ფეისბუქზე ჩემი ძველი მეგობრის - კარელას პოსტი ვნახე. რამშტაინის სუპერ მუსიკით და ბწკარედით...
არ ვიცი რა გამოვიდა, მაგრამ გავბედავ :) დიდი პაუზის შემდეგ.
(by კარელ)
სინათლისაგან დამზადებული კაბით
დამადგა თავს -
დღესავით მახსოვს..
მე ახალგაზდა და მწუხარე ვიყავ -
- არაფერს ვნანობ.
ის სახეში მახლიდა სიტყვებს;
ენას ვნებიანად ხმარობდა.
მისი ენა არ მესმოდა
და ეს ყოველთვის მეკიდა.
პარიზში გაზაფხულს სისხლდენა მაშინ დაეწყო
როცა მისი კანი დავტოვე...
...ო.
ახლა კი ჩართე და წაიკითხე :)
სხივებით დაწნული კაბით
დამადგა თავს
გახსენებული ამბით
ახალგაზრდობას გავს
არაფერს ვნანობ - მკიდია
მკოცნიდა ვნებიანად
მისი ენა არ მესმოდა და
მეკიდა ენიანად
პარიზს დაეწყო სისხლდენა
რომ დავტოვე მისი ტანი
მეკიდა მისი ენაც
და სურნელოვანი კანიც
:))) მაგარია..
ReplyDeleteქულ^^
ReplyDeleteგამახარა შენმა
ReplyDeleteპოსტმა, აღარ მეგონე უკვე "აქ" )) დაუბრუნდი აქაურობას რა