ხომ იცი ზოგჯერ გიჟი ვარ
ზოგჯერ ია ვარ მორცხვი
ზოგჯერ კი ჩიჟი-ბიჟი ვარ
ან დაგლეჯილი ცოცხი...
ზოგჯერ ღიმილსაც ვახერხებ
სევდა ისეც მაქვს ბლომად
ზოგჯერ პატარა თაგვი ვარ
და ზოგჯერ თავს ვგრძნობ ლომად
ზოგჯერ არ ვიცი რა მინდა
ზოგჯერ ვიცი და არ მაქვს
ზოგჯერ ღვინოს ვსვამ მარნიდან
ზოგჯერ დღე არყით გამაქვს
ზოგჯერ ვფიქრობ რომ გიპოვე
როგორც ნირვანა ბუდამ
ზოგჯერ რაა და...ზოგჯერ რა...
მაგრამ მიყვარხარ მუდამ...
momwons <3
ReplyDeleteეს რაღც ახალი სმაილია :) არ ვიცი :)
ReplyDeleteeg aris guli :)
ReplyDeleteხო გულია ეს :)
ReplyDeleteeg aris guli :)
ReplyDelete