Monday, September 26, 2011

აბსოლუტურად არასაბავშვო ლექსი

მე არ მიყვარს შენი ფისო
ფისოს თეთრი კუდი
ფისო ფიქრობს გაუვლისო
ეს განწყობა ცუდი

მე არ მიყვარს შენი კნუტი
მიყვარს შენი კერტი
და მიზეზიც გასაბუტი
რაღა გინდა მეტი?

როგორ ვთქვა და ვეჭვიანობ
როცა ფაფუკ თათებს
ენით ლოკავს, ისველებს და
ნაზად მკერდზე გადებს

ფისომ კიდე ვერ გაიგო
რატომ ვკოცნი ამ ქალს.
არაუშავს გაიზრდება
ჯერ კნუტია, რა ქნას...

Friday, September 23, 2011

კორპორატიული კონტრაცეფცია

დღეს საიტზე adme.ru წავაწყდი ფრიად საინტერესო სტატიას, სადაც მოთხრობილი იყო ახალგაზრდა ლოსანჯელესელის, მაქს რაითის (Max Wright) კრეატიული იდეის შესახებ, რომელმაც ცნობილი კომპანიების ლოგოტიპები და სლოგანები პრეზერვატივის შეფუთვაზე განათავსა.

[nggallery id=6]


გადავწყვიტე ანალოგიური ექსპერიმენტი მეც ჩამეტარებინა და ფეისბუქის გვერდზე მეგობრებს ქართული სარეკლამო სლოგანების მოგროვებაში დახმარება ვთხოვე (რისთვისაც დიდი მადლობა მათ). შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა:

[nggallery id=7]


თუმცა მაქს აზრადაც არ მოუვიდა, იგივე ცნობილი საარჩევნო დევიზების მიმართებაში გაეკეთებინა:

[singlepic id=72 w=100 h=75 ]

რას იზამ _ განა ყველას ყავს მთავრობა რომელიც შთააგონებს?

Thursday, September 22, 2011

იმეგობრე!



დიდი ხანია მინდოდა ამ თემაზე დამეწერა და აი, განახლებული ბლოგი, განახლებული ფეისბუქი და ახლადგამოჩენილი პროდუქტი _ Google Plus, მგონი უკეთეს დროს ვერც კი შევარჩევ.

ფილმში „სოციალური ქსელი“ , ერთერთ ეპიზოდში მარკ ცუკერბერგს უკავშირდება რამდენიმე ახალგაზრდა. მას სთავაზობენ, მონაწილეობა მიიღოს სოციალური ქსელის შექმნაში. ამ ეპიზოდში მარკ ცუკერბერგი ვფიქრობ თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვას სვამს: „რატომ ფიქრობთ რომ ეს სოციალური ქსელი იმუშავებს, რითი იქნება ის გამორჩეული MySpace-სგან და Hi5-ისაგან“?

Sunday, September 18, 2011

გოგოვ, გოგოვ, მე შენს მეტი...

ჩემი მეგობარი ამერიკაში ცხოვრების თორმეტი წლის შემდეგ, ახალი ჩმოსული იყო საქართველოში, შემთხვევით ტაქსში რომ ამოყო თავი, რომლის ჭუჭყიან სალონსაც რადიო მიმღებიდან გადმოდინებული უზადო რეპერტუარი აფორმებდა დამატებითი არომატით.

"_ყაყაჩოს წვენი შეგასვას...", წაგვიმღერა მოულოდნელად რადიო მიმღებმა, მეგობარი მოულოდნელად შემოტრიალდა და უკანა სავარძელზე სურნელებისგან მითიშულს სრულიად გულწფელად მკითხა: "ყაყაჩოს წვენი რატო უნდა დალიოს, გემრიელია?"