Friday, September 23, 2011

კორპორატიული კონტრაცეფცია

დღეს საიტზე adme.ru წავაწყდი ფრიად საინტერესო სტატიას, სადაც მოთხრობილი იყო ახალგაზრდა ლოსანჯელესელის, მაქს რაითის (Max Wright) კრეატიული იდეის შესახებ, რომელმაც ცნობილი კომპანიების ლოგოტიპები და სლოგანები პრეზერვატივის შეფუთვაზე განათავსა.

[nggallery id=6]


გადავწყვიტე ანალოგიური ექსპერიმენტი მეც ჩამეტარებინა და ფეისბუქის გვერდზე მეგობრებს ქართული სარეკლამო სლოგანების მოგროვებაში დახმარება ვთხოვე (რისთვისაც დიდი მადლობა მათ). შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა:

[nggallery id=7]


თუმცა მაქს აზრადაც არ მოუვიდა, იგივე ცნობილი საარჩევნო დევიზების მიმართებაში გაეკეთებინა:

[singlepic id=72 w=100 h=75 ]

რას იზამ _ განა ყველას ყავს მთავრობა რომელიც შთააგონებს?

8 comments:

  1. ჰაჰჰაა :დ საინტერესოა :დ

    აქსისი კიდე ჩემიაა !! :დ

    ReplyDelete
  2. თიბისი ბანკის მომეწონა )))

    ReplyDelete
  3. ჰაჰ
    ქართულ სლოგანებსაც კარგად მოერგო.
    თან რა დამთხვევაა, გუშინ ვნახე boredpanda-ზე მისი "შემოქმედება" :)
    გადახედე, სხვა ბევრი საინტერესო რამეა კიდევ აქ:)

    http://www.boredpanda.com/new-condoms-gabrielle-wee/

    ReplyDelete
  4. გაიხარე ლაშ, დღეს მაკდონალდსში ვიჯექით მე და ჩემი მეგობარი და ბოლო ხმაზე ვხარხარებდით ეს ფოტოები რომ ვნახეთ.. :)))

    ReplyDelete
  5. სასიამოვნოა :)

    ReplyDelete
  6. ირინოლაSeptember 28, 2011 at 4:47 AM

    მაგარი ხარ ლაშარელა, გაიხარე.. სამსახურში ვარ, ვხარხარებ და ოთახში ყველა მე მიყურებს :D :D :D

    ReplyDelete
  7. ქართული რეკლამის რა გითხრა, მაგრამ ქართულად ნათარგმნებს რაც შეეხება, უფრო მეტ სიმძაფრეს შემოვიტან და "მე ვარ ბარნი პატარების მეგობარი"-ც ქე ჩაჯდებოდა "ვ წემუ".

    ანდა, ხუბა-ბუბას "ბა-ნა-ნე-ბიიი, ბა-ნა-ნე-ბიიი"...

    ახლა, "აზაბოჩენნი" პედოფილურ მარშში რომ არ ჩამეთვალოს, შევეცდები გავანეიტრალო და:

    საზკვება - "შემოიხედე, გენაცვალე"
    საზსმა - "განიქარვე"
    კამპანია - "ზუმი - 1=2"
    სახალხო მოძრაობა - "ჩვენ თვითონ"
    პარტია - "ახალი მემარჯვენეები"

    ისე, სატელევიზიო გადაცემებსაც კი დააკვდებოდა, ისე მოუხდებოდა:
    ღამე შორენასთან ერთად (ბანალურია, მაგრამ მაინც)
    ღამის შოუ (ესეც)
    კურიერი (დილის, შუადღის, საღამოს, ღამის. თან ინსტრუქციაც მოყვება - ეს კურიერია)
    ცხოვრება მშვენიერია (მართლაც რომ)
    ყოფილი ცოლების კლუბი (აქ მაგარი გასავალი ექნება)
    მხიარული სტარტები (ამ ბავშვებს მაინც ვერ ავერიდე, ზატო ობოლაძეზე მოვიფხანე ცოტა გული)
    იმედის ფსონი (:))
    რვანი ("ბეზ გრუპავუხი ნი კაკ")
    აკრედიტაციის გარეშე (და მასთან ერთადაც)
    პატარა დიდები (მოდი, აქ გავჩერდები, თორემ წავალ-წამოვალ ბავშვებისკენ მიდის თემა)...

    ReplyDelete