მე მიყვარს შენი აღგზნებული სუნთქვა
და ტოკვა მუცლის
მაღელვებს, როდესაც იმშრალებ ტანს
მუსიკა დილის ოთახს განწყობას უცვლის
შენ კი იტენიანებ კანს
მე მიყვარს, შენი ჩახლართული ღამით თმები
და ჩვეულებრივზე გაბზარული ხმა
როდესაც ორნახადი არყით ვთვრები
შენ ხარ ყველაზე ღრმა
როგორც სისხამ დილით ხსნადი ყავა
ტერფზე მორგებული სარტყელი ვერცხლის
მთელი დღე უშენოდ და შენით გავა
და საათიც წამებს ვერ ცლის
მე მიყვარს შენი აღგზნებული სუნთქვა
და ტოკვა მუცლის
მაღელვებს, როდესაც იმშრალებ ტანს
მუსიკა დილის ოთახს განწყობას უცვლის
შენ კი იტენიანებ კანს
momcons.....
ReplyDeleteგავიღვიძე :) მესიამოვნა :)
ReplyDeleteმიყვარს რო გავიღვიძებ, აქ შემოვალ და ახალი ლექსი დამხვდება, რომელიც დილიდან კარგ ხასიათზე მაყენებს :)
ReplyDeletelamazia da ubralo
ReplyDelete"მე მიყვარს, შენი ჩახლართული ღამით თმები"
ReplyDeletegulaxidilad vigrdzeni!
kargia
საქალეთი აღაგზნე ლაშა ბიჭო:)
ReplyDelete