуса

© wiki

ერთ მშვენიერ დღეს, შეგიძლია თქვა რომ კანონის ძალით, სამეფოს ყველა მოქალაქეს, ერთი დღის განმავლობაში ეკრძალება სუნთქვა, გაღიმება, სახელმწიფოსთვის ყოველ თვე ორი მამლის, სამი თავი ყველის, ერთი საჟენი შეშისა და რამდენიმე ფუთი სიმინდის ჩუქება. ბოლოს და ბოლოს ხელმწიფე ხარ, ვინმე დამპყრობელი ხომ არა _ ვინ ოხერმა გაბედოს და ამას "ხარკი" დაარქვას.
ყოველ ადამიანს ის უნდა მოსთხოვო, რისი გაკეთებაც ძალუძს. ძალაუფლება უპირველეს ყოვლისა, გონიერებას უნდა ემყარებოდეს. თუ ხალხს ზღვაში გადავარდნას უბრძანებ, რევოლუციას მოგიწყობს. მე უფლება მაქვს მორჩილება მოვითხოვო, რადგან ჩემი ბრძანებები გონივრულია.

© ანტუან დე სენტ ეკზიუპერი




***
საქართველოს ყოველ მოქალაქეს, მობილურიდან და ფიქსირებული ტელეფონიდან, ავტომატურად დაექვითება 20, ხოლო იურიდიულ პირებს 50 თეთრი.
აღნიშნული კანონის განხილვისას ერთადერთი კითხვა, რომელიც დეპუტატების მხრიდან დაისვა იყო - უნდა ვთქვათ "ასთორმეტი" თუ "ერთი, ერთი, ორიო"?

Saturday, January 28, 2012

კუთხის საკონდიტრო

სწრაფ და მხიარულ ნოტების ფონზე
ამოისუნთქა აკორდიონმა
მე გიღიმოდი როცა მტოვებდი
მე გიღიმოდი _ ოღონდ მტკიოდა

"დიხ გეთაყვა, ფინჯანი ყავა
ოღონდ ეს ჭიქა ოდნავ დიდია..."
შენი კისერი _ აი რა მტკივა
სხვა ყველაფერი ფეხზე მკიდია

ისევ და ისევ, ჩუმად და ჩუმად
კრუასანებში კრემი ვანილის...
საგულდაგულოდ შერჩეულ ნამცხვრებს
პაკეტში ფრთხილად აწყობს და მიდის

"თუ შეიძლება ფინჯანი ყავა
ოღონდ ეს ჭიქა ოდნავ დიდია"
უშენო დილა _ აი რა მტკივა
სხვა ყველაფერი მაგრად მკიდია


Monday, January 16, 2012

ორივე

ორივე თვალით
ორივე ხელით
ორივე
ვინაწილებდით
წვეთებად სითბოს
მორჩენილს
ოთხივე ტუჩი
როგორც დარაჯი _
მორიგე
ვხედავდით მთვარეს
ცაზე მორცხვად
გამოჩენილს

ორივე ლოყა
მწვავდა ორივე
ხელისგულს
ფილტვები ჰაერს
ჩუქნიდნენ ცხვირის
ნესტოებს
ვგრძნობდი შენს სხეულს
როგორც ფურცელზე
მელნის სუნს
რომელსაც უნდა
მაგრამ ამ ფურცლებს
ვერ სტოვებს

ათივე თითით
ჩემთვის დაუთვლელ
თმის ღერებს
ვეფერებოდი
თითქოს და მათში
მეძინა
შენი ტუჩები
ამ ღამით ყურთან
მიმღერებს
მაჯას მისინჯავს
შენი თმის შავი
რეზინა

ორივე ლოყა
მწვავდა ორივე
ხელისგულს
ფილტვები ჰაერს
ჩუქნიდნენ ცხვირის
ნესტოებს

Sunday, January 15, 2012

ლაქტ-აქცია

ამ შემთხვევაში განსჯა განხილვა თქვენთვის მომინდვია: უბრაოდ მეგობართა კედლებიდან ამოკრეფილ სტატუს-კომენტარებს თუ შემოგთავაზებთ :)



***
ჩემთვის ეს... ქმედება, მხოლოდ "ძროხის განსახიერებაა", რაც არანაირად არაა ახალი!
მოგეხესენებათ, რომ ძროხები დედამიწის სრულუფლებიანი მკვიდრნი არიან ადამიანთან და სხვა ცხოველებთან ერთად აგერ უკვე რა ხანია :)))))
დღემდე ვერ ვხვდები, სად არის ზღვარი თანამედროვეობას, თავისუფლებას, "კრეატიულობას", სითამამესა და ძროხობას შორის.
მაპაწიოს ყველამ, ვინც ამით აღფრთოვანებულმა სხვებს გვაგინა, რომ ვერ გავიგეთ და ვერ მოვიწონეთ :)

***
სამწუხაროდ ვერ მივუსწარი ამ ყველაზე საინტერესო და საკვირველ ლაქტაცია–პერფომანსს, თორემ რძიან ყავას მაინც გეახლებოდით და ქველმოქმედებასაც გავწევდით.
ბრავო ნატალია!!!!!

პ.ს. ჩემს ნიუსფიდში ამ ვიდეოს 30–მდე შეარია, ხოდა აი თქვენს უმრავლესობას მოგ#%^1ნთ ფასადურობა და უტრაკო მეტრაკეობა, რომელი გამოცანცარდებით და გააკეთებთ იგივეს? :@ :@

***
მე არარაფერი არ მიკვირს, ერთი ის მაინტერესებს ეს "სახადი" როდის ჩაივლის, ახლა ნახე ჩვენი ტელევზიიები, მოძებნიან ამ გოგოს და ყელში ამოგვიყვანენ ყველა გადაცემაში, პირველი ალბათ მელაძე დაპატიჟებს და ასე აგორდება, მერე გახდება გმირი, ქართველი ქალი, დედა როგორი ჰუმანურია, რომ შვილის გარდა მის რძეს დამშეულ ერს უნაწილებსო

***
მაპატიეთ მაგრამ გულის ამრევია, ასთი საზიზღრობა რაში დაჭირდა?

***
არის რაღაც რაც შენთან უნდა დარჩეს და არ აქციო ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ორი ადამიანის ცხოვრებაში რაღაც გულის ამრევ მარაზმად! ფუუუუუუუუუუ

***
გულისამრევი რატომაა, გამაგებინოს ვინმემ :| ბავშვი რომ ჭამს, ხომ არაა გულისამრევი. მამაკაცებისთვის ხომ არაა ზოგადად ძუძუ გულისამრევი. აბა ეს რატომაა? შეიძლება შეუსაბამო და არაადეკვატური კი, მაგრამ გულისამრევი - არა.
ზუსტად ისეთი ლოგიკაა ამის გულისამრევობა, როგორც რომელიღაც მღვდელმა რომ თქვა ქალზე - სიბინძურეებზე არ ვფიქრობო და მაშინ ვინც ისტერიკა დაიმართა ახლა ამას გულისამრევს ეძახის.

***
ვინც თავს ნამეტან ლიბერალობაზე დებთ, წადიტ და დედათქვენი და ცოლი გაიყვანეთ ქუჩაში და მოწველეთ

***
ნეტა ჩემი ძროხა ეგრე დინჯად ჩერდებოდეს მოწველის დროს..
პ.ს. მაგდენსაც რო იწველებოდეს.
როგორც ჩემი ყლისგან სალამური არ გამოვა ისე მაგ ქალისგან შვილების გამზრდელი დედა



===============
დამიწერეთ კომენტარში თქვენი აზრი, ან თქვენს კედელზე გამოთქმული და დაფიქსირებული მოსაზრება.

Friday, January 13, 2012

ჰაიკუ

დავიფრენდებ და ცოლად მოვიყვან
გოგოს რომელსაც დედაჩემი
დამისაჯესთებს

Monday, January 9, 2012

ანტიდეპრესანტი

თუ კი ირგვლივ არაფერი გახარებს
თუ კი მოხვდი ბანკების შავ სიაში
თუ კი მხრები მოწყენილმა დახარე
თუ კი თვლი რომ ხარ ღრმა დეპრესიაში
თუ კი უცებ მიეტანე შოკოლადს
თუ კი ნახვა არავის არ გინდება
თუ ყველაფრის გეზარება მოყოლა
თუ დაგფარეს გასარეცხმა წინდებმა
თუ კი არსად აღარ გინდა გაფრენა
თუ კი სახლი შენთვის არის გალია
იცოდე და გახსოვდეს და გჯეროდეს
ყველაფერი უსექსობის ბრალია!

Monday, January 2, 2012

პრენეკროფილური

ორივეს როცა ძალიან გვინდა
უშინაარსოდ ნუ მეპრანჭები
მინდოდა, მსურდა და თქეშად წვიმდა...
რომ ზურგზე მეგრძნო შენი კლანჭები

ორივეს როცა ხშირი გვაქვს სუნთქვა
ხმა ფიქრებს გვიმღვრევს, ცხელია კანი
და რასაც გული მკარნახობს სულ ვთქვა:
მე მხოლოდ შენი მაღელვებს ტანი

ვერ მოვისვენებ სანამ მინდიხარ
სანამ ბოლომდე არ დავიცლები
და როცა შენში შევიგრძნობ ჩემს თავს
ძალიან მშვიდად გარდავიცვლები