Friday, June 4, 2010

Нико Гомелаури

რუსულად დავასათაურე განგებ და მოგვიანებით მიხვდებით რატომ.

მახსოვს, ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე, კომპიუტერის ჩართვასთან ერთად "ფეისი" გავხსენი და დამხვდა ბევრი ლექსი, ძალიან ბევრი ლექსი, ოღონდ ყველა ნიკო გომელაურის. რატომღაც არავის არ ეწერა რომ ნიკო გარდაიცვალა, მაგრამ მივხვდი რომ ასე იყო.

ნიკოს ლექსი იმ დღეს ფეისბუქზე მგონი ყველამ "დაპოსტა" თუ "დადო"...იმან ვისაც უყვარდა ნიკო, იმან ვისაც ყურმოკრული მაინც ქონდა, იმან ვინც არ იცოდა ვინ იყო საერთოდ ეს ადამიანი, და იმანაც ვინც არ იცოდა, რომ იუთუბის ეს ვიდეო თუ ტექსტი ვიღაცის სტატუსში საერთოდ ლექსია თუ მოთხრობა.

ჩემო ბლოგის მკითხველებო, იმედიმაქვს მეც არ გამიბრაზდებით. როდესაც ვისმენ რაიმე კარგს, გემოვნებიას ან უბრალოდ "ჩემეულს", ძალიან მინდება სხვებს გავუზიაროთ. ამიტომაც გიზიარებდით ნიკოს ლექსებს მის გარდაცვალებამდე და ეხლაც ვერ შევიკავებ თავს, თუმცა გარკვეულ კომპლექსს, ნიკოს გარდაცვალების დღეს მომხდარი მასიური ისტერიის შემდეგ ვგრძნობ.

იმედია გამიგებთ. მაშ ასე, ნიკო გომელაური (მგონი) ნაწილი IV:


[youtube http://www.youtube.com/watch?v=ZJmkMQF78Sg&hl=en_US&fs=1&]

6 comments:

  1. ძალიან მიყვარს ნიკოს ლექსები, ძალიან

    ReplyDelete
  2. კარგა ხნის წინ "იმედის" დილის პროგრამას მის გამო ვუყურებდი ხოლმე:(

    ReplyDelete
  3. ეჰ, იმხელა კომეტარი დავწერე და... წამეშალა :(

    ReplyDelete
  4. კარგა ხნის წინ "იმედის" დილის პროგრამას მის გამო ვუყურებდი ხოლმე:(

    ReplyDelete
  5. ძალიან მიყვარს ნიკოს ლექსები, ძალიან

    ReplyDelete
  6. ეჰ, იმხელა კომეტარი დავწერე და... წამეშალა :(

    ReplyDelete