"_ყაყაჩოს წვენი შეგასვას...", წაგვიმღერა მოულოდნელად რადიო მიმღებმა, მეგობარი მოულოდნელად შემოტრიალდა და უკანა სავარძელზე სურნელებისგან მითიშულს სრულიად გულწფელად მკითხა: "ყაყაჩოს წვენი რატო უნდა დალიოს, გემრიელია?"
არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი. გემრიელი თუ არა დამათრობელი იქნებ მაინც იყოს. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ ეს სიმღერა არც მეტი და არც ნაკლები ნარკოტიკების პირდაპირი რეკლამირებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სრული სისულელე.
პირველადთქო ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ კიდევ ერთხელ კი დავფიქრდი "ოღონდ რითმაში ჩაჯდეს" პრინციპით რამდენი სისულელეა ბევრი ქართული სიმღერის ტექსტში განთვსებული _ მთავარია ვღიღინებდეთ და ტექსტებს, არც მშობლიურს და არც უცხოურს, დიდად არც ვუსმენთ ("ბოის, ბოის, ბოის, საბრინა პრასტიტუტკა").
ასოციაციურ ფიქრთა ჯაჭვს ვაგრძელებდი, როცა ფრიად მნიშნელოვანი დასკვნა გავაკეთე: ქართული სიმღერები, სრულფასოვანი სექსუალური ენქციკლოპედიაა.
მაგალითისთვის პედოფილიის მკვედრად გამოხატული შემთხვევით დავიწყოთ:
პატარა ხარ, პატარა ხარ, პატარა ხარ, პატარა
სიყვარულმა ხელის გულზე, ხელის გულზე გატარა
გაიზრდები, გაიზრდები, გაიზრდები აბა რა...
ჩემო პატარა
ქართული სიმღერები, ასევე მრავლად მოგვითხრობენ სომნოფილიის შესახებ:
სიზმრად გნახე ყვავილებში,
უშფოთველოდ გეძინა
პირს ღიმილი დაგფენოდა
მკლავზე მთვარე გეწვინა
თუმცა მოგეხსენებათ სომნოფილია, ნეკროფილიის მონათესავეა. "ცოცხალის მკვდართან" არ ვიცი მაგრამ, ქართულ სიმღერებში აღწერილია, მეცნიერების მიერ ჯერ კიდევ შეუსწავლელი და აღუწერელი "მკვდრის ცოცხალთან" დაუოკოებელი სექსუალური ლტოვა:
სატრფოს ხმას რომ გავიგებ, გენაცვალე
მკვდარი ვიყო ავდგები
და თემა აქვე რომ ამოვწუროთ, ნეკროფილია ზოგადად უსულო საგნებთან სექსუალურ ლტოლვას გულისხმობდა. ოცდამეერთე საუკინეში კი სექსშოპის უამრავ სათამაშოს რომ თავი დავანებოთ, ხალხი "მაგ ლეპტოპზე" და "იმ მანქანაზე" ათავებს, და რა გასაკვირია რომ სექსოპათოლოგები ახალ დაავადებაზე _ "ობიექტოფილიაზე" ალაპარაკდნენ.
თუმცა ჩვენგან განსხვავებით, ქართული სიმღერებისთვის ყურადღებით რომ მოესმინათ, მსგავს აღმოჩენას გაცილებით ადრე გააკეთებდნენ:
გაიღვიძე გიტარა, უნდა გელაპარაკო
და ეს ყველაფერი ნამდვილად არ არის. თანამედროვე ქართულ სიმღერებში (მე ასე ვიტყოდი) ობიექტოფილური ვუაიერიზმიც კი არის დეტალურად აღწერილი:
ოთახში დუმ ყველა საგანი
მხოლოდ ჩვენ ორს გვახურავს საბანი...
თუმცა არა, სექსშოპის ნივთების თემასაც ნუ ჩავუვლით გულგრილად:
თუ კი სუფრას გამიშ-ლი
ღვინის სმას ნუ დამიშლი
ცარიელი ყანწი რად მინდა?
ნუ ზოო, ზოო ხომ ცალკე მიმდინარეობაა ქართულ საესტრადო რეპერტუარში. ზოოფილიაზე იმდენი სიმღერა მახსენდება, რომ გულწრფელად ვიბნევი და აფრთხიალებული ჩიტებივით ვერცერთს ვერ ვავლებ ხელს. თუმცა ყურადღებას მოვიკრებ და რამდენიმეს მაინც გავიხსენებ:
ჩემო ჩიტუნია, ჩემო გვრიტუნია
შენთვის მომეცია ეს გული
ზოგადად ფრინველთა სამყაროს გამორჩეული და დაფასებული ადგილი უჭირავს ქართულ ესტრადაში:
ღამე დავეხეტები
ღობე-ყორეს ვედები
მენატრება გედები და მტრედები
თუმცა დაკვირვებული (ყური) მსწრაფვე შეამჩნევს, რომ ფრინველთა შორის სექსუალური ფანტაზიების ნამდვილი პამელა ანდერსონი მაინც მტრედია:
მე რომ სიკვდილი მჭირს
ხომ თქვენგნით ჩემო მტრედებო
და საერტოდაც, თუ მხოლოდ ფილიებით არ შემოვიფარგლებით, ქართული საესტრადო ლირიკა სავსეა სხვადასხვა მანიაკალური სიუჟეტებითა თუ თავბრუსდამხვევი ალეგორიებით:
ჩუმად გაგიყვან მინდორში, ჩუმად დაგისხავ ღვინოსა,
ისეთ სიმღერას გიმღერებ, თვალს ცრემლი მოედინოსა
და იქვე:
მინდორ და მინდორ დაგყვები
დავკრეფ ვარდსა და იასა
ყაყაჩოს აგიბრიალებ...
რა, რა და უამრავი სინონიმისა თუ ალეგორიის გვერდით "ყაყაჩოს აბრიალება" ნამდვილად იკავებს სრულიად საპატიო და დასაფასებელ ადგილს.
და საერთოდ, უბრალოდ უნდა დააკვირდეთ თორე სატრფიალო სიმღერები სავსეა ზოო-ფლორიტული ალეგორიებით:
შენ მახველ მზეც ამავიდა
მეც აქ მავშავდი ქოლვილი,
შენ წახველ მზეცა წავალი
ვარდი დაჭკნება ყოილი.
თავადაც რომ გაივარჯიშოთ ქართულ სიმღერებში დაფარული სექსუალური ალეგორიების, ფანტაზიებისა თუ ფობიების გაშიფრვაში, დავალების სახით მსურს ორიოდე სტროფი შემოგთავაზოთ:
ცხორს გავხედავ თან წამიღებს, ქალავ, შენზე ფიქრები
სიზმრად მაინც თუ არ გნახე დარდიანი ვიქნები
ნეტავ როდის მეღირსება შენს ბაგეზე ვტკბებოდე,
არავისთვის არ მეცალოს, მარტო შენ გიმღეროდე
იალაღზე ცხორს გავშლი და გადავცქერი მთა-გორებს
ყოველ დილით მზის ამოსვლა მხოლოდ შენ თავს მაგონებს
ცხადში ვარ თუ სიზმარში ვარ, მე შენ გამო ვილევი
თუ შენ ჩემი არ გახდები, მართლა გადავირევი.
დარწმუნებული ვარ თითო სიმღერა დამატებით თქვენც გაგახსენდებათ და ახალი სისტემის ხათრით მაინც დამიტოვოთ იქნებ კომენტარი.
P.S. ძალიან მომენატრა ბლოგი, კომენტარები, პოსტები... და ძალიან მომენატრეთ თქვენ!
ჩვენც მოგვენატრე :*
ReplyDeleteპ.ს. ქართული ფონტი გინდა, სასტრაფოდ :)
http://mariakhsiashvili.wordpress.com/2009/06/22/ - ჩემი ორი წლის წინ დაწერილი პოსტი გამახსენდა ქართული მუსიკის პერლებზე :)))
ReplyDeleteმე ერთი სტრიქონი მახსენდება მხოლოდ რომელიღაც სიმღერიდან: "ნეტა შენი თავი მომცა სასიმინდეს უკანაო".. საიდან არიის?
ReplyDeleteკაი იყო, ვიხალისე! :D
წავიკითხე და დრო რაზე დავკარგე მეთქი გავიფიქრე :))) არ მიწყინოთ და არ მომწონს
ReplyDeleteიმ დღეს ტაქსში მჯდომი ვფიქრობდი– მანქანებს კი ვერ ვიტან, მაგრამ კი უნდა გყავდეს ერთი რომ ამ რეპერტუარით იძულებით ტკბობას აარიდო თქო თავი ... გამიხარდა შენი დაბრუნება <3
ReplyDeleteარ დავკვირვებივარ ზოოფილიას ქართული სიმღერების ტქსსტში :) მაგრამ ცოტა უცნაური და სუბ-სექსუალიზირებული რომააა ეგ ცხადია :))))
ReplyDeleteყველაზე გასაოცარი [ჩემთვის] არის "სადაც კარგი გოგო ვნახე, ყველა ჩემი მეგონაო ..." მანიაკის სიმღერას ჰგავს :დ
არაუშავს, აწი აღარ წაიკითხავ ჩემს პოსტებს და ეგ იქნება :) არ მეწყინა :)
ReplyDeleteხო, მარტო მაგიტო უნდა გქყავდეს მანქანა :) როგორ გეტყობა რო სხვა პრობლემები არ გაქვს ბუშკა :))
ReplyDeleteთუნდაც :))) გოგო მიდის მოხვეულში და ვტაცე ხელი არ გავუშვიზე რომ აღარაფერი ვთქვათ :))
ReplyDeleteსიმღარა კიარადა, ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა ჭარარა გულის ზმანება ავი. კარგად რო დაუფიქრედ პედოფილის აღსარებას გავს. მოცელილი ზამბახების ალეგორიაზე რომ აღარაფერი ვთქვა
ReplyDeleteგამახარა შენმა დაბრუნებამ!.. :)
ReplyDelete_________________________
I have added cool emoticons to this message.
To see them go to http://x.exps.me?47b8f52be71742bb110f94ccd14b5bb2
:)) არა, ეგ პრინციპში პირდაპირი აღიარებითი ჩვენებაა :) აბა მეტნაირად როგორ უნდა გაიგო ეგ ლექსი? :))
ReplyDeleteმე მაინც პედოფილურ ხაზზე გავამახვილებდი ყურადღებას :დ დანარჩენი ყურით მოთრეულია, მაგრამ აი, ეს ,,პატარა ხარ" ,,ბავშვური ღიმილი".. ,, იქნება ისევ ბავშვია" და ასე შემდეგ, მართლა ავადმყოფობაა :/
ReplyDeleteხო, მათში მართლა გამოსჭვივის პედო-ხაზი :) დანარჩენებზე ვხუმრობ, მაგრამ ქართული სიმღერის ტექსტებს კი უნდა დაუფიქრდეს კაცი :)
ReplyDeleteკლასნი პედოფილია კია :)
ReplyDeleteლაშა და ანინა, მართლა დაწერეთ რომელიმემ, კარგი თემაა
რა, რა? რო ცამეტი წლის ხარ პედოფილურია? თუ პედოფილია შემოქმედებაში? :)
ReplyDeleteდიდი ხნის წინ შევამჩნიე პედოფილია ქართულ პოეზიაში, რაღა დასამალია; და მოხარული ვარ რომ მარტო არ ვარ :). ზოო და ნეკრო გადასახედი მაქვს როგორც ჩანს :)))
ReplyDeleteდიდ სპორტში რო დაბრუნდება უკვე ჩამოწერილი სპორტსმენი :))
ReplyDeleteგაიხარე გიო
სიმღერაა და სიმრერა,ყველა სიტყვას თუ გამოეკიდე,კიდევ უფრო მეტ სახალისოს ნახავ,ზოგიერთი მაინც სასწაულია.ამასწინათ მოვკარი ყური რაღაც ზე-შტერობას დაახლოებით ასეთი შინაარსით : მამიკო გენაცალოს ტაკუნებში--ო. მარაზმ,რაააა
ReplyDeleteხოდა, ასეთი ’გარითმვები’ არცეთი ენის სიმღერებში არაა იშვიათობა,ნუ აძაგებთ მაინცდამაინც ქართულს.
და იდეა მომწონს--სარკაზმი უხდება.
ხო, დიზაინს გილოცავ.გვეღირსება ადამიანური დაკომენტება :)
აჰმ , ძალიან დიდი კომენტარი დავწერე აღშფოთებულმა და ბოლოს დაწერა გადავიფიქრე :დ ასე აჯობებს ორივესთვის :ევილ:
ReplyDelete"პატარაოოოოო ქაალიაოოო სიყვარულის აბა მაგან რა იცისოოოო"– ეს გახსოვთ? :დ:დ ბანკში რომ დავიწყე მუშაობა, თავიდან დღეგამოშვებით მიწევდა კორპორატიულ "ტუსოვკებზე" სიარული და ძალიან მწარედ მახსოვს როგორ ცეკვევდნენ ამ სიმღერაზე ჩემი თანამშრომლები, სანამ მე განერვიულებული ვღრღნიდი ქათმის ბარკალს და სახლზე ვოცნებობდი :| ხოდა ახლა დავუფიქრდი, რომ პედოფილურია :)))))
ReplyDelete:)))))) ბიგ ლაიკ....
ReplyDelete:))))))))))))) ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამას წინად პაიჭაძემ რომ გაარჩია ლევან ვასაძის ლექსი, მაგფერი არ გენახოთ აფერი :D :D
ReplyDeleteლინკი დაიდოს და მოგახსენებ...პაჭო მაგარია :) პროსტო იმ ლექსის გასარჩევნი ნერვები ნამდვილად არ მაქვს :) და ვასაძე მაინც მევასება, თუ მევასებოდა - მაგ ლექსამდე :))
ReplyDeletepatara qaloooooo unda gageyaroooooooooooooooo :D dzvels ragas ixsenebt, axlebic gvyavs pedofilebi :D
ReplyDeletemagari yle xar
ReplyDeleteaseti nagavi kai xania ar wamikitxvas. nekrofilia, sex shopi ra shuashia vabshe she yleo, ogond statia gamogsvloda da reebi iboddiale vabshe tu ici
ReplyDeleteMGONI BOLO KOMENTIA YVELAZE NISHANDOBLIVI, VFIQROB, NEKROFILIAZE, ZOOFILIAZE DA MISTANANZE MAGLA DGAS :DDDDDDDDDDDD
ReplyDeleteComendo Mulheres Na Marra os cararas queria que elas dessem pelo menos o cuzinho ela ficava fazendo charme entao foi na marra mesmo para que coemece de boa seu maravilhoso rabinho, mais depois ela gostou muito e agora da pra valer.
ReplyDeleteComendo Mulheres Na Marra Filme Sex || Download do vídeo