Thursday, September 22, 2011

იმეგობრე!



დიდი ხანია მინდოდა ამ თემაზე დამეწერა და აი, განახლებული ბლოგი, განახლებული ფეისბუქი და ახლადგამოჩენილი პროდუქტი _ Google Plus, მგონი უკეთეს დროს ვერც კი შევარჩევ.

ფილმში „სოციალური ქსელი“ , ერთერთ ეპიზოდში მარკ ცუკერბერგს უკავშირდება რამდენიმე ახალგაზრდა. მას სთავაზობენ, მონაწილეობა მიიღოს სოციალური ქსელის შექმნაში. ამ ეპიზოდში მარკ ცუკერბერგი ვფიქრობ თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვას სვამს: „რატომ ფიქრობთ რომ ეს სოციალური ქსელი იმუშავებს, რითი იქნება ის გამორჩეული MySpace-სგან და Hi5-ისაგან“?



მიუხედავად იმისა, რომ მარკმა პასუხად ძალიან მარტივი არგუმენტი მიიღო (საუბარი იყო ქსელის პოპულარიზაციაზე, პრესტიჟული სასწავლებლების სტუდენტებზე დაყრდნობით) ეს შეკითხვა ვფიქრობ უფრო ღრმა ანალიზს და დაფიქრებას მოითხოვს.

და მართლაც, ფეისბუქის გაპიარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ ფაქტმა რომ ის გაპიარდა, პრესტიჟული სასწავლებლების უნივერსიტეტების სტუდენტებში, თუმცა მეორეს მხრივ იგივე მაისპეისიც და Hi5 არანაკლებ პოპულარული სისტემები იყო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ არა თუ ამერიკის პრესტიჟულ სასწავლებლებს შორის, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც კი.

თუმცა ფეისბუქმა შეძლო ძალიან მოკლე დროში, წარმატების სულ სხვა მწვერვალებისათვის მიეღწია და სრულიად ახალი რეალობა დაემკვიდრებია მთელს მსოფლიოში.
უამრმავი მოსაზრება, დასვკნა და ანალიზი არსებობს მოცემულ თემასთან დაკავშირებით, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავიც კი. თუმცა პირადად მე ჩემი მოსაზრება გამაჩნია.

ფეისბუქის წარმატების მიზეზი, ნაწილობრივ, რა თქმა უნდა გამოიწვია იმ ნოვატორულმა მიდგომებმა რომლებიც ფეისბუქს გააჩნდა (Like ღილაკი, კედელი, დაშეარება, სტატუსი) იმ დროისათვის არსებული სხვა სოციალური ქსელებისგან განსხვავებით. მაგრამ მსგავსი პოპულარობის მთავარი მიზეზი ვფიქრობ ერთი მარტივი ჭეშმარიტებაა _ ფეისბუქმა აიძულა ხალხს ემეგობრათ.

თუ კარგად გაიხსენებთ ფეისბუქზე თქვენს პირველ ნაბიჯებს, აუცილებლად ამოგიტივტივდებათ გონებაში როგორ დაბეჯითებით და მონდომებით გთავაზობდა ფეისბუქი, ეპოვნა თქვენი მეგობრები Gmail-ის, Hotemail-ის, Yahoo mail-ის, Skype ექაუნთებზე დაყრდნობით.
გარდა „საწყისი სამეგობრო კაპიტალისა“, ფეისბუქში სკამაოდ ჭკვიანურად ჩადებული ალგორითმები გამუდმებით გთავაზობდათ ხალხს, რომელსაც შესაძლოა იცნობდეთ (საერთო მეგობრების, სკოლის, საცხოვრებელი ადგილის თუ ინტერესებზე დაყრდნობით).

გარგდა ამისა, თქვენ ხედავთ ვინ ვის დაუმეგობრდა, დაულაიკა, დაუკომენტარა თუ დაუნანავა.
იმისათვის რომ „სტიქიურად“ შევსებული მეგობრები არ მიგავიწდეთ პეროოდულათ თქვენს კედელზე ჩნდება მეგობართა ახლადგამოცვლილი პროფილის ფოტოები.
„მეგობარს“ დაბადების დღეაქვს და არ გახსოვს? რა პრობლემაა - მის კედელზე დაგროვილი მრავალრიცხოვანი მილოცვა, აუცილებლად გამოჩნდება შენს კედელზე.
მოკლედ ფეისბუქმა ყველანაირი პირობა შექმნა იმისათვის რომ „იმეგობრო“ _ ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან, ნაცნობებთან, უცნობებთან, პოლიტიკურ ოპონენტებთან, თანამოზაზრეებთან, გეებთან, ჰომოფობებთან, კაიბიჭებთან, ქურდებთან, ბოზებთან, ძაღლებთან, მამაძაღლებთან და დაუძინებელ (დაულოგინებელ) მტრებთანაც კი.

ფეისბუქის შემოთავაზებული „მეგობრებიც“ იქეთ იყოს და თავადაც შეგიძლია შენს ერთ მეგობარს, მეორესთან მეგობრობა შესთავაზო (შენი რამიდის?). ეს ფუნქცია რაღაცით „გადანახულების“ ინსტიტუსაც კი მაგონებს _ უბრალოდ პოტენციური ქორწილის ნაცვლად, კედელთან პირისპირ მყოფ ორ ადამიანს, ისღა დარჩენია, რომ მეგობრობა “Confirm” ღილაკით ოფიციალურად გააფორმონ.

რამდენიმე დღის წინ კი, ფეისბუქმა ნამდვილი შოკი შემოგვთავაზა _ ეს არის ცოცხალი კედელი, სადაც განუწყვეტელ რეჟიმში ჩანს, თქვენი ნებისმიერი მეგობრის, ნებისმიერი მოქმედება _ იქნება ეს ვინმეს ფოტოზე გაკეთებული სახუმარო, სალაზღანდარო თუ საფლირტაო კომენტარი, მოვალეობის მიზნით დაჭერილი ლაიკი თუ შეტყობინება „ყველაზე თესლები და ძერსკები“ ჯგუფში გაწევრიანების შესახებ .
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამჯერად ფეისბუქის მესვეურებმა მომხმარებელს არანაირი არჩევანი არ დაუტოვეს _ გინდა არ გინდა, ამ ფანჯარაში შენი აქტიობა უნდა ჩანდეს!

ჩვენც სხვა რა დაგვრჩენია _ სამსახურში თუ ხარ, ფეისბუქი მხოლოდ ვათვალიეროთ (ვინიცობაა და უფროსმა არ შენიშნოს წლიური ანგარიშების ნაცვლად, ფერმის მოსავლის აღებით რომ ხარ დაკავებული), შეყვარებული ხარ და მხოლოდ საწინააღმდეგო სქესის მეგობრებზე იყო კონცენტრირებული (ბოლოს და ბოლოს ყველასააქვს ეჭვიანობის თავისი საზღვარი)... მოკლედ ერთი ძველი ქართული ანდაზის არ იყოს „რძალო შენ გიკომენტებ, მულო შენ გაიგონეო“ პრინციპი, სრულად არის დაცული.

დიახ, ეს თანამედროვე სამყაროა. აქ ნელნელა და ეტაპობრივად (მე ვიტყოდი მიზანმიმართულად) იცრიცება ზღვარი პირადსა და საზოგადო სივრცებს შორის. აქ პროფილში გთხოვენ დაფიქსირო მრწამსი, სექსუალური ორიენტაცია, ხარ თუ არა ვინმესთან დაწყვილებული (in relation) თუ ახლახანს დაშორდი მას. მხოლოდ აქ შეიძლება, წინა ღამის ნამთვრალევი, სანამ ნაბახუსევ ორგანიზმს იშუშებ, დაგთაგონ ფოტოზე, რომლის გამოც მთელი შენი ცხოვრება შეიცვლება. აქ მეგობრობა თავისუფალი არჩევანი კი არა, გარდაუვალი ვალდებულებაა.
ვიცი პოსტის ბოლოს მრავლად იქნება რეკომენდაციები, რომ არ შევავსო პირადი ინფორმაცია, პროფილის ფოტოდ საკუთარი კი არა „პლუშის ბალიშს ჩახუტებული დათუნია“ დავაყენო, არ გამექცეს თვალი ჩემი 483 მეგობრის, ისტერიულად განახლებადი ბლოკისკენ... დიახ, ჩვენ შეგვიძლია ავტომატს ზამბარა გამოვაცალოთ, ნასვრეტები გავუკეთოთ და საკმაოდ საინტერესო ტემბრის მქონე ჩასაბერი ინსტრუმენტად გადავაკეტოთ, თუმცა ფაქტია - ავტომატი სულ სხვა მიზნებისთვის არის შექმნილი და მის საქსაფონად გადაკეთებას მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი თუ მოინდომებს, შეძლებს ან მოაფიქრდება. გამონაკლისები კი მოგეხსენებათ, წესს მხოლოდ ამტკიცებენ.

ჩვენ კი, ოცდამეერთე საუკუნის ინფორმაციულ ვამპირებს, ისღა დაგვრჩენია მივიღოთ რეალობა ისეთი როგორიც არის _ არჩევანის გარეშე!

8 comments:

  1. იცი ერთის მხრივ კარგია ეს საჯაროობა, თუმცა მე უკვე მოვაშთე ეგ თიკერი, და რატომ. ადამიანებს გულწრფელობას აიძულებს!
    ორმაგად ვერ ითამაშებ, რამოდენიმე გოგოს ერტად ვერ დაკერავ და ასე შემდეგ. ვინც ისედაც არ თამაშობდა ჩემსავით შეუძიათ დაისვენონ :)

    ReplyDelete
  2. ზუსტად, აი ზუსტად. შენ ძალიან მშვიდად დაწერე და მე ვღშფოთდები, ვდუღვარ და გადმოვდივარ, მაგრამ რა? გავაფეტიშეთ ეს მარკი და დაგვაჯდა თავზე :((

    ფიქრო,
    შენ რომ მოაშთე, სხვამ მოაშთო? ეს შენ აღარ გიშლის უბრალოდ ნერვებს სხვისი აქტივობების მორბენალი სტრიქონი, თორემ შენი სხვასთან ისევ ისე ჩანს, გინდა შენ ეს თუ არა :(

    ReplyDelete
  3. ეკა ჩემთვის სულერთია, ჩანს თუ არა, არასდროს ისეთს არაფერს ვწერ რაც ძალიან პირადია და თუ ვწერ, მკიდია სხვები რას ფიქრობენ. თუ აინტერესებთ, იკითხონ ჩემი სტატუსები მშვიდობაში. ადამიანი ბუნებით ცნობისმოყვარეა, და სხვების ვოლებზე ქექვა სრულიად ბუნებრივი რამაა, მარკმა კიდევ არ იქექოთ ახლა ყველასთვის საჯაროაო. ახლა ფარულად კი არა ლეგალურად შეიძლება დააკვირდე სხვებს და ეს ლეგალურობა მომწონს, ნებისმიერ ფარულს გამოჩენილი ჯობია.

    ReplyDelete
  4. mokled.... zirs fashisti mark...fikr, subiekturad msjelob :)

    ReplyDelete
  5. ფაქტია რომ ადამიანი ცნობისმოყვარეა. ყველა იქექება სხვის სტატუსებში მეტად თუ ნაკლებად. ახლა ყველას თანაბარი უფლება აქვს რომ იქექოს. ეს დადებითი. უარყოფითი – მარკმა არ უნდა გადაწყვიტოს წიომნად გავიქექები თუ არა., მარკმა არ უნდა დამაყაროს თავზე ვედრით ინფორმაცია რომელიც შენმიძლია ჩემით დავკრიფო რომელიც მინდა.
    მოკლედ ადამიანების გაგულწრფელებას მივესალმები. თან ადამიანების უმეტესობამ არ იცის რა თავში იხალოს არჩევანის თავისუფლება. მაგ ფონზე ძალით რომ გაგაგულწრფელებენ კარგიც კია.

    ReplyDelete
  6. ადამიანის უმთავრეს უფლება, ქონდეს არჩევანი - არ მიესალმები ფიქრო? :)

    ReplyDelete
  7. read more მოაშორე რა, თორემ მეზარება გახსნა და აღარ ვკითხულობ.. :D

    ReplyDelete
  8. ცუდ დროს აღგიდგენია და მე კიდევ კარგ დროს გამიუქმებია <3

    ReplyDelete