Sunday, July 3, 2011

ყველაფერი კარგად იქნება

ცხოვრება სანამ ატუზავს  ბანქოს
კარგად აჩეხავს, აჭრის
ო, როგორ გიჩნდება ზოგჯერ სურვილი
გაქცევის, ველად გაჭრის

აი შენც, ასეთ მოხდენილს, ლამაზს,
გამშვენებ კაბა, უბრალო ნაჭრის
ცხოვრბა კიდევ იკიდებს ამას
და ყოველთვიურ სესხის ფულს გაჭრის

კარგი, დავუშვათ ვიცხოვრებ ასე:
თავისუფლებაც ჯანდაბას და ჭირს...
მაგრამ ცხოვრება აიღებს დანას
და როგორც ნამცხვარს რომბებად დამჭრის

სანამ ცხოვრება ატუზავს ბანქოს
კარგად აჩეხავს, აჭრის
ო, როგორ გიჩნდება ზოგჯერ სურვილი
გაქცევის, ველად გაჭრის

7 comments:

  1. ორმაგად ამაყობს შენით ლესელიძე.. :* :))

    ReplyDelete
  2. ლესელიძე? ქუჩა თუ ...? :)
    მიწერეთ ანონიმუსებო ვინ ხართ, საიდანმოსულხართ :)

    ReplyDelete
  3. ქუჩაა, ქუჩა.. ჩემი უნიკალური ქუჩა.. :)) რუსთავი.. :))

    ReplyDelete
  4. გაიქეცი, მერე უკან დაბრუნდი, ოღონდ სწრაფად, რომ საკუთარი თავი ადგილზე დაგხვდეს :)))))

    ReplyDelete
  5. ვახ, ჯიგარი დაიწო, ჯიგარი!

    ReplyDelete
  6. რაც ეს გვერდი არსებობს მიდის ამოცნობა Anonymous და ვერა და ვერ... :) მე რა შუაში ვარ, მაგრამ იმდენად შევიერი, რომ მეც კი მაინტერესებს ვინ არის:)

    ReplyDelete
  7. sofa
    ანონიმუსი ერთი კონკრეტული ტიპი არაა :) ბევრია და ისიც ბლოგერზე რომ ვიყავი მაშინ იყო. რადგან ეს დაკომენტარების ერთერთი ფორმაა - რომ არ მიუთითო ვინ ხარ :)

    ReplyDelete