აქ მშვიდია სული
შფოთვა გამონაგონი
აქ შვიდია სრული
ლოცვით სავსე ვაგონი
აქაური ცისკარი
უცნაური დარია
უცნაურად ცრის ქარი
და თითქოს გიხარია
აქ ორივეს გიღებენ
მიწისა და ცის კარებს
რწმენით თუ არ იგემებ
ახლოს არ გაგიკარებს
აქ მშვიდია სული
შფოთვა გამონაგონი
აქ შვიდია სრული
დატვირთული ვაგონი
რა მშვიდი ლექსია...
ReplyDeleteკომენტარები რომ არ აქვს გამიკვირდა...
ალბათ იმდენად მშვიდია რომ კომენტარებით არ ააფორიაქეს :)
ReplyDeleteმსუბუქია, აი დაღლილს, რომ სჭირდება ისეთი, არა, უბრალოდ დაღლილი ვიყავი და დამჭჳრდა... :)
ReplyDelete:))
ReplyDeleteლანენიკო ლანენიკო...რაღაც არ ჩანდი ბოლო დროს...ხო მშვიდობაა?
ლამაზია. და ვიღაცას მაგონებს :)
ReplyDeleteიმედია სასიამოვნოდ გაგონებს ვინმეს :)
ReplyDeleteიმედია სასიამოვნოდ გაგონებს ვინმეს :)
ReplyDelete