Monday, July 4, 2011

ჩემი უცნობი მკითხველი

ახლა მომეჩვენა, რომ ამ პოსტს მხოლოდ იმიტომ ვწერ რომ რაიმე დავწერო, მაგრამ არა _ ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ მინდა დაგელაპარაკოთ. ყველა ერთად შეგკრიბოთ და გელაპარაკოთ (მთვრალი არ ვარ და სმაილებსაც ვააქტიურებ) :).

უცნაურია, ზიხარ ბანკის ოფისში, საქმეები სულს გიხუთავს, უფროსიც თავისი არაფრისმომცემი რეპორტების მოთხოვნით დამატებით გიშლის ნერვებს, სხვა პრობლემებიც წაუკითხავი მეილებივით თავზე საყრელად გაქვს. ამ დროს გადაეყრები ბმულს, რომელსაც ბლოგი აწერია და ხვდები რომ აქ რაღაც შეგიძლია დაწერო.

წერ უბრალოდ, შენთვის. შემდეგ გადის დრო (საკმაოდ დიდი) და ვიღაცის კომენტარს ხვდები. უცებ აცნობიერებ, რომ ეს სულაც არ არის ფურცლებიანი წიგნაკი რომელშიც დადებითი, უარყოფითი თუ სულაც ნეიტრალური ემოციებისაგან იცლები.

შენი წიგნაკი ინტერნეტში დევს, ანუ ხელმისაწვდომია ყველასათვის ვისაც მსოფლიო აბლაბუდასთან მოდემი აკავშირებს.

ხო, პირველ კომენტარზე ცოტა შევიშმუშნე. ცოტაც გამიხარდა, რომ ვიღაცას მოეწონა, ცოტაც დავიძაბე _ ო, ო... მე ხო არასოდეს ლექსები არ გამომიმზეურებია.

შემდეგ გადის დრო და ერთ მშვენიერ დღესაც აღმოაჩენ, რომ ბლოგს დღეში სამასამდე უნიკალური ვიზიტორი ყავს. სამასი ადამიანი, რომელიც კითხულობს შენს ბლოგს... შინაგანად განცდა მეუფლება რომ სამასივე ჩემი ოჯახის წევრი, ნათესავი ან მეგობარია. სხვანაირად როგორ _ უცხო ადამიანი ხომ არ დაჯდება და დაიწყებს შენი სისულეების კითხვას?

ასეც რომ არიყოს, მეტნაკლებად ვცნობ ხალხს რომლებიც ბლოგზე კომენტარებს ტოვებენ (გარდა იშვიათი ანონიმუსებისა): მეგობრები, ნაცნობები, პურის გამყიდველი ჩემი უბნის მაღაზიიდან, მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე ინტერნეტ კლუბის ოპერატორი _ ელენე და დედა.

მაგრამ შემდეგ, სრულიად შემთხვევით აღმოაჩენ რომ მთლად ასეც არ არის. რეკავ ბანკში, ოპერატორი გეუბნება რომ ბექოფისში გადაგისამართებს. იქ გოგონას უხსნი პრობლემის არსს, რატომ გესაჭიროება რომელიღაც საბუთის სასწრაფოდ დამოწმება. სახელს და გვარს გეკითხება და უცებ _ მე თქვენ გიცნობ, თქვენს ბლოგს ვკითხულობ... :O

სასიამოვნო შეგრძნებაა _ ვერაფერს იტყვი. უცებ ხვდები, რომ უამრავი უხილავი მეგობარი გყავს. იმასაც აცნობიერებ, რომ ბლოგს კითხულობენ და შესაბამისად გარკვეულ ვალდებულებას და პასუხისმგებლობასაც გრძნობ, რომ ადამიანს რაიმე სისულელე არ გადააკითხო (არა და ზოგჯერ, როგორ მინდა :)).

შემდეგ ერთ-ერთი მკითხველი (ვიცი, რომ ანონიმუსობა უყვარს და სახელს არ დავწერ) ულამაზეს წიგნს ("დიდნი საქმენი") გჩუქნის. შენი დის თანამშრომელი და ამავე დროს ბლოგის მკითხველი, კაფიების კრებულს გიგზავნის_ შაირების სანაცვლოდ და ხვდები, რომ რიცხვი, რომელსაც საიტზე დაყენებული მთვლელი გიჩვენებს, სულაც არ არის ვირტუალური _ ისინი შენი ბლოგის სტუმრები, შენი უხილავი მეგობრები არიან.

მართლა ძალიან მინდა ყველას გიცნობდეთ პირადად - იქნებ ოდესმე, დავნიშნო დრო და ადგილი, მოვზიდო ბევრი დასალევი, მუსიკა და ყველა მოგიპატიჟოთ _ ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა ვიცოდე, ვის როგორი სიმთვრალე გაქვთ?

15 comments:

  1. haha, fxizema vici ''didi sakmeni'', mtvalze ra mogaxseno )) rato virtualuri megobrebi, namdvili adaminebi da megobrebi vart ))p

    ReplyDelete
  2. მეც შენი ერთ-ერთი მკითხველი ვარ, ყოველ დილით ახალ გაღვიძებულმა და საღამოს ძილის წინ,ცალი თავლი დახუჭული რო მაქვს, რო არ შემოვირბინო აქ არ არსებობს. მომწონს შენი ლექსები,რაღაცნაირად შიგნიდან მოდის, თითქოს ჩემიცაა. მერე ამოვიჩემებ ხოლმე ერთ ფრაზას და მთელი დღე ვიმეორებ ისე, რომ ბოლოს ნერვებს მიშლის :)

    ReplyDelete
  3. kargad wert bat.lasharela)))) tan tavdapirvelad blogze tqveni saxelis gamo shemovedi, mas hemdeg (albat ar vazviadeb da yoveldge vstumrob blogs, iqneb axali posti daweratqo )))

    ReplyDelete
  4. მე ალბათ თუ ოდესმე გნახავ მომერიდება თქმა, რომ შენს ბლოგს ვკითხულობ.. თუმცა ძალიან გამიხარდება თუ გნახავ.. შეხვედრის ამბავი მომწონს, თუმცა ხალხმრავლობა არ მიყვარს.. :)) მაგრამ თუ რამეა, მეც შენთან ვარ!.. :)

    ReplyDelete
  5. დიდად არ ვგიჟდები, თუმცა კაი ხალხთან ლუდს სიამოვნებით ვსვამ თავისუფალ დროს... :)

    ReplyDelete
  6. გააჩნია როგორი ტუსოვკა იქნება, აი პოეზიის საღამოს თუ მოაწყობ და თუ მანდ ვიქნები უეჭველი მოვალ :))

    ReplyDelete
  7. Me erTxel mezobelTan Sevedi dasarekad da rom gamovdiodi madlobT meTqi vuTxari da madloba Sen aseTi araCveulebrivi blogi rom gaqvso hoda rogorc ityvian gavxevdi.
    pirveli Soki iyo CemTvis.

    meore mashin iyo advokatis testirebaze zurgs ukan rom gavige - es hexe ar aris aq ra undao?:)

    ReplyDelete
  8. mzis energiit rom var imitom mzvreba axla kani :D :D

    ReplyDelete
  9. ჰო, ეგ უნდა იცოდე აუცილებლად ))

    ReplyDelete
  10. ლაშა, შენ ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გაქვს იმისთვის, რომ 300 კი არა, უფრო მეტი უნიკალური ვიზიტორი გქონდეს :))

    ReplyDelete
  11. ♥♥♥
    ♥♥

    ReplyDelete
  12. ლაშ, შენ უნდა თქვა, რავა ყველას ვევასებიო :D :D :D
    მე მართლა ძაან მოწონს შენი ბლოგი და მთელი ორი კვირა სახლში რაც ვიყავი, სულ ველოდებოდი ახალს რას დაწერს-თქო :)
    ირინოლა

    ReplyDelete
  13. მე შოკი მივიღე ერთმა რომ გამაჩერა და ფეისბუქზე შენი მეგობარი ვარ, როგორ ხარო.. :)) იმის მერე უცნობ ხალხს აღარ ვიმატებ.. :))

    ReplyDelete
  14. მე ვარ 167-ე. :)) მაქვს პატივი ლაივშიც გიცნობდე ბატონო ლაშა-რელა-ცომ, წარმატებები.

    პ.ს. 300 მნახველი დღეში... მაგარია, სრულიად კითხვადი ხარ ესე იგი

    ReplyDelete
  15. ერთი ანონიმუსი იყო :დ გამაწამა
    ერთი კეთილი იყო :დ

    ReplyDelete