ხან იარა
ხან ენძელა ხან ია
მეძინება შენი კანის სუნით
დიდი ხანია
ხან ბალახი
ხან ბილიკი
ხან წვიმაში ხანძარი
პირველად რომ დაგინახე
ენა ვეღარ დავძარი
ხან კვერცხს მიწვავ
ხან პატეფონს
მასმენინებ ვინილის
მყარ დისკზე მაქვს ჩაწერილი
ხმები შენი ღიმილის
ხან მალამო
ხან იარა
ხან თმებს მირევ თითებით
ხან მაღვიძებ უთენია გამომცხვარი ბლითებით
ლაშაააა!... აი ძალიან გამიხარდა შენი ლექსი რომ ვნახე აქ.. უკვე აღარც ველოდი რომ როდესმე კიდე გამოაქვეყნებდი.. მომეწონა, მაგარია და საერთოდ, მომენატრა შენი ლექსები რა.. უფ.. :)
ReplyDeleteლაშარელა კიდევ წერ ლექსებს :)
ReplyDelete