მკითხველი უცებ რომ არ დავაფრთხოთ ასე დავიწყებ:
ჩემმა დამ, რომელიც ალდაგი–ბისიაიში მუშაობს, კომპანიის შიდა გვერდზე გამოკითხვის შედეგად არჩეულ, ინგლისის ნაკრების თამაშის სანახავად დამპატიჟა ივენთჰოლში... უკაცრავად – "თბილისი ივენთ ჰოლში".
ბოლო პერიოდის ბლოგსფეროს ეიფორიას რაღაი შევუერთდი, შესავალში გაკვრით ნახსენები თემატიკით, (სიტყვა "ფეხბურთი" არც მიხსენებია) შევეცდები მსუბუქად და უმტკივნეულოთ ნელნელა თემის პროლოგის მზადება დავიწყო.
უღიმღამო, ერთით–ერთი იყო. ფეხფურთელების კვალდაკვალ მეც თითო–თითო კათხა ლუდი ასევე მდორედ და უხალისოდ ჩავცალე.
მატჩი დამთავრდა. ხალხი ფილარმონიის წინა მოედანზე გაიშალა. სანამ ყველა–ყველას გამოემშვიდობებოდა და გაარკვევდა ვინ საით მიდიოდა, რას აპირებდა, ხვალ როგორი ამინდი იყო მოსალოდნელი და მართლა შესუსტდა თუ არა ბოლო დროს დედამიწის მაგნიტური ველი, რამოდენიმე მაწანწალა ბავშვი გმირულად მოვიგერიე რომელიც მემუდარებოდა რომ დაცლილი საყვირის "ბალონი" მისთვის მიმეცა. (რატო არ ვაჩუქე ნეტა? ალბათ იმედები რომ არ გამეცრუებინა მათთვის? – ადამიანი თავის მართლებისკენ არის მიდრეკილი)
მოკლედ, გავერკვიეთ ვინ საით და ის ის იყო სახლში ვაპირებდი წასვლას ჩემი სიძისგან არაჩვეულებრივი შემოთავაზება მივიღე:
"მოდი ჩემთან, წავიდეთ. კაი კიტრი–პომიდვრის სალათი, კვერცხში შემწვარი "კალბასი", კაიიი ჩაციებული არაყი....და ლუდი..". როგორ არ დავთანხმებულიყავი?
კაი ჩაციებული არაყი, 70 (ან მეტი) გრადუსიანი ჭაჭა აღმოჩნდა. არა, ცივი მართლა იყო... ლუდმაც და კვერცხში შემწვარმა ძეხვმაც არ გაგვიცრუა იმედები.
მაწანწალა ბავშვები მომსდევენ...ხელში საყვირები უჭირავთ...აუტანელი ყიჟინით მომსდევენ....მივრბივარ.... რატომ ვერ მივრბივარ? მეწევიან..... მეწევიან...
ჰუუუ....დამესიზმრა.... თვალების გახელიდან ზუსტად 10 წუთი ვიხსენებდი სად ვიყავი და რატომ. თავში ის საყვირიანი ბავშვები ჩამრჩენოდა (ვგიჟები თხრობით ფორმებზე). თავი მისკდება. პირი გამშრალი. სახე მორღვეული. ჰა გავიპრანჭო და ისე ვთქვა ეხლა "ნაბახუსევი" თუ მამაპაპური "პახმელია" ვახსენო? ცუდად ვარ...ამ ყვლაფერს, დილიდან აუტანელი სიცხეც ემატება. ნაბეღლავი – ამოვიღნავლე მაგრამ მშველელი არსაიდან ჩანდა.
უცებ ლევანის ხმა შემომესმა: ადექი, ჩაიცვი, ირაკლი გამოგვივლის. ავდექი და შეძლებისდაგვარად ჩავიცვი.
ლოკაციის პირველ ადგილზე სამწუხაროდ "ვაკის" სოსისი არ აღმოაჩნდათ. ირაკლიმ ლევანს გადახედა:
– წავიდეთ?
– წავიდეთ!
წავედით....
კიკვიძის ბაღი ვიცანი. ერთერთ ვიწრო ქუჩაზე შევაჩერეთ. ჭადრებს ამოფარებულ, უღიმღამო კედელის ერთ მონაკვეთს, არც თუ ისე ახლო წარსულში შეღებილი მწვანე ფერი გამოარჩევდა.
კედლის ზედა მხარეს, გაურკვევლად ჩაშავებული შუშების მწკვირვს, თავის ჩამოხრჩობის წარუმატებელი მცდელობისგან ფანჯრიდან გადმოკონწიალებული და გალურჯებული, დაობებული "ვენტილატორი" არღვევდა.
რკინის პატარა კარიდან, კედელზე მიდგმულ ფეხზე დასადგომ მაგიდაზე იდაყვით ჩამოყრდნობილი ქალბატონი შევნიშნე, რომელიც სვავივით აკვირდებოდა კედლის მიღმა სივრცეს.
მხნეობა მოვიკრიბე და ლევანის და ირაკლის კვალდაკვალ მისტიურ სამყაროში შევაბიჯე.
პატარა ოთახი, ზომით 2 მეტრი 4 მეტრზე. კედლის ერთ მხარეს ხუთამდე მაღალი მაგიდა. მეორე მხარეს კი მთელს სიგრძეზე ჩაყოლებული არც თუ ისე დიდი სიგანის "სტოიკა" ამშვენებდა. მაგიდებზე გადაჭრილი "ლოვენბრაუს" ალუმინის ქილები ეწყო თუმცა მაგიდების ირგვლივ მდგარი არცერთი ზომბი სიგარეტს არ ეწეოდა. (ალბათ ჟანგბადის უკმარისობის გამო. ან იქნებ ზომბები სიგარეტს არ ეწევიან?). მაგიდებისკენ მიბრუნებულები ერთმანეთს შუშის თვალებით უყურებდნენ და რაღაცას დაუღალავად ღეჭავდნენ.
– ოცდაათი სოსისი და სამი ლუდი. მიცა შეკვეთა ირაკლიმ.
– ეხლა ოც სოსის მოგართმევთ და ცოტახანში დანარჩენს მოგიტანთ – ისეთი ხმით გვიპასუხა ღიპიანმა "მესოსისემ", რომ დარწმუნებული ვარ ჯეკი კრიუგერის გამხმოვანებელს მთელი გულით შეშურდებოდა.
შეკვეთა მიცემული არ გვქონდა, ერთერთი მაგიდა კმაყოფილი თვალებით გაბრუებულმა ზომბებმა დატოვეს. შემოსასვლელში ფეხზე დასადგომ მაგიდასზე იდაყვით დაყრდნობილმა ქალბატონმა, რომელიც კედლის მიღმა სივრცეს სვავივით უყურებდა, არც აცია, არც აცხელა, არც ნელთბილი მოუსინჯავს – მაგიდას მივარდა და ცხიმისგან ფორმა მიღებული ჩვარით მაგიდა "გადაწმინდა".
– ეს რა "ზავეძენიაა"? (ვიკითხე მორიდებულად)
– მაგარი... მიპასუხა ირაკლიმ და ახლად მოკბეჩილი სოსისის ღეჭვა განაგრძო
– ძაან მაგარი ადგილია. ძალიან ძველი. – შეავსო სათქმელი ლევანიმ.
ლუდის კათხა ერთი ამოსუნთქვით ჩავცალე და გამგელებული ვეცი სოსისს.
– მოგწონს? თვალის ჩაკვრით მკითხა ირაკლიმ
– მომწონს... სოსისი მართლაც ძალიან გემრიელი იყო.
– შენ რო იყიდო ვაკის სოსისი, ასეთ გემოზე კი ვერ მოხარშავ. შემახარბა ირაკლიმ.
– ასეთ გემოზე ვერ მოვხარშავ ნამდვილად. დავეთანხმე ჩემს კულინარიულ შესაძლებლობებში დაეჭვებულმა.
– და რათქვი სად ვართო?
– კუბოში...
– სად?
– კუბოში, კუბოში...დამიდასტურა ნაბახუსევს ეჭვქვეშ დაყენებული იდეალური სმენის ხარისხი ლევანმა.
მორიგი სოსისი ავიღე, იქვე თეფშზე ბორშივით დასხმულ მდოგვშვი მოკრძალებულად ჩავუწაწუნე, ჭვავის პური წავაშველე და ჭამა გავაგრძელე.
ორი კათხა ლუდისა და ათი უგემრიელესი სოსის შემდეგ, კმაყოფილი სახით დავტოვე მაგიდა. გამოსასვლელთან დასადგომ მაგიდაზე იდაყვით ჩამოყრდნობილ ქალბატონს რომელიც სვავივით უყურებდა კედლის მიღმა სივრცეს მადლობის ნიშნად გავხედე და გარეთ გამოვედი.
მზე თბილად ეფინებოდა, გამტვერილ ხეებს. მეც, თითქოს ხელახლა დავიბადეო თბილი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და გემრიელად გავიზმორე.
მაგარია კუბო!
შეძრწუნებულმა დავიწყე კითხვა...
ReplyDeleteკარგი იყო :)
თითქოს პროზა უფრო შენი სტილია (?), კარგად გამოგდის ...
წარმომიდგენია რა გემრიელად მოყვებოდი :)))
ძალიან კარგია ბატონო ლაშა :) თუ საიდუმლო არ არის ვისი შემოქმედებაა? :)
ReplyDeleteP.S. პირველად და ნამდვილად გულახდილად ვწერ.
momecona :) poeziac kargad gamogdis da prozac :)
ReplyDeletedzalian magaria, kargi ganckoba shemikmeni namdvilad :)
ReplyDeleteდა მართლა კუბო ქვია იმ ადგილს? რა საშინელებაა!:( :S
ReplyDeleteროგორ შეიძლება კუბო მოგეწონოს.... მაგრამ როგორ შეიძლება ასეთი მონაყოლი არ მოგეწონოს!
ReplyDeleteკარგი იყო ;)
ისე ბრიჯები და ბოტასები და X5-ის გასაღები ზუსტად გახსოვს მაგ პახმელიაზე, დარწმუნებული ხარ? :)))
ReplyDeleteზუსტად არა მარა ბინდბუნდში მახსოვს :)
ReplyDeleteვაღიარებ მომეწონა,კარგია.:):) აბა დანარჩენებიც წავიკითხო.
ReplyDelete:) ვგიჟდები ასეთ ბომჟურ ადგილებზე და არ მიყვარს ფეშენებელური რესტორნები :)
ReplyDelete