Thursday, March 25, 2010

მე შენში

მე შენში ვხედავ გაზაფხულს, ტოტებს
აყვავილებულს ოცნებად ატამს
არვიცი ლექსით რა უნდა ვუთხრა
ამ ტუჩებს, თვალებს, ამ თმებს ან ამ ტანს

მე შენში ვხედავ კამკამა წყაროს
და ვგრძნობ მთებიდან მონაბერ სიოს
მინდა ოცნებამ შორს წამიყვანოს
და შენზე ფიქრმა მზესავით მდიოს

ვხედავ სამყაროს, დაორთქლილ მინას
და გარინდებულს ნისლებში კლდეებს
სიმშვიდე როგორ დაეძებს ბინას
და არ ნებდება ცხოვრება დღეებს

ვხედავ ამოსულ ჭიშკართან ჭერამს
მოულოდნელად გამოსულ ამინდს
ზოგჯერ ზღვას ვხედავ, რომელც ღელავს
ზოგჯერ მზეს, ზღვაზე მშვიდად რომ ჩადის

...

მე შენში ვხედავ გაზაფხულს, ტოტებს
აყვავილებულს ოცნებად ატამს
არვიცი ლექსით რა უნდა ვუთხრა
ამ ტუჩებს, თვალებს, ამ თმებს ან ამ ტანს

6 comments:

  1. იცი რა ბედნიერი ხარ ამას რომ ხედავ? :)

    ReplyDelete
  2. es bichi anaxet msoflios da agar "chamovardeba tvitmfrinavebi" isini ubralod ifrenen

    lashiko ILY

    ReplyDelete
  3. დედა სიკვდილო - I LOVE YOU?

    ILY2 - მაშინ, თუმცა არ ვიცი რომელი ხარ :)

    ReplyDelete
  4. es bichi anaxet msoflios da agar "chamovardeba tvitmfrinavebi" isini ubralod ifrenen

    lashiko ILY

    ReplyDelete